მოსკოვში ყირიმისა და სევასტოპოლის მიერთების დღის აღსანიშნავად კონცერტი-მიტინგი იმართება
18 მარტს, მოსკოვში, სტადიონ „ლუჟნიკის“ არენაზე, ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან მიერთების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი-მიტინგი გაიმართება, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შესაძლოა, რომ კონცერტის ფარგლებში განხორციელდეს ტელე-ხიდი სევასტოპოლთან. “კონცერტ-მიტინგში მონაწილეობას იღებენ გრიგორი ლეპსი, პოლინა გაგარინას, ტიმატი, ნიკოლაი რასტორგუევი, ნიკოლაი ბასკოვი. ასევე, სხვა მომღერლები რუსეთიდან, უკრაინიდან და დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან,” – ნათქვამია განცხადებაში.