მტკვარზე წარმოქმნილი კუნძულზე დარჩენილი 6 მწყემსიდან, მაშველებმა 4 ნაპირზე გამოიყვანეს
![მტკვარზე წარმოქმნილი კუნძულზე დარჩენილი 6 მწყემსიდან, მაშველებმა 4 ნაპირზე გამოიყვანეს](https://gdb.rferl.org/85cb2a55-60fe-4176-8b6b-d14298ac2f1f_w800_h450.jpg)
6 მწყემსიდან, რომლებიც უხვი ნალექის გამო მტკვარზე წარმოქმნილ კუნძულზე ცხვარსა და მსხვილფხა პირუტყვს არ ტოვებდნენ, მაშველებმა 4 მათგანი გამოიყვანეს ნაპირზე. ამჟამად კუნძულზე პირუტყვთან ერთად რჩება 2 მწყემსი.
სამაშველო ჯგუფმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან ახლად წარმოქმნილ კუნძულზე მწყემსებისთვის კარავი გადაიტანა.
მაშველები მდინარის სანაპიროზე რჩებიან და წყლის დონეს აკვირდებიან.