Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2025

„ვივამედთან” მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

0
15 თებერვალს, კლინიკა „ვივამედთან“ დაპატიმრებული ჟურნალისტის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელიც უკვე 35-ე დღეა შიმშილობს.


კლინიკასთან ჟურნალისტები და მოქალაქეები პლაკატებით შეიკრიბნენ -„თავისუფლება მზიას“, „მზიასთან საქართველოა“.


„ჩვენთვის ცხადია და ეს საქმის მასალებიდანაც ჩანს, რომ მზია უკანონოდაა დაჭერილი და უკანონოდ აქვს პატიმრობა შეფარდებული. საქმის მასალებში არსებული პოლიციელების ჩვენებები ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ მათ სურთ, მზია ჰყავდეთ ციხეში მძევლად", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჟურნალისტი და მზია ამაღლობელის მეგობარი ნესტან ცეცხლაძე:


„ისევე როგორც, წინასწარი პატიმრობის მოტივად მოსამართლის მიერ იმის დასახელება, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე იმიტომ, რომ მან სტიკერი მიაკრა ადმინისტრაციულ შენობას და პოლიციას არ ჰქონდა მისი დაკავების უფლება, სწორედ ამიტომ საქმის მასალებში წერია, რომ მზია თითქოს დააკავეს იმის გამო, რომ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს, აგინებდა და ეძახდა მონებს.


ეს არის წარმოუდგენელი უტიფრობა, რადგან ყველამ ნახა მზიას პირველი დაკავების კადრები, თუ როგორ აკავებენ მზიას. ის წყნარად, მშვიდად დგას და შემდეგ მიყვება პოლიციას. ეს სხვა რაზე უნდა მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ყველა ინსტიტუტი გასულია სამართლებრივი სივრციდან და უკანონობების ჯაჭვია მზიას წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ის არის ჟურნალისტი, ის არის დამოუკიდებელი მედიაგამოცემების დამფუძნებელი.


ამ ხელისუფლებას ეშინია კრიტიკული მედიის, ალტერნატიული აზრის, მზია არის ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი გამოცემების დამფუძნებელი. ეს სჭირდებათ ჩვენს დასაშინებლად, გასაქრობად, ამ ქვეყანაში ყველა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ჟურნალისტის გასაჩუმებლად, რათა მოქალაქეებს მხოლოდ პროპაგანდაზე ჰქონდეთ წვდომა“, - ამბობს ნესტან ცეცხლაძე.




აქციაზე მყოფი კიდევ ერთი ჟურნალისტი ნათია კუპრაშვილი კი ფიქრობს, რომ დღეს მზია ამაღლობელი საზოგადოებას აჩვენებს სიმტკიცისა და პრინციპულობის მაგალითს:


„ხელისუფლება მზიას ვერ აჩოქებს. და უნდათ, საზოგადოება დააჩოქონ. ყოველდღე დემონსტრირებენ, რომ არ აინტერესებთ, რა წერია კანონში, უკანონოდ არის დაკავებული და მერე რა? რაც არ უნდა ზომებს მიმართო, ვინც არ უნდა დაგიდგეს გვერდით, მაინც არ გაგათავისუფლებ. მაგრამ დრო არის ბოროტების წინააღმდეგ. სიმართლე და სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.


მზია ამაღლობელის საქმე

ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 35-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.


ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში - უკვე 12 იანვარს - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.


„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.


ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.




 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России