103news.com
World News in Georgian
Март
2021

ყველაზე მასშტაბური ეკოდანაშაული თბილისში - დიღმის ჭალები ქრება 

0
დიღმის ჭალების უნიკალურ ეკოსისტემას  მიზანმიმართულად ვანადგურებთ. ჭალების  ნაცვლად, წითელ წიგნში შეტანილი  ცხოველები ნაგავსაყრელებზე აღმოჩნდნენ. 


დიღმის ჭალები თბილისში, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ,  მტკვრის მარჯვენა  სანაპიროზე მდებარეობს. ჭალა და მისი მიმდებარე ტერიტორია სულ 190 ჰექტარია, საიდანაც 67 ჰექტარი დღეს კერძო საკუთრებას წარმოადგენს, 123 ჰექტარი კი სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაშია.


ბოლო წლების განმავლობაში და, განსაკუთრებით, 2015 წლიდან დიღმის ჭალების ტყეები შეუქცევლად ნადგურდება. სწორედ ამ დროიდან დაიწყო ამ ტერიტორიაზე მშენებლობები, ინერტული მასალის მოპოვება და ასე შემდეგ.  




 




„ეს ყველაზე მასშტაბური ეკოდანაშაულია თბილისში“, - ამბობს მკვლევარი ანა ტრაპაიძე, რომელმაც   მარიამ ხვედელიძესთან ერთად  ეს საკითხი შეისწავლა. აქტივისტები ცდილობენ დიღმის ჭალების ეკოლოგიური  კრიზისის გადაჭრის გზები იპოვონ. 




რატომ არის დიღმის ჭალები მნიშვნელოვანი

ჭალის ტყეები ისრუტავს მდინარის კალაპოტიდან გადმოსულ წყალს, რითაც წყალდიდობის პრევენცია ხდება. გარდა ამისა, ჭალა უამრავი იშვიათი ფრინველისა თუ ცხოველის საცხოვრებელი ადგილია. აქ ბინადრობს წავი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. წავების ჰაბიტატის შესანარჩუნებლად 2020 წლის ბოლოს ჭალის კუნძული ზურმუხტის ქსელის კანდიდატი ტერიტორიაც კი გახდა.




აქვე ბინადრობენ ბერნის კონვენციით დაცული ცისფერი ალკუნი, დიდი თეთრი ყანჩა, პატარა ყანჩა, ღამის ყანჩა, ჭაობის კუ და ხმელთაშუაზღვეთის კუ, რომელიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.


შაგრენის პარკი

2015 წელს თბილისის მერიამ დიღმის ჭალები შეამჩნია და გადაწყვიტა იქ ქალაქის ყველაზე დიდი პარკი გაეშენებინა. თავიდან პარკს 50 ჰექტარი უნდა დაეკავებინა, 2019 წელს  კი ეს ფართობი 15 ჰექტარამდე შემცირდა. დაპირებიდან 6 წლის შემდეგაც კი პარკის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. არადა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.


 



ნაგავსაყრელი შუა ქალაქში

დიღმის ჭალებს დღეს უამრავი პრობლემა აქვს, ამ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებით დაწყებული, განაშენიანებით დასრულებული, თუმცა ამჯერად ყურადღებას უკანონო ნაგავსაყრელებზე შევაჩერებთ. დიღმის ჭალების უნიკალური ეკოსისტემა ნარჩენების განთავსების ადგილად არის ქცეული. ადგილობრივმა აქტივისტებმა დაითვალეს და აღმოჩნდა,  რომ დაბინძურებულია 40 ჰექტარამდე ტერიტორია ზედ განთავსებული  400 000 კუბური მეტრზე მეტი ნარჩენით, ანუ ჭალის ტყის უდიდესი ნაწილი ნაგვის გორებშია ჩაფლული.


„ხეების ფესვები გაშიშვლებულია, საკვების გარეშეა დარჩენილი და გახმობა ემუქრება. მტკვარში ჩაყრილია ნარჩენები, რომელიც, შესაძლოა, იყოს კანცეროგენული“, - ამბობს მარიამ ხვედელიძე.


ნაგავსაყრელი დიდ საფრთხეს უქმნის ცხოველებსაც, ის აბინძურებს, ასევე, მტკვარს, რადგან ნარჩენები წვიმას მდინარეში ჩააქვს, ხანდახან კი ნაგავს პირდაპირ წყალში ყრიან.




საქართველოს ნარჩენების კოდექსის მე-8 მუხლით, „მუნიციპალიტეტი, რომლის ტერიტორიაც დანაგვიანდა, უფლებამოსილია მოსთხოვოს დამნაგვიანებელს ამ ტერიტორიის დასუფთავება. თუ დამნაგვიანებლის დადგენა ან მოძიება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტს შეუძლია მის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება ტერიტორიის მფლობელს დააკისროს“.


თუ დაბინძურებული ტერიტორია კერძო საკუთრებაში არაა, მისი დასუფთავების ვალდებულება თავად მუნიციპალიტეტს ეკისრება.


„ჩვენი დაკვირვებით, სატვირთო მანქანები სამშენებლო ნაგვით მოდიოდნენ,  ამ ნაგავს კარიერში ყრიდნენ, მაშინვე ხრეშით იტვირთებოდნენ და მიდიოდნენ. ეს ფინანსურად ძალიან მომგებიანია. რადგანაც მერიამ ვერ აღმოაჩინა, ვინ ყრის ნაგავს, ვისიც არის ტერიტორია, იმან უნდა დაასუფთაოს. ნაწილი არის მერიის საკუთრება, ნაწილი - განათლებისა და მეცნირების სამინისტროსი. ჩვენ მერიას მივმართეთ, რომ ზომები მიეღო და განათლების სამინისტროსთვისაც დაევალებინა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. თუ ისევ არაფერი გაკეთდა, სასამართლოს მივმართავთ“, - ამბობს ანა ტრაპაიძე.




თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დიღმის ჭალების ნაგვისგან გასათავისუფლებლად ათობით ოქმია გამოწერილი, რომლებიც უკვე სააღმსრულებლო სამსახურს გადაეცა. მერიის ზედამხედველობის სამსახურში ირწმუნებიან, რომ ნაგავსაყრელთან დაკავშირებით ისინი ზომებს მიიღებენ. 




Губернаторы России
Москва

Сергей Собянин сообщил об открытии второго в Москве рыбного рынка





Москва

НОВЫЕ «ОПАСНЫЕ СВЯЗИ» С НОВЫМ ВЕДУЩИМ НА «ЧЕ!»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин сообщил об открытии второго в Москве рыбного рынка



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Фрэнк Синатра

СМИ: съёмки фильмов Мартина Скорсезе про Иисуса Христа и Фрэнка Синатру перенесли на неопределённый срок




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Легенда мирового хоккея Игорь Ларионов - амбассадор бренда "Лошадиная сила"

Игорь Ларионов стал новым амбассадором Лошадиной силы

Владислав Радимов: «Гильермо Абаскаль вернется тренировать в Россию»


WTA

Дарья Касаткина проиграла четвёртый финал WTA в текущем сезоне



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Шедевры Георгия Гараняна исполнит Денис Мацуев. Relax FM рекомендует



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России