Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2021

“ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

0

ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა და მხარდაჭერაც სჭირდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის გარეშე ვერ მოხდება ის ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც არის საუბარი, ეს არის სრულად პროპორციული სისტემა, ბარიერის დაწევა და ა.შ. ვაშაძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ინიციატივით მართლმსაჯულების საკითხიც არის შესული იმ საკითხთა ჩამონათვალში, რომელზეც შეთანხმება უნდა მოხდეს და შესაძლოა, მასაც დასჭირდეს საკონსტიტუციო ცვლილებები.

„შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ინიციატივით მართლმსაჯულების საკითხი დაემატა ამ საკითხებს, შეიძლება გარკვეულ თემებზე საკონსტიტუციო ცვლილებებიც დაგვჭირდეს მართლმსაჯულებასთან მიმართებაში, ასევე არის ანტიკორუფციული მექანიზმის ჩამოყალიბებაზე საუბარი, ძალაუფლების გადანაწილებაზე საპარლამენტო საქმიანობის დროს. ასე რომ, ბევრი საკითხი დაემატა. ეს საკითხები დაემატა ევროკავშირის მხრიდან,“- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უკვე მორიგ შეხვედრაზე მათ „რაღაც ახალი“ უნდა უთხრას. ვაშაძე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ აირჩიონ ან პირდაპირი არჩევნები ან პლებისციტი.

„პლებისციტი იქნება თუ პირდაპირ რიგგარეშე არჩევნები, აირჩიონ ან ერთი ან მეორე ვარიანტი, მისცენ ეს ინფორმაცია ფასილიტატორებს თუ აწ უკვე მოდერატორებს და გავიგებთ ამის შესახებ. 16 მარტის დედლაინი დაუწესეს სწორედ მათ – მთავრობას, რომ კონკრეტული პროგრესით ჩავიდნენ ბრიუსელში. არ ჩავლენ?- გაცილებით უფრო მკაცრი და ცუდი იქნება რეაქციები დასავლეთის მხრიდან. ჩვენ ჩამოყალიბებულები ვართ და მარტივ რაღაცას ვამბობთ, პოლიტიკური განსხვავებულობის გამო ხალხი ციხეში არ უნდა იჯდეს და მეორე მთავარი საკითხი არის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება შეთანხმება და ხალხს ვკითხოთ,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, პლებისციტზე, როგორც ვადამდელ არჩევნებზე მისასვლელ გზაზე ჯერ კიდევ დეკემბერში შეთანხმდა ოპოზიცია და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ შეთანხმების ერთგული რჩება. ის იმედოვნებს, რომ საკუთარ პოზიციას შეცვლის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბოლოს მან პლებისციტთან დაკავშირებით დააფიქსირა.

„აგერ თქვენ და აგერ მე, რომ მიხეილ სააკაშვილი შეცვლის თავის პოზიციას, არ ყოფილა ერთხელ და ორჯერ ეს საკითხი. მე ესე ვფიქრობ, რომ შემოვა პლებისციტით. თუ არა, ხვეწნას არავის დავუწყებ, ყველამ თავის პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ, ისინი თავისას. ნაკლებად მაინტერესებს, ისინი რას გადაწყვეტენ სიმართლე გითხრა, რაც ქვეყნისთვის კარგი იქნება, მე მზად ვარ ამ შეთანხმებაზე წავიდე. ის, რაზეც შევთანხმდით, მე იმის ერთგული ვარ და პოზიციების ცვლილება და თამაში არ მახასიათებს,“-განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რატომ შეცვალა პოზიცია მიხეილ სააკაშვილმა, ვაშაძე პასუხობს, რომ არ ჰქონია მასთან კონტაქტი.

„არ მქონია მასთან კონტაქტი, რაც ჩვენი გზები გაიყო და სიმართლე გითხრათ ნაკლებად მაინტერესებს რა აწყობს ან რა არ აწყობს, არ არის ეს ჩემი ამოცანა, ყველაზე ნაკლებად ამაზე ვფიქრობ,“- აცხადებს ვაშაძე.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о масштабной программе празднования Дня молодежи в Москве





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 240,5 тыс. детей в Московской области получают единое пособие


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о масштабной программе празднования Дня молодежи в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Певица

Певица Наталья Самойлова презентовала новый клип «Голос природы»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Детская зона «ЯРКО» – на Летней Спартакиаде «Газпром-Медиа Холдинга»

В Димитровграде проводят чемпионат России по парусному спорту в классе «микро»

В Москве пройдет групповая шоссейная велогонка Cyclingrace Столица. Старт состоится 6 июля


Арина Соболенко

В Беларуси отреагировали на неожиданное решение Арины Соболенко



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Димитровграде проводят чемпионат России по парусному спорту в классе «микро»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России