Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2022

ჯაფარიძის თქმით, პარლამენტიდან უნდა გამოვიდნენ ისინიც, ვისაც „ოპოზიციური დეპუტატები ჰქვიათ"

0

რუსთაველის გამზირზე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მიმდინარე აქციაზე, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საჭიროა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ხელისუფლების გარდა, პარლამენტი უნდა დატოვონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც „ოპოზიციური დეპუტატები ჰქვიათ".

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს აქვთ კითხვა, რა არის გასაკეთებელი?

„არავის არ აქვს ზუსტი წარმოდგენა, რა შეიძლება ჩვენ ვქნათ. მე შემიძლია გითხრათ, მე რას ვფიქრობ პირადად. დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გვითხრა, რომ ეს შენობა [საქართველოს პარლამენტის], რომელიც ჩვენს უკან არის და რომელსაც უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არის კრემლი.

ერთადერთი, რაც დარჩა ამათ [ხელისუფლებამ] რომ გააკეთონ, ელჩის გაწვევის გარდა, სირცხვილი რომ კიდევ ვჭამოთ, არის ის, რომ დაუთმონ საქართველოს ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმისთვის, რასაც აკეთებს ბელარუსი. თუ დაემუქრებიან კრემლიდან, ამის გამკეთებლებიც არიან. ხო ვხედავთ, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან.

ჩვენ უნდა მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე, მაგრამ გამოსავალი არის ის, რომ ამ შენობიდან უნდა გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ. მათ შორის უნდა გამოვიდნენ ისინი, ვისაც ოპოზიციური დეპუტატები ჰქვიათ, - თქვა ჯაფარიძემ და აქციის მონაწილეებს მიმართა, - ამ შენობაში უნდა შეხვიდეთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და არა პოლიტიკოსები. ეს შენობა არის თქვენი. ჩემი აზრით, ეს უნდა დაიწყოთ დღეს. რომ მორჩება გამოსვლები, ამ შენობის გარშემო არის უამრავი პოლიციელი, განსაკუთრებით ახალგაზრდებო, არ დაიშალოთ, მიდით და პოლიციელებს აუხსენით, სად დგანან, რას იცავენ, ვის იცავენ და რა დგას სასწორზე".

რუსთაველზე მორიგი საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 1 მარტს, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

გუშინ, 28 თებერვალს, საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ის ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნისთვის დახმარება სურდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა "ტვიტერზე", მათ შორის, ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც იმედს გამოთქვამდა, რომ ქართველ მოხალისეებს უკრაინაში ჩასვლა შეეძლებათ.

"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება", - დაწერა მან.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ქვეყნის ომში "ჩათრევის" სურვილით ხსნის.

"სამხედრო კონფლიქტში ჩვენ ვერ ჩავერთვებით. იყო პირდაპირი მცდელობა, მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ჩავრთულიყავით სამხედრო კონფლიქტში. ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი [ელჩის გაწვევა]..." - თქვა კობახიძემ.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.





Губернаторы России
Москва

Собянин: Москва — мировой лидер по динамике развития транспортной инфраструктуры





Москва

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Благодаря модернизации театры Москвы создают уникальные декорации



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Баста

Баста, гастрошоу, блогеры и развлечения: самый полный гид по VK Fest 2024 в Красноярске




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Мастер-классы по созданию крафтовых украшений проходят в центре Москвы

Спортивные тренировки и мастер-классы пройдут на летнем фестивале в Москве

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев


Андрей Ольховский

Экс-теннисист Ольховский: Рублев не успел набрать форму на "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Динамо

Глава ВТБ Костин: футболисты «Динамо» ещё не заслужили стать чемпионами России



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России