Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2019

Новости за 11.02.2019

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოსა და ევროპის სამ-სამგზის და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ძალოსნობის საერთაშორისიო ფედერაციის ვებსაიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 25 წლის ქართველმა მძიმეწონოსანმა 17 800 ხმა მოაგროვა და დიდი უპირატესობით გაუსწრო უახლოეს მდევრებს - ირანელ სოჰრაბ მორადისა და ინდონეზიელ ეკო იული ირავანის. ქალთა შორის წლის საუკეთესო ძალოსანი ესპანელი ლიდია ვალენტინი გახდა,  13 ათასი ხმით. გამოკითხვაში მონაწილეობა 30 ათასამდე ადამიანმა მიიღო. Читать дальше...

რუსეთმა 27 ბავშვი დააბრუნა ერაყიდან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა 27 ბავშვი დააბრუნა ერაყიდან, სადაც მათი დედები პატიმრობაში არიან ექსტრემისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის გამო. საგანგებო ვითარებების სამინიტრომ 10 თებერვალს განაცხადა, რომ ამ ნაბიჯამდე მსგავს მდგომარეობში მყოფი კიდევ 30 ბავშვი დაბრუნდა მოსკოვში დეკემბერში. სამინისტროს ცნობით, ბავშვების ასაკი მერყეობს 4-დან 13 წლამდე და ისინი რუსეთის 10 რეგიონიდან არიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბავშვების მამები დაიღუპნენ ჯიჰადისტებს და ერაყის არმიას შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებში. Читать дальше...

აქტივისტის სიკვდილში ეჭვმიტანილია უკრაინის რეგიონის ოფიციალური პირი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ხერსონის ოლქის რეგიონული პარლამენტის ხელმძღვანელი ეჭვმიტანილია კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტის, კატერინა ჰანძიუკის მკვლელობის ორგანიზებაში. გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ 11 თებერვალს ფეისბუკით დაწერა, რომ ბრალდების შესახებ უკვე შეატყობინეს ვლადისლავ მანგერს. ლუცენკოს მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, მანგერი "პიროვნულ მტრობას" ატარებდა ჰანძიუკის მიმართ, რადგან აქტივისტი იბრძოდა რეგიონში ტყეების უკანონო გაჩეხვის წინააღმდეგ. 33 წლის აქტივისტი და ქალაქ ხერსონი მერის მრჩეველი... Читать дальше...



აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ცენტრალურ ევროპაში მოგზაურობას იწყებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაიწყო მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში. ამ ტურნეს დროს ყურადღების ცენტრში იქნება შუა ევროპაში რუსეთისა და ჩინეთის მზარდი გავლენისთვის წინააღმდეგობის თემა. 11 თებერვალს პომპეო ჩადის უნგრეთში, საიდანაც გაემართება სლოვაკეთსა და პოლონეთში.  აშშ-ის სახელწიფო მდივან ჩავა ბრიუსელში და ესტუმრება ისლანდიას. რეიკიავიკში ვიზიტით ის ტურნეს დაასრულებს 15 თებერვალს. ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, პომპეო შეხვდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ურბანს... Читать дальше...

ქუთაისი: კულტურის დედაქალაქის სტატუსი საპარლამენტო დედაქალაქობის ნაცვლად

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში არ მოსწონთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა პარლამენტის ყოფილ შენობაში საკონფერენციო დარბაზის ამოქმედების შესახებ.

ოკუპაციის ახალი საფრთხე ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის

Radiotavisupleba.ge 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების წაღვლისა და ჩორჩანას მიმდებარე ტყეში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტერიტორია მონიშნეს.

უფლებადამცველები პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას სთხოვენ

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმეში არაერთი სტანდარტი დაირღვა. მათ შორის: არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება კანონის მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევით მოხდა. დაირღვა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი.  სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი. გიორგი მამალაძის ადვოკატებს პროკურატურამ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე შეუზღუდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება - გაუხმაუროებლობის პირობის ჩამორთმევით. Читать дальше...

საპენსიო სააგენტოში 10-ზე მეტი პოზიცია კვლავ ვაკანტურია

Radiotavisupleba.ge 

საპენსიო სააგენტოში ათზე მეტი თანამდებობა შექმნიდან რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ ვაკანტურია. სრულად დაუკომპლექტებელია საინვესტიციო საბჭო, არასრულია სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორის სამი მოადგილიდან  ერთი კვლავ შესარჩევია.  სააგენტოს ვებ-საიტის თანახმად ამ დრომდე ვაკანტურია შემდეგი თანამდებობები: სამეთვალყურეო საბჭოს წევრი საინვესტიციო საბჭოთა თავმჯდომარე საინვესტივიო საბჭოს 3 წევრი რისკის კომიტეტის თავმჯდომარე რისკის კომიტეტის 2 წევრი დირექტორის მოადგილე ... Читать дальше...



ირანში ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავს აღნიშნავენ

Radiotavisupleba.ge 

ირანი აღნიშნავს 1979 წლის ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავს. ამ რევოლუციის შედეგად დასრულდა შაჰის მმართველობა და ირანში სასულიერო პირთა 40 წლიანი მბრძანებლობა დაიწყო. თეირანში ასეულათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას მთავრობის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებში. თეირანსა და სხვა ქალაქებში აღნიშნავენ 1979 წლის 11 თებერვალს, როცა აიათოლა ხომეინიმ და მისმა მიმდევრებმა ჩამოაგდეს ირანის შაჰი, რეზა ფეჰლევი, რომელსაც აშშ უჭერდა მხარს. თეირანში, მთავარ, აზადის - თავისუფლების მოედანაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი ჰასან როჰანი... Читать дальше...

გიორგი მიქაუტაძე: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივას უჭირს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, სასამართლო სისტემა არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს. ამის შესახებ მიქაუტაძემ განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, იუსტიციის საბჭოს გასვლით სხდომაზე, რომლის დღის წესრიგის პირველი საკითხი იყო დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ. გიორგი მიქუტაძის თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობა წარმატებული რეფორმების შედეგია და მთელ სისტემაში ეჭვის შეტანა სურთ ძალებს, რომლებსაც გარკვეული პიროვნებები არ მოსწონთ. Читать дальше...

აშშ-ის სამხედრო მეთაური ახლო აღმოსავლეთში: სირიიდან ჯარის გაყვანა რამდენიმე კვირაში მოხდება

Radiotavisupleba.ge 

პენტაგონის ერთ-ერთი მეთაური, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ჯარებს მეთაურობს, აცხადებს, რომ აშშ-ის ჯარების გაყვანა სირიიდან რამდენიმე კვირაში დაიწყება. გენერალ ჯოზეფ ვოტელის თქმით, ზუსტი ვადები დამოკიდებულია ვითარებაზე თვითონ ქვეყანაში, სადაც აშშ-ის ორი ათასამდე სამხედრო მხარდაჭერას უწევდა სირიის არაბთა და თურქთა გაერთიანებულ რაზმებს ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. სირიიდან აშშ-ის ჯარის გამოიყვანს თაობაზე ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება.ზოგიერთი ცნობით, პროცესი უკვე დაიწყო. Читать дальше...

ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუცია ფოტოებში

Radiotavisupleba.ge 

40 წლის წინ, აიათოლა რუჰოლა ხომეინის ხელმძღვანელობით ისლამური რევოლუციის შედეგად შაჰი დაამხეს. ქვეყნის ავტორიტარული მონარქია რეპრესიულმა თეოკრატიამ ჩაანაცვლა, და თითქმის ერთ ღამეში, ირანი აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირიდან მის მტრად იქცა.

ამბავი გილგამეშისა

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის უძველეს ძეგლზე, „გილგამეშის ეპოსზე“.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის შეცვლას "ქართული ოცნების" წარმომადგენელიც ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს მისი პროექტი დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. ნაცვლიშვილის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის კანონის მიღებით შეიქმნა ახალი ტიპის საპენსიო სისტემა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ბოლომდე ვერ პასუხობს სამართლიანი და ღირსეული საპენსიო სისტემის ჩამოყალიბების საჭიროებას. ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტით, რომელსაც საპარლამენტო კომიტეტები უკვე განიხილავენ... Читать дальше...

პენტაგონის მეთაური მოულოდნელ ვიზიტად ჩავიდა ავღანეთში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, პატრიკ შენაჰენი ავღანეთში ჩავიდა მოულოდნელ ვიზიტად, რათა სამხედო მეთაურებს და ავღანეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდეს ვაშინგტონის გააქტიურებული მცდელობის ფონზე, სამშვიდობო მორიგებას მიაღწიოს თალიბანთან. შენაჰენის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთის თაობაზე მოლაპარაკებაში ავღანეთის მთავრობა იყოს ჩართული და ავღანელების გადასაწყვეტია, როგორი იქნება მათი ქვეყანა მომავალში. ავღანეთში გარკვეული ძალები წინააღმდეგი არიან თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმებისა... Читать дальше...

ეუთოს თავმჯდომარე საქართველოს მხარდაჭერას უდასტურებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება თბილისში განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა. მხარეებმა იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. "მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებთან მიმართებით" - განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ეუთოს თავჯდომარის თქმით, ყველა არსებული პლატფორმა... Читать дальше...

დავით ჭიჭინაძე: ბიძინა ივანიშვილი ეთანხმება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადავადებას

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე იმედოვნებს, რომ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება.    მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის გადავადებას, მისი თქმით, სავარაუდოდ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც უჭერს მხარს. „როგორც მე ვიცი, უმრავლესობის შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად დაეთანხმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას და დავალება იყო, რომ კანონის შემუშავების დავალებაც იყო“, - განაცხადა ჭიჭინაძემ. Читать дальше...

"ევროპული საქართველო" დაგროვებითი პენსიის სისტემის შეჩერებას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ ნაჩქარევად ამოქმედებულმა საპენსიო სისტემამ არაერთი ხარვეზი და პრობლემა აჩვენა, ამიტომ აუცილებელია მისი შეჩერება. პარტიის წევრის, ირმა ნადირაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ შემოღებულმა, დაგროვებითი პენსიის სისტემამ დააზარალა დაბალხელფასიანი ადამიანები, რომლებსაც საპენსიო ფონდში უწევთ ხელფასის 2%-ის გადარიცხვა და დააზარალა ბიზნესი, რომელიც თითოეული დასაქმებულისთვის ფონდში ამდენივეს იხდის. ნადირაშვილი მიიჩნევს... Читать дальше...

ქართველმა დეპუტატმა ბაქოში 600 ევროდ იმღერა - ზაზა ხუციშვილის დეკლარაციიდან

Radiotavisupleba.ge 

დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა, ბაქოსა და თბილისში 2018 წელს სიმღერით დაახლოებით 6 200 ლარი იშოვა. ბაქოში ერთი კონცერტისთვის მიღებულმა ჰონორარმა 600 ევრო შეადგინა;


Музыкальные новости
Ольга Бузова

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской





Rss.plus
80

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Более 4,4 млн пенсионеров старше 80 лет получают повышенные выплаты




Песков сообщил, что Путин 11 июня проведет встречу с главой МИД Турции Фиданом

«ЧЕ!» НА САМОМ ОЖИДАЕМОМ ОПЕН-ЭЙРЕ СЕЗОНА!

Обновление 20 дворов и семи дорог запланировали в Химках до конца года

Сотрудники МЗ Балаково развернули флаг на предприятии ко Дню России




განათლების საკითხები "უმსჯელობის კატეგორიაში"

Radiotavisupleba.ge 

განათლების სამინისტროს ბოლოდროინდელმა ინიციატივებმა და მოგვიანებით მინისტრის სტუმრობამ პარლამენტში კვლავ მისცა ბიძგი განათლების საკითხებზე საჯარო დისკუსიას. განათლების სპეციალისტი, თამარ მოსიაშვილი ლაპარაკობს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც ნაკლებად ან სულ არ ხვდება პოლიტიკურ დღის წესრიგში. ერთ-ერთ ასეთ საკითხად თამარ მოსიაშვილი ასახელებს საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების დასაქმებას: "საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების დასაქმების გზა არის ბუნდოვანი", - ამბობს ის. პოლიტიკური... Читать дальше...

საქართველოში უწყლოდ არაერთი სკოლა მუშაობს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ქვეყნის 6 რეგიონში შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ს სასმელი წყალი საერთოდ არ გააჩნია. ეს პრობლემა ძირითადად, მაღალმთიანი სოფლების სკოლებშია. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს წარმოადგინა ანგარიში, სახელწოდებით, "წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში." ლომჯარიას ინფორმაციით, სკოლების დიდ უმრავლესობაში საერთოდ არ მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი და ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომი არ არის სამეურნეო წყალი. სახალხო დამცველის თქმით... Читать дальше...

"უნდა მიეცეს სასამართლო სისტემას დამოუკიდებლად არსებობის უფლება"

Radiotavisupleba.ge 

გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტის კაბინეტში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ორი წარმომადგენელი: ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე და ნინო ელბაქიძე, ქართველი უფლებადამცველი, იურისტი.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ექვსი ქართველი მიიღებს მონაწილეობას

Radiotavisupleba.ge 

სარაევოში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. 11-დან 15 თებერვლის ჩათვლით ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები სპორტის რვა სახეობაში გამოვლინდებიან. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალში ევროპის 46 ქვეყნის 14-დან 18 წლამდე ასაკის 911 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნება საქართველოს დელეგაციაც, რომელიც სპორტის ორ სახეობაში, ექვსი სპორტსმენით ჩაებმება ოლიმპიურ კონკურენციაში. ნოდარ კოზანაშვილი, გიორგი აბრამაშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, ნინო კურტანიძე და მაგატა ჯაფარიძე სამთო თხილამურობაში გამოვლენ. Читать дальше...

ფარული ჩანაწერების Youtube-ზე ატვირთვაში ბრალდებულის ძმა – ჩემი ძმა ფანტაზიორია, მაკანკალებდა, ამ სიბინძურეს რომ ვუსმენდი, ემზარ ივანიშვილი ჩემი მეზობელია და კარგის მეტი ამ ოჯახისგან არაფერი მახსოვს

Marshalpress.ge (მარშალ) 

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების პირველად ატვირთვაში სავარაუდოდ ბრალდებული პირის, დიმიტრი ანდრეევის ძმა, რომა ანდრეევი აცხადებს, რომ მისი ძმა ავანტიურისტია და ივანიშვილებთან დაკავშირებით ყველაფერს იგონებს, ხოლო ქართული წერა-კითხვის არცოდნის გამო სოციალურ ქსელში გრამატიკულად და დალაგებულად ვერ დაწერდა. გაზეთი „კვირის პალიტრა“ ანდრეევის ძმას იმ ფაქტების შესახებ ესაუბრა, რაც დიმიტრი ანდრეევმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მის მიერ ფარული […]

ირაკლი კობახიძეს აინტერესებს რას გამოიწვევს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივის მხარდაჭერა გაუჭირდება, თუ ის შეუძლებელს გახდის სასამართლოს მუშაობას. ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სიღრმეში უნდა ჩაიხედონ და გაარკვიონ, თუ რას გამოიწვევს კანონპროექტის ამოქმედება. „ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც იკვეთება მართლმსაჯულებაში მდგომარეობს იმაში, რომ საქმეების განხილვას სჭირდება დიდი დრო, რადგან მოსამართლეთა რაოდენობა არის საკმაოდ მცირე. ვნახოთ, რას გამოიწვევს ეს კანონპროექტი მისი მიღების შემთხვევაში... Читать дальше...



Москва

Финансовый эксперт Светлана Петрова: как совместить бизнес и семью


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Общегородской школьный выпускной пройдет в Москве 28 июня



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Певица

Певица Валерия пошла на свидание с Пригожиным в честь 20-й годовщины свадьбы




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Прославленный вратарь Икер Касильяс присоединился к кампании Hisense «Ставшие легендой» в поддержку УЕФА ЕВРО 2024™

6-летняя девочка сломала позвоночник, прыгая на батутах в Москве

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом купит форварда только в случае ухода Соболева


Александр Зверев

Испанец Алькарас выиграл у Зверева и стал победителем Roland Garros



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Екатеринбурге появится больше бассейнов



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России