პოლიციამ საწვავის ფასის გაპროტესტების აქციაზე 7 პირი დააკავა
![პოლიციამ საწვავის ფასის გაპროტესტების აქციაზე 7 პირი დააკავა](https://gdb.rferl.org/b50bd9b9-4e87-4c40-82ab-ea2742d5417f_cx0_cy7_cw0_w800_h450.jpg)
პოლიციამ კახეთის გზატკეცილზე საწვავის ფასის გასაპროტესტებელ აქციაზე 7 პირი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა და მოძრაობის შეფერხება სცადეს.
"უკიდურეს ზომამდე მიგვიყვანეს, რომ გზა გადავკეტეთ... ამ ყველაფრის გამო რამდენიმე ადამიანი დაგვაკავეს", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებული.
დაკავებულები ამბობენ, რომ მათ 200-ლარიანი ჯარიმა დაუწერეს. ყველა მათგანი თავისუფალია.