Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2021

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ვიწრო აივანზე არ უნდა ასულიყვნენ ჟურნალისტები

0
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ვიწრო აივანზე არ უნდა ასულიყვნენ ჟურნალისტები

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მომხდარი შემთხვევას ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე). „ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი და ფიზიკური ჯანმრთელობა დაუზიანდათ ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას", - აცხადებს დეკანოზი და განაგრძობს, - „სასულიერო პირებს შორის შესაძლებელია იყოს კამათი და დავა. იყო ეს ხმამაღალი საუბარი. სამწუხაროა ძალიან, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ. იქ არის ძალიან ვიწრო აივანი. ბევრი ხალხი იყო ასული. არ უნდა ასულიყვნენ ჟურნალისტები. კრება მიდის და ერთი შუშა ჰყოფს აივანს და კრების დარბაზს".

რაც შეეხება ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს, რასაც მრევლისა და სასულიერო პირთა პროტესტი მოჰყვა, დეკანოზი მას შემდეგი სიტყვებით აფასებს: „ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს არცერთ ეკლესიას. ეს არის გაუგონარი თავხედობა და ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს და საქართველოს ყველა მართლმადიდებელ მოქალაქეს. ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიისა და სიწმინდისა".

დეკანოზი ანდრია აზუსტებს, რომ „მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ სასულიერო პირები და მოხდა შეჭრა. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე. ყოველგვარი შეჭრა უნებართვო, არის შეჭრა". მისი თქმით, ასეთ მოქმედებას არ ამართლებს რევლის უკმაყოფილება. „თქვენ რამდენად ამართლებთ, როდესაც დახურულ სივრცეში მიმდინარეობს კრება, ეს არის საკუთრება, რომელშიც არავის არ აქვს უფლება ნებართვის გარეშე შესვლისა, კრებას კარებს უმტვრევენ და ვარდებიან შიგნით. რამდენად მიგაჩნიათ ეს სწორად", - აღნიშნავს დეკანოზი და განაგრძობს მიტროპოლიტ სტეფანეს შესახებ საუბარს, - „ვუცხადებთ, სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც გვიკავშირდებოდნენ". 

ჭყონდიდის ეპისკოპოსის რეზიდენციაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე (გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანება) მუხლით.

8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი გადავარდა მეორე სართულიდან. ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ. ამ დროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა - პროტესტის ნიშნად კი მიტროპოლიტ პეტრეს მხარდამჭერების ნაწილი აივანზე იყო შეკრებილი. მათთან ერთად იდგნენ ჟურნალისტებიც. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტები.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებულთაგან 3 უკვე კლინიკაშია გადაყვანილი, 2 კი ამ წუთებში გადაჰყავთ. პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში, მას შემდეგ განახლდა, რაც ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეპანემ (კალაიჯიშვილმა) ორი დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს ბრძანებით აუკრძალა ნებისმიერ მღვდელმსახურებაში მონაწილეობა. ბრძანების თანახმად, მათ თავად არ ინებეს მიტროპოლიტ სტეფანესთან თანამსახურება.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин прибыл в Китай с рабочим визитом





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Отделение СФР по Москве и Московской области выплатило единовременное пособие при передаче ребенка на воспитание в семью 474 семьям региона


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин прибыл в Китай с рабочим визитом



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Александр Розенбаум

Александр Розенбаум поздравил коллектив областного онкодиспансера с Днем медицинского работника




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады

Военно-спортивный фестиваль Росгвардии открылся в «Лужниках»


Уимблдон

Экс-теннисист Ольховский: россияне могут хорошо выступить на Уимблдоне



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Минск

Лукашенко обратился к Рамафосе



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России