ოთხასკაციანი რიგი ქარსა და წვიმაში - როგორ ცვლიან მანქანების ნომრებს
![ოთხასკაციანი რიგი ქარსა და წვიმაში - როგორ ცვლიან მანქანების ნომრებს](https://gdb.rferl.org/89ace776-5ce0-4114-93e6-b574478b7e3a_w800_h450.jpg)
შს სამინისტროს მომსახურების ცენტრების წინ რიგები კიდევ უფრო გრძელდება. სატრანსპორტო საშუალებებზე ნომრების შეცვლის ვადა მარტის ბოლოს იწურება. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რუსთავში, სადაც, მიუხედავად პანდემიისა, ოთხასამდე ადამიანი წვიმასა და ქარში ელის თავის ჯერს.