Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2021

ჯორჯ კენტი: მელიას დაპატიმრება იყო უკანგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის

0
ჯორჯ კენტი: მელიას დაპატიმრება იყო უკანგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის

დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტი გაიმართა მოსმენა საკითხზე: "დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში".

მოსმენაზე მოხსენებით გამოვიდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტი, რომელმაც ილაპარაკა საქართველოს საგარეო გამოწვევებზე - რუსეთის, როგორც დესტაბილიზაციის წყაროზე. თავის გამოსვლაში მან მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ქვეყნის შიდა პრობლემებს და მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს.

"მელიას დაპატიმრება იყო სახიფათო მომენტი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის და ნაბიჯი უკან ქართული დემოკრატიისთვის" - თქვა ჯორჯ კენტმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაპატიმრებასთან დაკაშირებით, რამაც მისი სიტყვებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი გაამწვავა- „ვერც ქართულმა ოცნებამ და ვერც ოპოზიციამ ვერ მოახერხეს დეესკალაციის შესაძლებლობების გამოყენება“, შენიშნა კენტმა.

მოგვიანებით, სენატორ შაჰინის კითხვაზე, სჭირდებოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას მელიას დაპატიმრება, და როგორ დაეხმარებოდა ამ პრობლემის გადაჭრა და მისი გაშვება ოპოზიციის მოლაპარაკების მიაგიდასთან დაბრუნებას, ჯორჯ კენტმა აღნიშნა, რომ წინა პრემიერმა დაინახა სახიფათო ნიშნები მელიას დაკავებაში და ამის გამო გადადგა თანამდებობიდან. კენტმა იქვე დაამატა, რომ ნიკა მელიამ დაარღვია კანონი როდესაც მან ელექტრონული სამაჯური მოიხსნა, რაც საბოლოო ჯამში უკავშირდება დემოკრატიის წესების და კანონის უზენაესობის პატივისცემის მნიშვნელობას ყველა პოლიტიკური ძალის მიერ.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა დროულად უნდა მოხდეს, ეს პროცესი საქართველოს ინტერესებს აზიანებს- თქვა კენტმა და დაამატა, რომ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანას კიდევ უფრო დაუცველს ხდის რუსეთის უარყოფითი გავლენებისგან.

მისივე თქმით, კრიზისი 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო, მაგრამ „კრიზისის ძირები“ უფრო ძველია.

გამომსვლელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეუთომ არჩევნები დადებითად შეაფასა, იქვე მიუთითა, რომ მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის მოშლამ შეამცირა ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა.

"სამწუხაროდ, ოპოზიციის წევრთა უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს, თუმცა გამოკითხვები მოწმობს, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას სურს, რომ მათ პარლამენტში დაიკავონ ადგილი", - აღნიშნა კენტმა.

„ჩვენი აზრით, ამჟამინდელი ჩიხი თბილისში მომდინარეობს ათწლეულების განმავლობაში არსებული ვითარებიდან საარჩევნო და სასამართლო სისტემებში, მათ შორის სასამართლო სისტემისადმი უნდობლობით, რომ მას არ შეუძლია სათანადო პროცესების უზრუნველყოფა. ჩიხი ნათელყოფს მეტი რეფორმების აუცილებლობას, რათა გაძლიერდეს კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დემოკრატიული ნორმების დაცვა და საარჩევნო პროცესი.“

თავისი გამოსვლის ბოლოს კენტმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, გააკეთონ რთული კომპრომისი და ხელი შეუწყონ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულებას.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин подвел итоги конкурса «Лидеры цифровой трансформации»





Москва

Пот ручьём: когда стоит обращать внимание на повышенную потливость, рассказал доктор Кутушов


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Речные вокзалы Москвы стали центрами притяжения горожан и туристов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Валерий Леонтьев

Валерий Леонтьев приехал из США в Россию с целью заработка не корпоративе




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Mos.ru: движение на ряде улиц в центре Москвы закроют из-за велогонки La Strada

RT: сообщения про планируемый концерт Канье Уэста в Москве фейковые

Ограничения движения в центре Москвы сняли после проведения велогонки La Strada


WTA

Первая ракетка России Касаткина вошла в топ-10 чемпионской гонки WTA



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Концерт Канье Уэста в Москве назвали фейком



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России