ზუგდიდის საავადმყოფოდან გაიქცა COVID-პაციენტი
![ზუგდიდის საავადმყოფოდან გაიქცა COVID-პაციენტი](https://gdb.rferl.org/1b2e673d-51ea-4bbf-b51d-accfc38a2bb3_w800_h450.jpg)
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან გაიქცა პაციენტი, რომელმაც საავადმყოფოს დღეს მიმართა ინტოქსიკაციის ჩივილებით და დაუდასტურდა კორონავირუსი. ცოტა ხანში ის ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ დააკავა პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადასცა.
„შუახანს გადაცილებული ქალბატონი მოყვანილ იქნა კლინიკაში ალკოჰოლური სიმთვრალით, ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-ინფექცია, შეთავაზებულ იქნა კვლევები და ჰოსპიტალიზაცია, რაზეც განაცხადა კატეგორიული უარი და თვითნებურად დატოვა კლინიკა. ფაქტის შესახებ შეტყობინება მყისიერად გაკეთებულ იქნა პოლიციისთვის!“ - განაცხადა ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ახლა პაციენტი თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.