სომხეთში ვერ მოხერხდა პრეზიდენტის ინიციატივით დაგეგმილი შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებს შორის
![სომხეთში ვერ მოხერხდა პრეზიდენტის ინიციატივით დაგეგმილი შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებს შორის](https://gdb.rferl.org/B6174B92-87BE-43DB-8CF0-B58AB2DFE61B_w800_h450.jpg)
სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვერ მოხერხდა არმენ სარქისიანის ინიციატივით 13 მარტს დაგეგმილი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის.
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებაზე მიიწვია სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და ოპოზიციის ლიდერები.
შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა ქვეყნის მმართველმა პარტია „ჩემმა ნაბიჯმა“ და ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქცია „გაბრწყინებულმა სომხეთმა“. მაგრამ კიდევ ერთმა ოპოზციურმა საპრლამენტო ფრაქცია „აყვავებულმა სომხეთმა“ და ოპოზიციურმა გაერთიანება „მამულის გადარჩენისათვის მოძრაობის“ წარმომადგენლებმა შეხვედრის გასამართავად წამოაყენეს წინაპირობა, რომ დღის წესრიგში შეეტანათ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის საკითხი.
სომხეთის ოპოზიცია და კრიტიკოსები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ მას შემდეგ, რაც მან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების თაობაზე.
რუსეთის შუამავლობით მიღწეულმა ზავმა დაასრულა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 44 წლის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისთვის, რომელიც აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ სომხეთის კონტროლქვეშ იყო 1990-იანი წლების დასაწყისიდან.
შარშან, სექტემბრის ბოლოს, განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო.
სომხეთის ოპოზიციურმა ძალებს, რომლებმაც „მამულის გადარჩენის მოძრაობა“ შექმნეს, თავისი გარდამავალი პრემიერ-მინისტრიც ჰყავთ შერჩეული, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვაზგენ მანუკიანის სახით
ნიკოლ ფაშინიანი მზად არის განიხილოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი, მაგრამ უარს ამბობს დატოვოს პრემიერ-მინისტრის პოსტი.