Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2021

COVID ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფი ფაქრთოვდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 მარტს

0

დღეიდან 65+ ასაკის მოქალაქეების აცრა იწყება. შემოდის ახალი ვაქცინაც

25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება 65+ ასაკის ადამიანებსაც შეეძლებათ. წუხელ გაიხსნა ონლაინ რეგისტრაცია ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის პორტალზე booking.moh.gov.ge. აქამდე ვაქცინაცია მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის მიმდინარეობდა AstraZeneca-ს ვაქცინით.

25 მარტიდან ქვეყანას Pfizer-ის ვაქცინაც ექნება. ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით ამ ვაქცინით აცრა სავარაუდოდ მომავალი სამშაბათიდან დაიწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით Pfizer-ით ვაქცინაცია თბილისში 4 კლინიკაში, აჭარაში-ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის 2 კლინიკაში მოხდება. მოქალაქეებს შეეძლებათ თავად აირჩიონ რომელი ვაქცინით სურთ აცრა.

არის კიდევ ერთი სიახლე - ვაქცინაციის შემდეგ პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნების პერიოდი 30 წუთიდან 45 წუთამდე იზრდება. ეს ეხება ორივე დასახელების ვაქცინას.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ევროკავშირი COVID-19-ის ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს

თენგიზ ცერცვაძის თქმით, არის ორი გზა - ვაქცინაციის ან შეზღუდვების შემოღების

WHO-ს მონაცემებით, მსოფლიოში მეოთხე კვირაა იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი

 

 

 

გზავნილები სენატიდან - ვინ რა გაიგო თბილისში

ამერიკის სენატის საკომიტეტო მოსმენაზე 23 მარტს თქვეს, რომ საქართველოში სახიფათო კრიზისია, დემოკრატია რეალური საფრთხის წინაშე დგას და მოვლენათა ასეთი განვითარება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. სენატორები სპეციალური რეზოლუციის მიღებას აპირებენ.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ კმაყოფილია სენატიდან მიღებული გზავნილებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არსებობას უარყოფს და მხოლოდ ოპოზიციისგან მოელის კომპრომისს, რომლისკენაც სენატორები ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ. ოპოზიციონერი ლიდერების აზრით, „ქართულმა ოცნებამ “ სენატორთა გზავნილები არა ქვეყნისთვის სასარგებლოდ, არამედ სუბიექტურ პრიზმაში, მხოლოდ სათავისოდ თარგმნა.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ აშშ ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას და გადაწყვეტილებები ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე დიალოგის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ვინ როგორ გაიგო გზავნილები ვაშინგტონიდან, წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

 

ჯო ბაიდენი ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 მარტს ევროპული საბჭოს ვირტუალურ სხდომას დაესწრება. მისი გეგმების შესახებ საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტვიტერზე 23 მარტს დაწერა.

"დავპატიჟე ჯო ბაიდენი, რომ შემოგვიერთდეს შეხვედრაზე და გაგვიზიაროს მისი შეხედულება აშშ-ისა და ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობაზე. დროა, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსი აღდგეს“, – წერს შარლ მიშელი.

ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს სხდომას 2009 წელს დაესწრო. თუმცა ამ დროის განმავლობაში ევროკავშირი და აშშ NATO-ს ფორმატში ატარებდნენ რეგულარულ სამიტებს.

 

 

ფაშინიანის ბლოკი გეგმავს შესწორებებს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი საპარლამენტო ბლოკი გეგმავს შესწორებებს, რომლებიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ისახავს მიზნად. ცვლილებები გათვალისწინებულია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ზაფხულში გაიმართება.

24 მარტს პარლამენტის სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მოეწყო, ფაშინიანი გამოვიდა მოწოდებით, საარჩევნო კანონში გატარდეს „მარტივი ცვლილებები“.

პრემიერ-მინისტრმა, რომლის ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი“ უმრავლესობას ფლობს ეროვნულ ასამბლეაში, თქვა, რომ მთავარი ცვლილებები უნდა შეეხოს შერეულ საარჩევნო სისტემას, რომლის მიხედვითაც კენჭისყრა ტარდება როგორც პარტიული სიებით, ისე მაჟორიტარული წესით.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

სომხეთის პარლამენტმა გააუქმა საომარი მდგომარეობა

 

 

გაეროს რეზოლუციით, უნდა შეიქმნას გუნდი ბელარუსში დემონსტრანტთა მიმართ სისასტიკის გამოსაძიებლად

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, შეიქმნას გუნდი ბელარუსში ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების მიმართა სასტიკი მოპყრობის გამოსაძიებლად.

ბელარუსში გასული წლის აგვისტოდან აპროტესტებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ოფიციალური მონაცემებით, მასში ლუკაშენკამ გაიმარჯვა.

24 მარტს ჟენევაში გამართულ კენჭისყრაში საბჭოს 20-მა წევრმა მხარი დაუჭირა საგამოძიებო გუნდის შექმნას, 7 წინააღმდეგი იყო. კენჭისყრას არ ესწრებოდა 20 წევრი.

საგამოძიებო გუნდის შექმნას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა, რომელიც ბელარუსის უახლოესი მოკავშირეა.

 

 

კულტურის კოდექსი და სამი მოადგილე - როგორი იქნება მინისტრ წულუკიანის კულტურა

თეა წულუკიანმა კულტურის მინისტრად დანიშვნიდან მეხუთე დღეს მოადგილეები წარადგინა - 3 ადამიანიდან ორი იუსტიციის სისტემაში მუშაობდა, ერთი - საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პირველ ბრიფინგზე, კულტურის ახალ მინისტრს არაფერი უთქვამს ამ სფეროში გეგმებზე, თუმცა ვრცლად ისაუბრა პოლიტიკურ თემებზე: რომ ამერიკა და კერძოდ აშშ-ის სენატი ოპოზიციით უკმაყოფილოა, ქართულ ოცნებას კი დემოკრატიულ ძალად მიიჩნევს.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა თეა წულუკიანი პარლამენტის დეპუტატი იყო, დაიწყო კამპანია CancelThea - რომლის მიზანიც იყო ხელი შეეშალათ იუსტიციის ყოფილი მინისტრისთვის გამხდარიყო კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი. კამპანიის მონაწილეები თვლიდნენ, რომ: “კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სჭირდება კომპეტენტური ადამიანი და გულშემატკივარი, რომელიც ძალაუფლებას მკაცრი, ცენზურით სავსე ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით, სხვისი დამცირების მოუთოკავი ვნებით კი არ ინარჩუნებს, არამედ პროფესიონალიზმით, გახსნილობით, სიახლეების მიღებით და სექტორის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე რეფორმებით არის დაინტერესებული.”

კულტურის მინისტრმა მოლოდინები სექტორში გარკვეულწილად თავად განსაზღვრა. ჯერ კიდევ პარლამენტარის რანგში ის ხვდებოდა კულტურის მუშაკებს და სტუმრობდა კულტურულ ინსტიტუციებს. ის ადამიანები, რომელებიც ამ დახურულ შეხვედრებს ესწრებოდნენ რადიო თავისუფლების ეუბნებიან,რომ კულტურის მომავალი მინისტრი საკმაოდ ხისტი იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრებზე, მიუთითებდა კონკრეტულ პროექტებზე, რომელთა დაფინანსებასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამართებულად მიიჩნევდა და აფრთხილებდა კულტურის მუშაკებს, რომ თუკი მისთვის მისაღებად არ იმუშავებდნენ, მათთან საუბრის ტონს კიდევ უფრო გაამკაცრებდა.

რა მოლოდინებით დახვდა სექტორი ახალ მინისტრს და როგორია პირველი შეფასებები? - წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

 

შუახევში, ინწკირვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ცეკვავენ.

ვიდეოს დაწყებითი კლასის პედაგოგი თამუნა ლაბაძე ავრცელებს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და წერს: "მერე რა მარტია თოვს. გულში მაინც დარია ჩემი მხიარული მეგობრები ხართ თქვენ."





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о строительстве соцобъектов в кварталах реновации





Москва

В разрезе добыли аресты // Ликвидатору шахт и подрядчику инкриминируют мошенничество с бюджетными деньгами


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: врачи из Москвы направлены для помощи пострадавшим в Севастополе



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Джиган

Водонаева раскритиковала дочь Джигана




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Кузьминках обустраивают пространство для отдыха и занятий спортом

Рождаемость на Дальнем Востоке стала выше, чем в среднем по России

Собянин представил летнюю программу мероприятий в «Лужниках»


Хуберт Хуркач

Хуркач о реванше со Зверевым: «В голове сидел тот матч в финале United Cup»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Семь пассажиров автобуса из Ставрополя пострадали в аварии в Воронежской области



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России