სალომე ზურაბიშვილმა გიორგი ალექსიძე თანამედროვე ბალეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიკვდილის შემდგომ, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
0
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი ალექსიძე საქართველოში ნეოკლასიკური და თანამედროვე ბალეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, სიკვდილის შემდგომ, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 10 მარტს ორბელიანების სასახლეში.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი ალექსიძის ოჯახს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.
დაჯილდოების შემდეგ გალაკტიონის დარბაზში გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მიერ წარმოდგენილი იყო მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე „დოვინ-დოვენ-დოვლი…“, რომელიც დასრულდა გიორგი ალექსიძის მინიატურით, გალაკტიონის მიერ წაკითხულ ლექსზე – „მთაწმინდის მთვარე“, რომელსაც მარიამ ალექსიძე სცენაზე, ხოლო ეკრანზე გიორგი ალექსიძე ასრულებენ.
ფოტოები – გია აბდალაძე
![](https://news.ge/wp-content/uploads/2021/03/159907110_2908353102720009_7594403577229897945_o.jpg)
![](https://news.ge/wp-content/uploads/2021/03/160113992_2908357286052924_3421221109951921222_o.jpg)
![](https://news.ge/wp-content/uploads/2021/03/159897517_2908354912719828_1710570468445496658_o.jpg)
![](https://news.ge/wp-content/uploads/2021/03/160122747_2908356969386289_494789367286811588_o.jpg)
![](https://news.ge/wp-content/uploads/2021/03/160157593_2908352876053365_3281390178472615304_o.jpg)
![](https://news.ge/wp-content/uploads/2021/03/160218355_2908352289386757_8954566147058054729_o-1.jpg)
![](https://news.ge/wp-content/uploads/2021/03/160335248_2908354679386518_6683539334777961476_o.jpg)