ბიბილოვის მიერ მოტყუებული მედპერსონალი ოკუპირებულ რეგიონში
![ბიბილოვის მიერ მოტყუებული მედპერსონალი ოკუპირებულ რეგიონში](https://gdb.rferl.org/7dda44e4-7639-47b3-a89e-924f65d49a56_cx0_cy10_cw0_w800_h450.jpg)
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება. ამავე დროს, იზრდება „კოვიდზონაში“ დასაქმებული ექიმების უკმაყოფილება. მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ დაპირებული სახელფასო დანამატი, რომელიც განსაკუთრებული სამუშაო პირობებისა და გაზრდილი დატვირთვის გამო უნდა მიეცათ.