Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2021

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 მარტს

0

AstraZeneca-ს შემდეგ ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინა შემოდის

22 მარტს საქართველოში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინებს ელოდებიან. ეს უკვე მეორე ვაქცინაა, რომელიც ქვეყანაში შემოვა. უკვე მიმდინარეობს აცრის პროცესი AstraZeneca-ს ვაქცინით.

რა ვიცით Pfizer-BioNTech-ის მიერ წარმოებული COVID-ვაქცინის შესახებ:

ვაქცინა ორი დოზით კეთდება.

ეს არის რიბონუკლეინის მჟავაზე (რნმ) დაფუძნებული ფორმულა. ის შეიცავს, როგორც ქიმიურ, ასევე ბუნებაში არსებულ ნივთიერებებს, მაგალითად ცილებს.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა არ შეიცავს თავად ვირუსს, რომლისგანაც ის იცავს ადამიანს.

მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ ვაქცინით მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ალერგიული რეაქციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს. აშშ-ში ამ ვაქცინით ანაფილაქსიური შოკის მაჩვენებელი ამ დროისთვის არის 2,5 შემთხვევა 1 მილიონ აცრილზე.

ისრაელის მიერ შეგროვებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით Pfizer-BioNTech-ის ვაქცინამ 94%-ით შეამცირა კორონავირუსის სიმპტომური შემთხვევების რაოდენობა ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

Pfizer-ის შემდეგ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინების მეორე პარტიას ელოდებიან. ამჟამად საქართველოში აცრა უტარდებათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 21 მარტის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3700-ს გაუტოლდა

კორონავირუსის ახალი ტალღა ევროპაში ძლიერდება, ბრიტანეთმა მოზრდილი მოსახლეობის ნახევარი აცრა

 

 

დღეს დაასაფლავებენ დათა ვანიშვილს

22 მარტს დაასაფლავებენ დათა ვანიშვილს, საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილ ადგილობრივს გორის რაიონის სოფელ ხურვალეთიდან.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში საოკუპაციო მავთულხლართებთან, რომლის მიღმაც დათა ვანიშვილი ცხოვრობდა, აქტივისტები და ოპოზიციონერი ლიდერები მიდიოდნენ.

"ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ დღეს არც კი გვაქვს შესაძლებლობა, მის ოჯახში მივიდეთ და პატივი მივაგოთ. ეს მავთულხლართები არ გვაძლევს შესაძლებლობას", - თქვა სალომე სამადაშვილმა.

დათა ვანიშვილს ოკუპაციასთან შეუგუებლობის სიმბოლო უწოდა ელენე ხოშტარიამ: "სამშობლოს სიყვარული ესაა, რომ მან თქვა, არ დატოვებდა თავის სახლს და არ აინტერესებდა, რამდენად საშიში იყო".

ოპოზიციონერი ლიდერების ჩასვლამდე საოკუპაციო ხაზთან მივიდა ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალებს თვეების წინ დაკავებული ჰყავდათ.

"მიუხედავდ ასაკისა, მან ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლა თავისი მეობის, თავისი მიწა-წყლის შესანარჩუნებლად, რომ არ დაკარგვოდა საქართველოს კიდევ ერთი პატარა კუთხე. სამწუხაროდ, ალბათ, უფრო მეტი ყურადღება სჭირდება და ამ მეტი ყურადღებით უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

„თავისუფლების ინსტიტუტი“ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

დღეს, 22 მარტს „თავისუფლების ინსტიტუტი“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს კოლექტიური სარჩელით და მოითხოვს პანდემიასთან ბრძოლისთვის დაწესებული შეზღუდვების - იზოლაციისა და კარანტინის წესებისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურად ცნობას.

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქციაზე სარჩელისთვის ხელმოწერებიც შეგროვდა.

საქართველოში "კომენდანტის საათი" 28 დეკემბრიდან ამოქმედდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია, წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება.

წაიკითხე მეტი.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია საბანაძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მას მადლობას უხდის. საბანაძემ გადადგომის შესახებ განცხადება "ფეისბუკით" გაავრცელა და მიზეზებზე არ ისაუბრა.

"უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მიმდინარე წლის 16 მარტს გაიმართა", - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ეს შეხვედრა ქვეყნისთვის წარმატებული იყო.

უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს - რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ ამ ეტაპზე მეტ კომენტარს არ აკეთებს.

წაიკითხე მეტი.

 

 

აშშ-ში რუსეთის ელჩი მოსკოვში დაბრუნდა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე

რუსეთის ელჩი აშშ-ში 21 მარტს მოსკოვში დაბრუნდა მთავრობასთან სასწრაფო კონსულტაციებისთვის. ორ ქვეყანას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს „მკვლელი“ უწოდა.

ტელევიზიით აშშ-ის პრეზიდენტის ნათქვამს მძაფრი ხუმრობა მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტისგან, რომელმაც ბაიდენს „ჯანმრთელობა“ უსურვა და თქვა, რომ ადამიანებს ახასიათებთ სხვებზე გადაიტანონ ის, როგორც სინამდვილეში საკუთარ თავს ხედავენ.

წაიკითხე მეტი.

 

 

კვლევა - პანდემიის დროს საქართველო უფრო ბედნიერი გახდა

20 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მსოფლიო ბედნიერების დღედ აქვს დაწესებული. ამ დღეს გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით 2021 წლის მსოფლიოს ბედნიერების ინდექსში (WHR) 149 ქვეყანას შორის საქართველო 108-ე ადგილზეა.

ანგარიშის მიხედვით, პანდემიის პირობებში საქართველოს მოსახლეობა ერთბაშად 9 პოზიციით გაბედნიერდა, ამასთან, სამეზობლოში მაინც ყველაზე არაბედნიერი მოქალაქეები ჰყავს.

2012 წლიდან მოყოლებული, ბედნიერების დონის დასადგენად, ექსპერტები ითვალისწინებენ 6 მთავარ მონაცემს. მათ აჯამებენ და ათბალიანი სკალით თითოეული ქვეყნისთვის საშუალო ქულა გამოჰყავთ.

საქართველოს მოსახლეობის გაბედნიერება სათუოა ISET კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევრისთვის, მაკა ჭითანავასთვის. ის ამბობს, რომ კვლევა ნორმალურ პირობებში საინტერესო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა პანდემიის პირობებში მისი შედეგები კითხვებს აჩენს. თუნდაც იმიტომ, რომ არ გამართლდა მსოფლიო ბანკის პროგნოზი საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის თაობაზე, რასაც ინდექსი თავის გამოთვლებში ეყრდნობა.

წაიკითხე მეტი სანდრო გვინდაძის სტატიაში.

 

 

 

 

 

 

 

 

ევროპის კომისია, პანდემიის შედეგად გაკოტრებული, ტურიზმზე დამოკიდებული და სხვა ქვეყნების მოთხოვნით, გამოვიდა წინადადებით, შეიქმნას „COVID-19-ის პასპორტები“, რომლებიც ევროპის კავშირის მოქალაქეებს ბლოკის შიგნით მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

გეგმის მიხედვით, "მწვანე ციფრული სერტიფიკატი" ზაფხულისთვის შეიქმნება და აცრილ და აუცრელ მოქალაქეებს საშუალებას მისცემს იმოგზაურონ სხვა წევრ ქვეყნებში და იქ ჩასვლისას იძულებით კარანტინში არ მოხვდნენ.





Губернаторы России
Москва

Собянин обратился к ветеранам Великой Отечественной войны в День памяти и скорби





Москва

«Он карабкался за каждую ниточку»: подросток выпал из окна больницы в Москве и погиб


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Транспортная доступность Богородского и Метрогородка будет улучшена



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Земфира

11 самых грустных песен на русском языке: от ДДТ до Земфиры




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Рождаемость на Дальнем Востоке стала выше, чем в среднем по России

Ежегодную спартакиаду «Комус» провели в Лужниках

«Лето в Москве»: необычные спортивные занятия проведут для горожан 23 июня


WTA

Путинцева в Бирмингеме завоевала третий титул WTA в карьере



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Житель Читы получил срок за попытку поджечь Мавзолей Ленина



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России