დღეიდან ტაქსით 2 მგზავრზე მეტის გადაყვანა შეიძლება
![დღეიდან ტაქსით 2 მგზავრზე მეტის გადაყვანა შეიძლება](https://gdb.rferl.org/F3DE16FD-EF0C-4E22-91CC-FD51B40AB7D9_w800_h450.jpg)
ტაქსითი მგზავრობის დროს 2 კაცით გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა. დადგენილება მთავრობამ დღეს მიიღო და ეს ნაწილი დღეიდანვე ამოქმედდა.
ახლა ტაქსით გადაადგილებასთან დაკავშირებით დადგენილებაში ასეთი ჩანაწერი არსებობს:
"ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით".
ტაქსითი 2 მგზავრზე მეტის გადაყვანაზე შეზღუდვა თითქმის 1 წელია მოქმედებს. წესის დარღვევისთვის ჯარიმა 2000 ლარი იყო.