ლაზარედ (არ) ქცეული ალექსეი ნავალნი
2024 წლის 16 თებერვალს, უკრაინის დიდი ომის მეორე წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, მსოფლიო შეიტყობს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმრის, 47 წლის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ. კრიმინალურ საძმოებს, ნარკოკარტელებს მოწინააღმდეგის მოკვლის ორი მეთოდი აქვთ: ერთი - სწრაფი და თვალსაჩინო, სხვების დასაშინებლად; მეორე - ნელი, წამებით, პირადი შურისძიების დასაკმაყოფილებლად. პირველ მეთოდს განაპირობებს კრიმინალური კარტელის ინტერესები, მეორე მხოლოდ და მხოლოდ კარტელის ლიდერის პირადი შურისძიების დაკმაყოფილების მიზნით ხდება. Читать дальше...

