საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა
![საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა](https://gdb.rferl.org/4096c62c-1a35-41a6-9fc0-6b4f6d3a49b2_w800_h450.jpg)
აფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟაკ კასტექსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით პირველი აცრა ჩაიტარა, რაც პირდაპირ ეთერში გადიაცემოდა ტელეკომპანია BFMTV-ის საშუალებით.
აცრის წინ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ განაახლა ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ, რაც ევროკავშირის რეგულატორმა, „ევროპის წამლის სააგენტომ“, კვლევების შედეგად 18 მარტს განაცხადა, რომ ვაქცინასა და თრომბს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.
ორშაბთს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა ჩაიტარა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რომელმაც გასულ წელს მოიხადა კორონავირუსი. დიდ ბრიტანეთს, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ვაქცინაციის ტემპებით, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით არ შეუჩერებია AstraZeneca-ს გამოყენება.
19 მარტიდან საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ განაცხადეს, რომ დღეიდან განაახლებენ მოსახლეობის აცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ასეთივე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ესპანეთმა, პორტუგალიამ, ბულგარეთმა და სლოვენიამაც.