გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო
![გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო](https://gdb.rferl.org/ea9a9000-2c9e-4e0b-8525-ff8d022f9665_w800_h450.jpg)
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის ფიცი დადო. იგი ერთ-ერთი იყო სასამართლოში ახლად არჩეულ 6 მოსამართლეს შორის.
მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დღეს, 10 მარტს გაიმართა. ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები მოვალეობის შესრულებას მოგვიანებით შეუდგებიან. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ჰააგის სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებამდე გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე განაგრძობს მუშაობას.
გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. არჩევნები გასული წლის 19 დეკემბერს გაიმართა. გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა. ჰააგის მოსამართლე ის 9 წლის ვადით იქნება.