Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2021

“მე და ჩემი შვილი ბაკურიანში ვიყავით საბაგიროზე, როცა გინების კორიანტელი წამოვიდა… ერთი შემთხვევა თუ გახსოვთ, რომ ვინმე შეაწუხეს ჩემი ოჯახის სახელით”

0

სა­ქარ­თვე­ლოს მესამე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც მან ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დე­დას­თან და მე­უღ­ლეს­თან შეხ­ვედ­რე­ბი გა­იხ­სე­ნა.

“კო­მენ­ტა­რი ზედ­მე­ტია ამ გა­ურ­კვე­ველ ბოდ­ვა­ზე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე რამ ღირს, რომ ვთქვა: 2011 წელს რომ ჰქო­ნო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი… ეს არის პე­რი­ო­დი, როცა ივა­ნიშ­ვი­ლი, რუსი ოლი­გარ­ქი, “გა­ზპ­რო­მის” მთა­ვა­რი აქ­ცი­ო­ნე­რი გა­მო­ვი­და აქ­ტი­უ­რად პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე, წე­რილს წე­რილ­ზე წერს, გმობს სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ეს 2011 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა სულ და ამ დროს არა­ვინ არ და­ინ­ტე­რეს­და, ვინ ვის აკა­ჩა­ვებს, ვინ ვის მი­უ­ვარ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ წყნა­რად უყუ­რე­ბებს ამ ყვე­ლაფრს და არა­ფერს არ აკე­თებს?! უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, ან ჩვენ ვი­ყა­ვით ეფექ­ტუ­რი და თან ბო­რო­ტე­ბი, რაც, რა თქმა უნდა, არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ კა­ნონს ვი­ცავ­დით ან მე­ო­რეს მხრივ, ვი­ყა­ვით უუ­ნა­რო­ე­ბი და არაფ­რის მაქ­ნი­სე­ბი და ად­ვი­ლად შე­საჭ­მე­ლე­ბი. ასე გა­მო­დის, თუ ჩვენ გვქონ­და ეს და არა­ფე­რი გა­ა­კე­თეს მა­შინ­დელ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა, ესე იგი იყ­ვნენ მთლი­ა­ნად ჩა­მოშ­ლი­ლე­ბი და ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ეს რომ ასე არ იყო, ხალ­ხს ახ­სოვს.

არა­ვის არ ვურ­ჩევ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­ნის­ტრებ­თან არე­ვას, რად­გან ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს თვი­თონ ეკ­რძა­ლე­ბო­დათ მი­ნის­ტრებ­თან კო­მუ­კი­ნა­ცია. ეს დე­და­ჩემს არ ეხე­ბა და სან­დრას არ ეხე­ბა, მაგ­რამ იყო ეპი­ზო­დე­ბი, რო­დე­საც სხვა ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი ურე­კავ­დნენ მი­ნის­ტრებს და ეს მთავ­რდე­ბო­და მათ­თვის ყო­ველ­თვის ცუ­დად, როცა მერე მე გა­ვი­გებ­დი… ყვე­ლა მი­ნის­ტრი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი მყავ­და… ერთხელ ერ­თმა ნა­თე­სავ­მა მი­თხრა, რომ მი­ნის­ტრებს ვუ­რე­კავ და არ­ცერ­თი არ იღებს ყურ­მილ­სო და მე ვუ­თხა­რი შენ ვინ ხარ, რად­გან ჩემი გვა­რი გაქვს… შენი და­რე­კი­ლი რა­ტომ უნდა აი­ღოს მი­ნიტრმა-მეთ­ქი?! ყვე­ლა მი­ნიტ­რი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია-მეთ­ქი, რომ პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხის მი­მართ არა მხო­ლოდ პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას, არა­მედ არ შე­იძ­ლე­ბა მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, იმი­ტომ, რომ ჩვენ გვქონ­და შე­ვარ­დნა­ძის მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­დე­საც ოჯა­ხი ერე­ო­და ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში და ა.შ. და მე ნამ­დვი­ლად არ მინ­დო­და ვინ­მეს ეთ­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ვარ­დნა­ძის რა­ი­მე პრაქ­ტი­კა გრძელ­დე­ბა…

ერთი წუ­თით წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ჩემს რო­მე­ლი­მე შვილს და­ე­რე­კა ვინ­მეს­თან და რა­ი­მე და­ე­ვა­ლე­ბი­ნა, და ის რომ ჩემს შვილს არ აყე­ნებ­დნენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ეს ასე არ არის, შე­იძ­ლე­ბა არ უნდა ვყვე­ბო­დე, მაგ­რამ რად­გან ამა­ზე და­ვი­წყეთ ლა­პა­რა­კი… მე და ჩემი შვი­ლი ბა­კუ­რი­ან­ში ვი­ყა­ვით სა­ბა­გი­რო­ზე, როცა გი­ნე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი წა­მო­ვი­და გვერ­დზე ვი­ღაც ტი­პე­ბი­დან, დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა, რომ ხომ არ და­ვე­ლა­პა­რა­კოო და მე ვუ­თხა­რი, რომ არც გა­ბე­დოთ-მეთ­ქი. შე­წუხ­და ჩემი დაც­ვის უფ­რო­სი, ხომ არ და­ვე­ლა­პა­რა­კოო მკი­თხა და ვუ­თხა­რი, რომ ჩემი მყა­რი ინ­სტრუქ­ცია გაქვთ არც გა­ბე­დოთ ოდეს­მე ახ­ლოს მის­ვლა.

ერთი შემ­თხვე­ვა მა­ინც თუ გახ­სოვთ, რომ ვინ­მე ოდეს­მე მი­ვი­და ვინ­მეს­თან და შე­ა­წუ­ხა ჩემი ოჯა­ხის სა­ხე­ლით. ჩემ­მა შვილ­მა ედუ­არ­დმა რომ გა­ამ­ყა­რა გი­ნე­სის რე­კორ­დის წიგ­ნე­ბი, “ფე­ის­ბუქ­ზე” პირ­და­პირ კამ­პა­ნია იყო გი­ნე­ბის კო­რი­ან­ტე­ლის ოროს­ნე­ბის მხრი­დან, რომ­ლებ­საც უბ­რა­ლოდ შურ­დათ, რომ მან აიღო ეს გი­ნე­სის რე­კორ­დი… სხვა­თა შო­რის ამ რე­კორ­დზე რომ შე­ი­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი, მეც პოსტ ფაქ­ტუმ გა­ვი­გე. მარ­თა­ლია თვი­თონ რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბის დროს იქ ვი­ყა­ვი, იმი­ტომ, რომ მა­ინ­ტერ­სებ­და და ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მერე გი­ნე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი იყო. ვინ­მემ რამე პა­სუ­ხი გას­ცა? ჩვენ არც გან­გვი­ხი­ლავს ეს.

ბერა ახ­სე­ნებ­და ჩემს შვილ­საც, მახ­სე­ნებ­და მეც, მერე რა? ამ ხალ­ხს აქვთ თა­ვი­ან­თი სტან­დარ­ტე­ბი სიც­რუ­ის. რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ჩემს, მე დე­და­ჩემს ვკი­თხე და გა­იხ­სე­ნა, რომ ერ­თა­დერ­თხელ იყო მას­თან მი­სუ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რო­დე­საც დე­და­ჩე­მი იყო “ჩვე­ნე­ბუ­რე­ბის” ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, მთელს მსოფ­ლი­ო­ში კრი­ბავ­დნენ ქარ­თვე­ლებს და მათ ან­სამ­ბლებს და აკე­თებ­დნენ მათ ფეს­ტი­ვალს, და შეს­თა­ვა­ზა დახ­მა­რე­ბა… მან მი­თხრა, რომ შენ გკი­თხეო, მო­სუ­ლი იყოო ფონ­დი­და­ნო და შენ თქვიო თუ კარ­გი საქ­მეა რა­ტო­მაც არაო და ძაან მცი­რე ნა­წი­ლი და­ფა­რე­სო. ეს იყო ერ­თდერ­თი შემ­თხვე­ვა…

რა თქმა უნდა მე შევ­ხვედ­რი­ვარ ივა­ნიშ­ვილს. ივა­ნიშ­ვილ­მა ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის შემ­დეგ ორ­ჯერ თუ სამ­ჯერ მო­ი­თხო­ვა ჩემ­თან შეხ­ვედ­რა. შე­მო­დი­ო­და ყო­ველ­თვის და­ო­თხი­ლი, წელ­ში მოხ­რი­ლი, სა­შინ­ლად მლიქ­ვნე­ლუ­რი, ასე ახა­სი­ა­თებთ ყო­ველ­თვის იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მათ ზე­მოთ არის, იმათ უნდა ემ­ლიქ­ვნე­ლონ და ვინც ქვე­მოთ არის, ისი­ნი უნდა და­ჩაგ­რონ. ამი­ტომ არ მიყ­ვარს მლიქ­ვნე­ლე­ბი. ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე კარ­გად მახ­სოვს შე­მომ­თა­ვა­ზა ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის სახ­ლე­ბის შე­ძე­ნა, მი­ნის­ტრე­ბის­თვის ბი­ნე­ბის შე­ძე­ნა და მე ვუ­თხა­რი არც გა­ი­ფიქ­როთ ეს აზ­რად და არც მი­ე­კა­როთ არა­ვის. ასე რომ, ჩვენ­თან ნე­პო­ტიზ­მი და ცალ­კე ვი­ღა­ცე­ებ­თან სირ­ბი­ლი, რაც ამათ­თან ძაან მი­ღე­ბუ­ლია, პი­რად გა­მორ­ჩე­ნა­ზე ლა­პა­რა­კი გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, იმი­ტომ, რომ ეს იყო ჩემი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი და მი­თუ­მე­ტეს, როცა საქ­მე ეხე­ბო­და ჩემს ახ­ლობ­ლებს და ოჯა­ხის წევ­რებს სა­ერ­თოდ გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო. ვინც იმ წლებ­ში ცხოვ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, თა­ვის თავს ჰკი­თხოს, ვინ­მე ოდეს­მე შე­ა­წუ­ხა ჩემ­მა ოჯახ­მა, პა­სუ­ხი ნა­თე­ლია და ესე­ნი რა­საც აკე­თე­ბენ ესეც ყვე­ლამ იცის”, – გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დღეს ცნო­ბილ ფა­რულ ადი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა.

“ჩა­ნა­წე­რი შედ­გე­ბა უამ­რა­ვი სა­უბ­რე­ბის­გან, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფაბ­რი­კა­ცია.

სა­უ­ბა­რია იყო იმა­ზე, თუ რა­ტომ ახ­სე­ნებ­და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში, რომ მი­ნის­ტრე­ბი და­მი­რე­კავ­დნენ. მინ­და, გან­მრა­ტე­ბა გა­ვა­კე­თო მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, მე 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს. ვმარ­თავ­დით საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ბუ­ნებ­რი­ვია, მა­შინ მე მი­წევ­და პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მთავ­რო­ბის უწყე­ბებ­თან, მი­ნის­ტრებ­თან.

მი­წევ­და შეხ­ვედ­რა ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს­თან, არა­ერთ პრო­ექ­ტზე გვქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და მათი თხოვ­ნე­ბის მოს­მე­ნა გვი­წევ­და, პრე­ზი­დენ­ტის დედა, ქალ­ბა­ტო­ნი გი­უ­ლი ალა­სა­ნია ჩემი ხში­რი სტუ­მა­რი იყო, როცა მე ვი­ყა­ვი ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­სუ­ხი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­თან, არა­ნა­ი­რი ლო­გი­კა არ არ­სე­ბობს იმა­ზე, თუ რა­ტომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო სხვა­ნა­ი­რად აღ­ქმუ­ლი ეს სა­კი­თხი”, – აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Более 12 тысяч жителей Москвы и Московской области получают повышенную пенсию за работу в сельском хозяйстве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о подготовке школьников в инженерных классах



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Юрий Визбор

Легендарному автору исполнителю Юрию Визбору 20 июня было бы 90 лет




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Юбилейные медали получат почти 6 тысяч бамовцев

В Кузьминках обустраивают пространство для отдыха и занятий спортом

В сочинском парке «Ривьера» установили национальный рекорд по массовой медитации


Уимблдон

Российские теннисисты подпишут декларацию о нейтралитете для участия в Уимблдоне



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Сергей Брановицкий

Поэт. Радио Поэт. Стихи поэтов. Русские поэты. Писатели и поэты. Известные поэты. Поэт года. Поэты России. Лучшие поэты. Поэт песенник.



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России