გორში შეიარაღებული თავდასხმის დროს 30 წლამდე კაცი დაჭრეს
გორში, ვერხვების დასახლებაში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. დაჭრილია 30 წლამდე კაცი. მას სასწრაფო ოპერაცია "გორმედის" კლინიკაში უტარდება.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე ათამდე მასრაა ამოღებული.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულთა შესახებ. რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან ელოდება პასუხს.