ტრამპი ამბობს, რომ პუტინი მზადაა, დათანხმდეს ევროპელ მშვიდობისდამცველებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა, დათანხმდეს ევროპელი მშვიდობისდამცველების უკრაინაში განთავსებას. ტრამპი ამ განცხადებით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან უკრაინის ომის დასრულების თაობაზე შეხვედრის დაწყების წინ. "მე მას კონკრეტულად ეს კითხვა დავუსვი. მას ამასთან პრობლემა არ აქვს", - ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას ამ საკითხზე პუტინის პოზიციის შესახებ. მაკრონის თქმით, ევროპის ქვეყნები "მზად არიან და ნება აქვთ", უკრაინას მისცენ უსაფრთხოების გარანტიები... Читать дальше...

