Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2025

Новости за 07.02.2025

დონალდ ტრამპმა დააანონსა ზელენსკისთან შეხვედრა და პუტინთან საუბარი მომდევნო კვირაში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს გეგმავს. ამის შესახებ მან პარასკევს ვაშინგტონში, იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, სიგერუ ისიბასთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტრამპს არ დაუზუსტებია, თუ რამდენად კონკრეტულია ამ შეხვედრის გეგმა. მან აღნიშნა, რომ არ ჩავა უკრაინაში შესახვედრად და შესაძლოა, ზელენსკის მომდევნო კვირაში შეხვდეს ვაშინგტონში. ამასთან, უკრაინის... Читать дальше...

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“ - ტრამპი აბრუნებს "მაქსიმალურ ზეწოლას"

Radiotavisupleba.ge 

ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ სურდა დაჰბრუნებოდა ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას და აშკარაა, რომ თეირანთან „შემოწმებულ სამშვიდობო შეთანხმებას“ ესწრაფვის ბირთვულ სფეროში.

6 თებერვალს დაკავებული სტუდენტებიდან ორი დააჯარიმეს, მესამეს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს

Radiotavisupleba.ge 

6 თებერვალს, ჭავჭავაძის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი სტუდენტი სასამართლომ სამართალდამრღვევებად სცნო. აჩი გოჩიტაშვილს, ლუკა ხიზაძესა და გიორგი ბარბაქაძეს შსს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. მათგან ერთს, გიორგი ბარბაქაძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, აჩი გოჩიტაშვილი და ლუკა ხიზაძე კი 2000-2000 ლარით დააჯარიმეს. ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა 18 წლის სტუდენტის, გიორგი ბარბაქაძის საქმის განმხილველი მოსამართლის, ზვიად ცეკვავას აცილება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ის დასანქცირებულია და ამასთან... Читать дальше...

რას შეიძლება ნიშნავდეს მედიის „ბრიტანული“ სტანდარტებით რეგულირება ქართულად - რას აპირებს „ოცნება”?

Radiotavisupleba.ge 

“ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივების მორიგი ტალღა, მედიის ახალი საკანონმდებლო რეგულაციების სურვილსაც მოიცავს.

შევხვდით ტაილანდელ სუროგატ დედებს - რას ჰყვებიან ისინი და ჩინური კომპანია, რომელმაც ქალები საქართველოში ჩამოიყვანა

Radiotavisupleba.ge 

29 წლის ნარას ტაილანდში 6 წლის შვილი ელოდება. სახლში დასაბრუნებელი ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, 8 თებერვალს, გამთენიისას მიფრინავს. საქართველოში ხუთი თვის წინ ჩამოვიდა. მისმა ოჯახმა არ იცის, რომ ის სუროგატ დედობას გეგმავდა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მან დაორსულება ვერ შეძლო.

მარტში ევროკომისია ევროკავშირის თავდაცვის თეთრ წიგნს წარმოადგენს - ურზულა ფონ დერ ლაიენი

Radiotavisupleba.ge 

მარტის შუა რიცხვებში ევროკომისია წარადგენს თეთრ წიგნს ევროპული თავდაცვის მომავალზე, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გდანსკში.

მდგომარეობა დასაფიქრებელია, არ არის მარტივი - გასტროენტეროლოგი მზია ამაღლობელზე

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფმა ონლაინგამოცემების - "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, რომელიც 27 დღეა შიმშილობს, კლინიკა "ვივამედში" მოინახულეს.

დაღესტნელი სამხედროების მანქანა ბელგოროდში სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ორი ექიმი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

"კავკაზ.რეალიის" ცნობით, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში სასწრაფო დახმარების ორი პარამედიკოსი გარდაიცვალა დიდი სიჩქარით მომავალი უცხოური მარკის ავტომანქანის BMW Х7-ის შეჯახების შედეგად. მედიის ინფორმაციით, მანქანას დაღესტნიდან სამი ჯარისკაცი მართავდა. გარდაცვლილი ექიმების კოლეგებმა ქალაქში სპონტანური მემორიალი მოაწყვეს. მანქანა რეგისტრირებულია შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მწვრთნელზე მურმანსკის რეგიონიდან, რამაზან გაჯიმურადოვიჩზე, იტყობინება ბელგოროდის გაზეთი "პეპელი". მის გარდა... Читать дальше...



მოსამართლე ცეკვავას თქმით, არ იცოდა, რომ სანქცირებული იყო

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ არ იცოდა, რომ სანქციები ჰქონდა დაწესებული.

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა

Radiotavisupleba.ge 

კოლეგიის მიერ „ქართული ოცნების“ ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის ლეგიტიმურობასაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ ცნობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნა ნათია თურნავა, რომელიც 2023 წლიდან პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

მზია ამაღლობელი ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობასა და შიმშილობას ეხმაურება და მას უკანონოდ დაკავებულთა სიმბოლოს უწოდებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქ ტორეცკის აღების შესახებ განაცხადა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 7 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში განაცხადა ჯარების დაჯგუფება "ცენტრის" მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის აღების შესახებ. მაგრამ რუსეთის უწყების ცნობაში საუბარია ქალაქ ძერჟინსკის აღებაზე. ამ სახელით შედიოდა ქალაქი ტორეცკი საბჭოთა უკრაინის შემადგენლობაში. რუსეთის ხელისუფლება უკრაინული ქალაქების აღების შემდეგ მაშინვე უბრუნებს მათ საბჭოთა სახელებს. ასე მოხდა ქალაქ ბახმუტის შემთხვევაშიც, რომელსაც ოკუპაციის შემდეგ რუსებმა "არტიომოვსკი" უწოდეს. ტორეცკისთვის ბრძოლა შარშანდელი ოქტომბრიდან გრძელდება. Читать дальше...

გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი - კაია კალასი

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკურ ნიადაგზე უსამართლოდ დაკავებული ადამიანი“.

„კარატე“, „მესტო“, „კოჭო“ - პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 26 ადამიანი დააკავა

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 26 ადამიანი „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის გამო დააკავეს, ხოლო კიდევ ოთხს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი. მათგან სამი - რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან - „კანონიერი ქურდია“.

სასამართლომ სების ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2500 ლარით დააჯარიმა

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 7 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2500 ლარით დააჯარიმა.

ივანიშვილი 2016 წლიდან მთავრობაში გადმოსვლას მთავაზობდა - ბაჩიაშვილი

Radiotavisupleba.ge 

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში სთავაზობდა საქართველოს მთავრობაში გადასვლას.

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში 5 კმ-ით წაიწიეს წინ - ISW

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის კურსკის რეგიონში წინა დღით დაწყებული შეტევითი ოპერაციების დროს უკრაინელმა სამხედროებმა 5 კილომეტრით წაიწიეს წინ ქალაქ სუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთით და შეძლეს კონტროლის დამყარება მინიმუმ ერთ დასახლებულ პუნქტზე. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) 7 თებერვალს გამოქვეყნებულ ყოველდღიურ რეზიუმეში. გეოლოკაციური კადრების თანახმად, რომლებიც ექსპერტებმა გაანალიზეს, უკრაინელი სამხედროები "მახნოვკიდან (სუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთი) მიიწევდნენ სამხრეთ-დასავლეთით და ჩერკასკაია-კონოპელკიდან... Читать дальше...

„ტკივილები მქონდა, კამერა არ მქონია“ - რა თქვა 21 წლის დევიძის საქმეზე პოლიციელმა სასამართლოში

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 7 თებერვალს, დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 წლის მათე დევიძის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა.


Музыкальные новости




Rss.plus





სირიის სანაპიროზე ცეცხლი გაუჩნდა რუსულ სადაზვერვო გემ "კილდინს" - AP

Radiotavisupleba.ge 

23 იანვარს ცეცხლი გაუჩნდა რუსულ სადაზვერვო გემს, "კილდინს", როდესაც ის სირიის სანაპიროსთან დაცურავდა. მას მართვის პრობლემები შეექმნა. მომხდარის შესახებ Associated Press-ი იტყობინება - პარასკევს, 7 თებერვალს, მან გაავრცელა "კილდინის" სხვა გემთან მოლაპარაკებების აუდიოჩანაწერი, ასევე ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ ადის კვამლი გემის ზემოთ. არსებული ინფორმაციით, სააგენტომ ეს მასალები მიიღო სამხედროებისგან, კერძოდ, ნატოს ერთ-ერთი იმ ქვეყნის წარმომადგენლებისგან, რომლის გემიც ინციდენტის დროს ახლოს იმყოფებოდა. Читать дальше...

"ტინდერის ასლარიანო ბოზებო", - პოლიციელების უხამსობა და ძალადობა ქალ დემონსტრანტებზე

Radiotavisupleba.ge 

სტატიაში წაიკითხავთ ბევრ უხამს ფრაზას, რომლებიც შესაძლოა უსიამოვნოდ მოგეჩვენოთ, თუმცა ეს სიტყვები წარმოადგენს იმ ქალების მონათხრობს, რომლებიც ჰყვებიან, როგორ გახდნენ სახედაფარული პოლიციელების ვერბალური და ფიზიკური ძალადობის სამიზნეები.

„რუსთავის ფოლადის“ თანამშრომლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ

Radiotavisupleba.ge 

კომპანია „რუსთავის ფოლადის“ თანამშრომლებმა, - დაახლოებით 300-მა ადამიანმა - დღეს დილიდან, 7 თებერვლიდან, სამუშაო ადგილები მიატოვეს და პროტესტის ნიშნად ქარხნის მთავარ სამმართველოსთან შეიკრიბნენ. ისინი ხელფასის გაზრდას და იანვრიდან გაშვებული თანამშრომლების უკან დაბრუნებას ითხოვენ.

ალექსი პეტრიაშვილს 5-ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა

Radiotavisupleba.ge 

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ პოლიტიკოსი, ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა, 2025 წლის 17 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით. პროცესზე დაიკითხა სამართალდამრღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელი შალვა კოპაძე, რომელმაც თქვა, რომ მოქალაქეები თვითნებურად გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე იმ დროს, როცა ამის საჭიროება არ არსებობდა. ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატი სანდრო ბარამიძე დაინტერესდა, იცნობს თუ არა მოწმე პოლიციელი შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონს. Читать дальше...

ვოუტი დაუბრუნდა თეთრი სახლის ბიუჯეტის სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატმა რასელ ვოუტი თეთრი სახლის ბიუჯეტის სამმართველოს ხელმძღვანელად დაამტკიცა. ეს უწყება გეგმავს ფედერალურ ბიუჯეტს და თვალყურს ადევნებს მის შესრულებას. ამის შესახებ იტყობინება The Washington Post-ი. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა ვოუტის გარშემო დებატები გვიან ღამემდე გაწელეს, რათა სენატორები გადაერწმუნებინათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს - ვოუტის კანდიდატურას 53 რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი. კონგრესის ზედა პალატაში მათ უმრავლესობა აქვთ. ვოუტს ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში უკვე ეკავა ეს თანამდებობა... Читать дальше...

უკრაინას ამერიკული იარაღი სჭირდება. ტრამპს სანაცვლოდ იშვიათი მინერალები სურს

Radiotavisupleba.ge 

ვაშინგტონს, მოსკოვსა და კიევს შორის უკვე მიმდინარეობს დიპლომატიური ჭიდილი, კულისებს მიღმა საუბარი და საჯარო პოზიციონირება იმის შესახებ, რომ გაირკვეს, როგორ შეიძლება შეწყდეს სამწლიანი სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში.




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России