Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2021

ბირმის (მიანმარი) ხუნტა დემონსტრანტებს ხოცავს, რუსეთს კი „ჭეშმარიტ მეგობარს“ უწოდებს

0
ბირმის (მიანმარი) ხუნტა დემონსტრანტებს ხოცავს, რუსეთს კი „ჭეშმარიტ მეგობარს“ უწოდებს

ბირმის (მიანმარი) მმართველი ხუნტის ლიდერმა რუსეთს „ჭეშმარიტი მეგობარი“ უწოდა თავის სიტყვაში, რომელიც შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით წარმოთქვა. წელს ეს დღე იმითაც აღინიშნა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყანაში ათობით ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ეს ბირმაში ყველაზე სისხლიანი დღე იყო სამხედრო გადატრიალების შემდეგ.

მშვიდობიანი დემონსტრანტების ხოცვას, რომელიც ბირმაში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტისას გაიმართა, მკაცრი საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა.

გაერომ განაცხადა, რომ, მის ხელთ არსებული ცნობებით, მოკლულია მრავალი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და მან მომხდარს „შემაძრწუნებელი ძალადობა“ უწოდა. გაეროს ცნობით, გარდა ამისა ჩატარდა მასობრივი დაპატიმრებები, ასობით ადამიანი დაშავდა 40 ქალაქსა და დასახლებაში. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, 27 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოკლულია ასამდე ადამიანი.

ბირმაში აშშ-ის ელჩმა თომას ვაიდამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ „უშიშროების ძალები ხოცავენ უიარაღო სამოქალაქო პირებს, მათ შორის ბაშვებს“.

„ეს სისხლისღვრა საშინელებაა. ეს არ არის პროფესიონალი სამხედროების ან პოლიციის ძალების მოქმედებები,“ თქვა მან. „მიანმარის ხალხმა მკაფიოდ გამოხატა საკუთარი აზრი: მას არ სურთ სამხედრო მმართველობის ქვეშ ცხოვრება“.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში ევროკავშირის დელეგაციამ ამ დღეს „ტერორისა და უღირსობის“ დღე უწოდა.

ევროკავშირმა და აშშ-მა სანქციები დაუწესეს ბირმის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც კავშირი აქვთ სახელმწიფო გადატრიალებასთან და პროდემოკრატიულად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ზომებთან.

ასეთ ვითარებაში, ხოცვა-ჟლეტამდე ერთი დღით ადრე, ბირმას ესტუმრა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი და ის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრო. მანამდე კი ის ხუნტის მეთაურს, უფროს გენერალ მინ აუნ ჰლაინს შეხვდა.

როგორც ინტერფაქსი იტყობინება, 26 მარტს გამართულ შეხვედრაზე რუსეთმა ბირმის სამხედრო რეჟიმს დახმარება აღუთქვა.

უკანასკნელ წლებში რუსეთსა და ბირმას შორის თავდაცვის სფეროში კავშირები ღრმავდება. მოსკოვი ბირმას სამხედრო წვრთნითა და სამხედრო ექსპორტით ეხმარება.

ფომინმა ბირმას აზიაში სანდო მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.

„რუსეთის ფედერაცია ერთგულია სტრატეგიისა, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება,“ თქვა ფომინმა.

ფომინის თქმით, ბირმაში მისი ვიზიტი პასუხია მინ აუნ ჰლაინის ვიზიტზე რუსეთში, სადაც ის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავის ზეიმს დაესწრო შარშან.

შეიარაღებული ძალების დღეს აღინიშნება 1945 წელს იაპონური ოკუპაციისთვის სამხედრო წინააღმდეგობის დაწყება.

დიპლომატების თქმით, დღესასწაულზე დასასწრებად წარმომადგენლები გაგზავნეს რუსეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, პაკისტანმა, ბანგლადეშმა, ვიეტნამმა, ლაოსმა და ტაილადმა. მაგრამ რუსეთი ერთადერთი იყო, რომელმაც აღლუმზე ასეთი მაღალი რანგის პირი გაგზავნა.

ბირმის სამხედროებმა 1 თებერვალს ჩაიგდეს ხელში ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების გზით და ჩამოაგდეს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რომლის დე ფაქტო ლიდერი იყო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი. სუ ჩი და მისი პარტიის წევრები დაპატიმრებული არიან. სამხედრო გადატრიალებამ ბოლო მოუღო ნახევარსაუკუნოვანი სამხედრო მმართველობის შემდეგ დაწყებული ეტაპობრივი დემოკრატიზაციის პროცესს.

ხუნტა აცხადებს, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა ხმების დიდი უმრავლესობით, გაყალბებული იყო.

ხუნტის წინააღმდეგ ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლებს სამხედრო ხელისუფლებამ ძალა დაუპირისპირა. დაპატიმრებულია 2600-ზე მეტი ადამიანი. დღემდე მოკლულია 400-ზე მეტი.





Губернаторы России
Москва

Собянин представил летнюю программу мероприятий в «Лужниках»





Москва

«Он карабкался за каждую ниточку»: подросток выпал из окна больницы в Москве и погиб


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: врачи из Москвы направлены для помощи пострадавшим в Севастополе



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Певица

Певица Дженнифер Лопес готова развестись с Аффлеком из-за его скверного характера




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Рождаемость на Дальнем Востоке стала выше, чем в среднем по России

Навка: во время болезни Заворотнюк возили по Москве только в парандже

Ежегодную спартакиаду «Комус» провели в Лужниках


Анна Калинская

Грузия сыграла вничью с Чехией на Евро, Калинская вышла в финал Берлина. Главное к вечеру



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

«Он карабкался за каждую ниточку»: подросток выпал из окна больницы в Москве и погиб



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России