Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2021

სამადაშვილი: არსებობს საკითხები რომლის მოგვარებაც გახსნის გზას შეთანხმებისთვის

0
სამადაშვილი: არსებობს საკითხები რომლის მოგვარებაც გახსნის გზას შეთანხმებისთვის

ენმ - „ძალა ერთობაშია“-ს წევრებსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა  შეხვედრის შემდეგ თქვა, ეს იყო პირველი შეხვედრა მედიაციის ფორმატში, მათ გამოიყენეს იმისთვის, რომ ძალიან დეტალურად განეხილათ  პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს ეხება იმ 6 პუნქტს, რომელიც არის ჩამოყალიბებული პრეზიდენტ მიშელის სამოქმედო გეგმაში.

„ზოგიერთ საკითხზე ჩვენ გვქონდა უფრო ფუნდამენტური დისკუსია, უფრო მეტ დეტალზე. სხვებზე კი შევთანხმდით რაღაც მონახაზზე, მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ - არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც გახსნის გზას შეთანხმებისთვის და არსებობს საკითხები, რომლებზეც შეიძლება შეთანხმება, მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავჭრით მთავარ პრობლემებს“, - აღნიშნავს სამადაშვილი.

პოლიტიკოსი აზუსტებს, რომ ეს უკავშირდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელისა და „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას საკითხებს.

„აქ ვერაფერ ახალს ვერ გეტყვით, გარდა იმისა, რომ ჩვენი პოზიცია თქვენთვის არის ცნობილი. პირველ რიგში ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს პარტიას წარმოადგენდეს ნიკა მელია და შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება - გიორგი რურუა გათავისუფლდეს  პატიმრობიდან“, - ამბობს სამადაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ასევე აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები არის  ძალიან მნიშვნელოვანი თემა. „იცით, რომ ამ პოზიციის გადახედვა ჩვენთვის არ მომხდარა. გზები, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ ამ არჩევნებამდე არსებობს სხვადასხვა. სწორედ, ამაზე გვქონდა საუბარი“, - აღნიშნავს სალომე სამადაშვილი.

მისი აზრით, არსებობს პუნქტები, რომლებზეც დათანხმება მოუწევს „ქართულ ოცნებას“ და ასევე არის საკითხები, რომელსაც ოპოზიცია უნდა დაეთანხმოს.

როგორც სამადაშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც მედიატორი მოისმენს ყველა პოზიციას, დაიწყება მედიაციის პროცესი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში დღეს, 12 მარტს, ჩამოვიდა. შვედმა დიპლომატმა უნდა გააგრძელოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული მედიაციის პროცესი.

1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებით გამოწვეული კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგის გაგრძელება.

ოპოზიციის მოთხოვნებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება თავად მელიას და ოპოზიციის ხელშია და ეს გზა გირაოს გადახდაა, ვადამდელ არჩევნებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული პირველი შეხვედრიდან ერთ კვირაში, შარლ მიშელმა საქართველოში მედიაციის პროცესში პირად წარმომადგენლად დანიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი.





Губернаторы России
Москва

Собянин представил летнюю программу мероприятий в «Лужниках»





Москва

Сергей Собянин. Главное за день


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о строительстве соцобъектов в кварталах реновации



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Юрий Визбор

Юрию Визбору - 90. В воскресенье Мурманск поёт Визбора




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Юбилейные медали получат почти 6 тысяч бамовцев

В сочинском парке «Ривьера» установили национальный рекорд по массовой медитации

В Кузьминках обустраивают пространство для отдыха и занятий спортом


Уимблдон

Рыбакину "оставили" без Уимблдона



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Рождаемость на Дальнем Востоке стала выше, чем в среднем по России



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России