შარლ მიშელი ამბობს, რომ ქართველი ხალხი იგრძნობს ევროკავშირის მკაფიო მხარდაჭერას
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გაკეთებული კომენტარისას განაცხადა, რომ დღეს, მნიშვნელოვანი გამოწვევებით სავსე დროში, ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო და ერთიანი პოზიცია, რომ საქართველო და ევროკავშირი პარტნიორები არიან.
„თქვენთვის ცნობილია ჩემი დამოკიდებულება და ჩართულობა საქართველოსთან მიმართებით, მაქსიმალურად ვცდილობდი მხარი დამეჭირა თქვენს ქვეყანაში სტაბილურობისათვის, ეკონომიკური რეფორმებისთვის, დემოკრატიული რეფორმებისთვის საქართველოში. ევროპულ კომისიასთან, ევროპარლამენტთან ერთად გვსურს, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული კავშირების გასაძლიერებლად მკაფიო და კონკრეტული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ“.
შარლ მიშელის სიტყვებით, საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერა იქნება ხილვადი, „რასაც ქართველი ხალხიც იგრძნობს“.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმაც განაცხადა, რომ მართალია, "დღეს ყურადღების ცენტრში უკრაინა და იქ განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენებია, მაგრამ ამ დროს არც საქართველოს მდგომარეობა არის მივიწყებული“.