103news.com
World News in Georgian
Март
2021

ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

0

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრიამ ჯაღმაიძემ დღეს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მრევლის პროტესტი არ ამართლებს, რეზიდენციაში კრების მიმდინარეობისას ძალით შეჭრის ფაქტს. ჯაღმაიძემ მომხდარი ფაქტი დევნად შეაფასა.

„მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ სასულიერო პირები და მოხდა შეჭრა ამ კრებაზე. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე, სასულიერო პირებმა. მრევლის პროტესტი არ ამართლებს იმას, რომ მოხდეს რეზიდენციაში შეჭრა, ეს არის დევნა. თუ არის დღეს ვინმე, ვინც იტყვის, რომ იმის გამო, რომ მრევლს ან რომელიმე სასულიერო პირს, რაღაც არ მოსწონს, გამართლებულია შევარდნა რეზიდენციაში, კრების დროს ძალით კარების ნგრევა, თუ ვინმე მეტყვის ამას, მაშინ გაამართლეთ ეს საქციელი. მიპასუხეთ რამდენად ამართლებთ, როდესაც დახურულ სივრცეში მიმდინარეობს კრება, ეს არის საკუთრება, რომელშიც არავის არ აქვს შესვლის უფლება ნებართვის გარეშე და კრებას კარებს უმტვრევენ და ვარდებიან შიგნით? აქედან დავიწყოთ, რამდენად მიგაჩნიათ თქვენ ეს სწორად? ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავროს სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ ჩვენ,“- განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამსთან, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სხდომაზე „ხმამაღალი საუბარი იყო“.

როგორც მან განაცხადა, სასულიერო პირებს შორის შესაძლებელია იყოს კამათი და დავაც.

„ხმამაღალი საუბარი იყო. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ. საკმაოდ ვიწრო აივანია, ბევრი ხალხი იყო. ჟურნალისტები საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ”,-აცხადებს ჯაღმაიძე.

მისივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ ინციდენტის შედეგად ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტების დაზარალდნენ.

„ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი და დაზიანდნენ, ფიზიკური ჯანმრთელობა დაუზიანდათ ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს. ძალიან სამწუხარო ფაქტია და ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას,“- განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და მარტვილისა და ჭყონდიდის მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდათ, რის საშუალებასაც შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა – შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.

ინფორმაციისთვის, მეუფე სტეფანე რამდენიმე თვეა რაც ჭყონდიდის ეპარქიას ხელმძღვანელობს. 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.





Губернаторы России
Москва

Собянин: В районе «Южного порта» появится зеленая набережная без автомобилей





Москва

Представители Росгвардии приняли участие в совещании Комитета Совета Федерации по обороне и безопасности


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин поздравил Валентину Матвиенко с переизбранием



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

Волочкова рассказала, кто мог стоять за поджогом ее любимого банного комплекса




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

На матче "ЦСКА-Динамо" родилась новая семья

На матче "ЦСКА-Динамо" родилась новая семья

На матче "ЦСКА-Динамо" родилась новая семья


WTA

Елена Рыбакина снялась с турнира WTA-1000 в Пекине



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Минск

Лукашенко: Минск не видит тенденций к развязыванию войны против Белоруссии



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России