მწყემსები საქონელს არ ტოვებენ და მტკვარზე წარმოქმნილ კუნძულზე რჩებიან
6 მწყემსი ცხვრის ფარასა და მსხვილფეხა საქონელთან ერთად რჩება უხვი ნალექის გამო მტკვარზე წარმოქმნილ კუნძულზე.
მწყემსებმა პირუტყვის გარეშე კუნძულის დატოვებაზე უარი განაცხადეს.
სამაშველო ჯგუფმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან ახლად წარმოქმნილ კუნძულზე კარავი გადაიტანა, სადაც მწყემსები მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ დარჩენას.
მაშველები მდინარის სანაპიროზე დარჩებიან და წყლის დონეს დააკვირდებიან.