Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2021

დანიელსონი: თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები

0
დანიელსონი: თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები

30 მარტს დაგეგმილი მოლაპარაკების მოსამზადებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან გამართული შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრების მიზანი იყო მედიაციის ყველაზე რთული პუნქტების შესრულება. როგორც ელჩი ამბობს, 30 მარტს გეგმავს დოკუმენტის გამოქვეყნებას. 

„ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს რომ მხედველობაში იყოს მიღებული სხვა მხარის ინტერესები. როგორც მე ყოველთვის ვამბობ, ეს ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას. რაც პროცესს შეეხება, მე ვუთხარი პარტიების ლიდერებს რომ მიზანია, მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის. ეს არის ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს იმის საჭიროებას, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი გაიზარდოს. საბოლოოდ, ეს არის პარტიების პასუხისმგებლობა. პარტიებზეა დამოკიდებული, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის რომ აჩვენონ თავისი დემოკრატიული სიმწიფე.

თუ შეიძლება შეგახსენებთ, რომ თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები. იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში ერთი მთავარი გამარჯვებული - საქართველოს ხალხი“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

როგორც ელჩი ამბობს, მან მოუწოდა ყველა პარტიას უზრუნველყონ საქართველოსთვის ხვალინდელი გამარჯვება.

შეკითხვაზე, რომელი მხარეა უფრო დამყოლი, დიპლომატი პასუხობს, რომ ამჟამად მზად არ არის დეტალებზე პასუხის გასაცემად. მისი თქმით, კომპრომისი ყველასთვის რთულია. „ეს საჭიროებს პოლიტიკურ მზაობას, სურვილს, რომ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას. მე მიმაჩნია, რომ აქ მთავარია საქართველოს ეროვნული ინტერესი. ეს არის გზა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისა და რეალურ საკითხებზე ყურადღების გადატანის - ეს არის კოვიდპანდემია, ეკონომიკა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და რა თქმა უნდა, საქართველოს ევროპული გზა.

შეკითხვაზე, რა არის წინადადება ვადამდელ არჩევნების საკითხსა და მელია-რურუას საქმეებზე? დანიელსონი პასუხობს, რომ ვერ ამ შემთხვევაში ილაპარაკებს დეტალებზე.

„ხვალ იქნება დოკუმენტი. უკვე საკითხები ისედაც იცით. ეს იყო მოცემული პრეზიდენტ მიშელის მიერ. უფრო შორს, რომ გავიხედოთ, რა არის აქ არსებითი, შევხედოთ სტრუქტურულ საკითხებს, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება. რა თქმა უნდა, სხვა საკითხებიც იქნება განხილული და ხვალ ჩვენ ამას წარვადგენთ“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა. გუშინ, 28 მარტს კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

29 მარტს დანიელსონი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესს. საქართველოში დანიელსონის წინა ვიზიტისას, 12-18 მარტს, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაშიც ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მთავარი, რასაც ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. „ქართული ოცნება“ პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას უარყოფს და ვერც ვადამდელი არჩევნების საფუძველს ხედავს, რის დასტურადაც მოჰყავს თავად ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ მედიაციის პროცესში განსახილველ საკითხებს შორისაა სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.





Губернаторы России
Москва

Ветераны Москвы получили послание от Сергея Собянина





Москва

В Москве больной мальчик выпал из окна больницы и погиб


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Ветераны Москвы получили послание от Сергея Собянина



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Олег Митяев

На «Ночи музыки» выступит Олег Митяев




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Навка: во время болезни Заворотнюк возили по Москве только в парандже

Норрис выиграл квалификацию на Гран-при Испании, Ферстаппен — второй

Ежегодную спартакиаду «Комус» провели в Лужниках


WTA

Шнайдер проиграла Коччаретто в 1/4 финала турнира WTA в Бирмингеме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Ежегодную спартакиаду «Комус» провели в Лужниках



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России