Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2021

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიესალმებიან შშმ პირთა უფლებების კონვენციის ოქმის რატიფიცირებას

0
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიესალმებიან შშმ პირთა უფლებების კონვენციის ოქმის რატიფიცირებას

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიესალმებიან 5 მარტს, საქართველოს პარლამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირებას.

„ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებით, შშმ პირთა თემისა და ორგანიზაციების მრავალწლიანი ადვოკატირების შედეგად, ოქმის სავალდებულოდ აღიარება მისი ხელმოწერიდან მხოლოდ 12 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი:

„იმედს ვიტოვებთ, რომ ოქმი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას როგორც ინდივიდუალური შემთხვევების, ისე ზოგადი პოლიტიკის დონეზე. თუმცა, ცხადია, მხოლოდ მისი რატიფიცირება ვერ შექმნის თემის წევრთა უფლებების დაცვის საკმარის გარანტიებს და სახელმწიფოს კვლავაც აკისრია ვალდებულება, უმოკლეს ვადებში გაატაროს მთელი რიგი რეფორმები იმ მძიმე და, ხშირ შემთხვევაში, კრიტიკული გამოწვევების დასაძლევად, რომელთა წინაშეც შშმ პირები წლების განმავლობაში დგანან“.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია შშმ პირთა უფლებების დაცვისა და გარანტირებისთვის. მისი ძალაში შესვლით, თემის წევრებს დარღვეული უფლებების აღსადგენად გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტისთვის მიმართვის შესაძლებლობა ეძლევათ. ოქმი ასევე უფლებამოსილებას ანიჭებს კომიტეტს, შეისწავლოს ქვეყანაში კონვენციის მძიმე და სისტემატური დარღვევები და სახელმწიფოზე გასცეს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

შშმ პირთა უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირებას ეხმაურება საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი და მნიშვნელოვნად აფასებს ყველა მონაწილის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, ქმედით წვლილს ოქმის რატიფიცირების პროცესში.

გაეროს მუდმივი კოორდინატორის საბინე მახლის განცხადებით, 2020 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ ახალი კანონის მიღებასთან ერთად, ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება გამოხატავს საქართველოს ძალისხმევას, შესაბამისობაში მოიყვანოს ეროვნული პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩოდოკუმენტები გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც კონვენციის მხარე სახელმწიფოებისაგან ითხოვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და გარანტირებას. საქართველომ კონვენციის რატიფიცირება 2014 წელს მოახდინა.

ფაკულტატური ოქმი ადგენს ორ პროცედურას. პირველი, ეს არის გასაჩივრების პროცედურა, რომლის მეშვეობით ინდივიდებს და ჯგუფებს, კონვენციით გათვალისწინებული მათი უფლებების სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში, შეუძლიათ, საჩივრები წარადგინონ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტში. მეორე - გამოკითხვის პროცედურა, რომელიც საშუალებას აძლევს კომიტეტს, გამოიძიოს მხარე სახელმწიფოს მიერ კონვენციის მძიმე ან სისტემატური დარღვევის შესახებ ბრალდება.

2020 წლის ნოემბრისთვის, კონვენცია რატიფიცირებულია 182 წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელთაგან 96 სახელმწიფო კონვენციის ფაკულტატური ოქმის მხარეს წარმოადგენს.





Губернаторы России
Москва

Мэр Москвы направил послание ветеранам столицы





Москва

Навка: во время болезни Заворотнюк возили по Москве только в парандже


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин обратился к ветеранам Великой Отечественной войны в День памяти и скорби



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Алла Пугачёва

Юрист Андрей Марочкин рассказал, почему Пугачевой сложно продать особняк в Истре




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Навка: во время болезни Заворотнюк возили по Москве только в парандже

Жена Евгения Малкина приехала в Россию

Норрис выиграл квалификацию на Гран-при Испании, Ферстаппен — второй


Анна Калинская

Калинская оценила выход в финал турнира в Берлине и вспомнила о Синнере



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Game News

Гайд по Earn to Die Rogue: мифические предметы, билды и режимы



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России