Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2019

Новости за 28.02.2019

"ლევან მურუსიძე არის ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემის სახე საქართველოში"

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატ გიგი სისვაძისა და მისი თანამოაზრე კოლეგების მიერ დაწყებულია კამპანია სახელწოდებით - „აიცილე მურუსიძე!“. ადვოკატები ე.წ. ოდიოზური მოსამართლეების მიმართ იყენებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლს, რომელშიც განმარტებულია, რა შემთხვევაში არ შეიძლება მოსამართლემ განიხილოს საქმე.

შსს-ში არ ამბობენ, რომელმა დეპუტატმა როდის მიმართა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს მიღებისას

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ 5 დეპუტატისთვის გაგზავნილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ფაილის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შეეცადა. გვაინტერესებდა, თუ მიმართეს პოლიციას დეპუტატებმა, რა თანმიმდევრობით შეატყობინეს მათ პოლიციას, რომ მიიღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა და ვისთან როდის მივიდა სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ყველა დეპუტატმა აცნობა პოლიციას წერილის მიღებისას და არც ერთ... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი ბაქოს შემდეგ კახში ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

ბაქოში გამართული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. პრეზიდენტის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც საინგილოში მცხოვრები ბავშვები პრეზიდენტს ლექსებს ქართულად უკითხავენ. აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას. ასევე, ბაქოში მცხოვრებ ქართველებს.​ "ჩვენი პარტნიორობა გაიზრდება და გაღრმავდება ყველა მიმართულებით. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი... Читать дальше...



ეს გინდათ? - მუქარა აშშ-ს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეკრანიდან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტელეწამყვანი, დმიტრი კისილიოვი სახელმწიფო არხზე საკუთარ შოუში აჩვენებს, როგორ შეუძლია რუსეთს ამერიკის შეერთებული შტატების განადგურება. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსეთი იყენებს ამერიკის ტერიტორიაზე ბირთბული ომის ანიმაციებს.

ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაგზავნილ პორნოგრაფიულ ვიდეოს დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა უყურა

Radiotavisupleba.ge 

ასე თვლის პოლიტიკოსი, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომლემაც ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნახვისთვის ათზე მეტი ახალგაზრდის დაპატიმრების შემდეგ ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა და პარლამენტარებს გაუგზავნა პორნოგრაფიული ვიდეოს ბმული მეილზე.

უკრაინას აკრიტიკებენ უკანონო გამდიდრებისათვის სასჯელის გაუქმებაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული ინიციატივა“ აკრიტიკებენ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონო გამდიდრებისათვის სასჯელის გაუქმების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლომ ძირითად კონონთან შეუსაბამოდ მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი უკანონო გამდიდრების შესახებ. კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტები ეჭვქვეშ აყენებენ სასამართლოს დასკვნას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და... Читать дальше...

გერმანიაში პატიმრობა მიუსაჯეს ცნობილი რუსი ტელეწამყვანის ძმისშვილს

Radiotavisupleba.ge 

მიუნხენის სასამართლომ ორი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა ცნობილი რუსი ტელეწამყვანის, დმიტრი კისელიოვის ძმისშვილს, სერგეი კისელიოვს. ეს ცნობა სასამართლოს დარბაზიდან გაავრცელა ტეელეარხ ერ-ტი-ვი-აი-ს (RTVi) კორესპონდენტმა. სერგეი კისელიოვს ბრალად ედება აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებულ კონფლქტთან კავშირი. მისი ბიძა მიჩნეულია კრემლის კურსის პროპაგანდისტად და რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჟურნალისტად. ცნობების თანახმად, კისელიოვმა სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა, მაგრამ განაცხადა, რომ არავინ მოუკლავს. Читать дальше...

საკონსტიტუციო სასამართლომ ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

Radiotavisupleba.ge 

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შესახებ საქმეზე, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურული ფორმატის არაკონსტიტუციურობას. მოსარჩელის პოზიცია იყო, რომ ევა გოცირიძე თავად იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, როცა საბჭომ მხარი დაუჭირა დახურულ გასაუბრებებს. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გოცირიძის აცილების საფუძველი არ არსებობს. Читать дальше...



ტრამპი: აშშ-ის სანქციები იყო საკითხი, რომლის გამოც ვერ მოხდა შეთანხმება კიმ ჩენ ინთან

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სანქციებს ასახელებს სადავო საკითხად, რომლის გამოც ვერ მოხდა შეთანხმება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან. ამის შესახებ ტრამპმა უთხრა ჟურნალისტებს ჰანოიში, სადაც 28 თებერვალს შეთანხმების გარეშე დასრულდა მისი და კიმ ჩენ ინის ორდღიანი სამიტი. შეხვედრის მთავარი თემა იყო ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაცია. „პრინციპში, მათ სურდათ სანქციების მთლიანად გაუქმება და ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით“, დასძინა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, კიმ ჩენ ინი მას დაჰპირდა, რომ ფხენიანი კვლავაც... Читать дальше...

„თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ მორიგი განცხადება გაავრცელა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე საქმეში არსებული მტიცებულებებით დანაშაულის შემდეგი სქემა იკვეთება: 2008 წლის აპრილ-მაისში - ,,თიბისი ბანკმა“  მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე - ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. მაშინ როდესაც კომპანიებს... Читать дальше...

თბილისში მიმდინარე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია შეწყდა

Radiotavisupleba.ge 

28 თებერვალს, თბილისში მიმდინარე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა. ოპერაციას პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს ილიას უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტები და პროფესორები. ოპერაცია კლინიკა „ინოვაში“ ქართველი და კორეელი ექიმების თანამშრომლობით მიმდინარეობდა. 49 წლის ქალს ღვიძლი 54 წლის ბიძაშვილისთვის უნდა გადაენერგა. ექიმების განმარტებით, ქალი ვეღარ გაუწევს დონორობას ბიძაშვილს და რეციპიენტს მოუწევს ახალი დონორის მოძიება. ღვიძლის გადანერგვის ოპერაციები საქართველოში 2014 წლიდან ტარდება. Читать дальше...

აშშ-ის კონგრესს განსახილველად წარუდგინეს რეზოლუცია ნემცოვის მკვლელობისათვის სანქციების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის კონგრესს განსახილველად წარუდგინეს რეზოლუცია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობისათვის სანქციების დაწესების შესახებ. დოკუმენტის ავტორები არიან წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატიული პარტიის წევრი ელიოტ ენგელი და რესპუბლიკელი სენატორი მაიკლ მაკკოლი. ენგელისა და მაკკოლის აზრით, რუსეთის ხელისუფლება არ ამხელს დანაშაულის დეტალებს. ისინი თეთრ სახლს მოუწოდებენ, ჩატარდეს მკვლელობის საერთაშორისო გამოძიება და მკაცრი სანქციები დაუწესდეს ნემცოვის სიკვდილთან დაკავშირებულ პირებს. Читать дальше...

პროკურატურა ბრიფინგს გამართავს "თიბისი ბანკის" საქმეზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა „თიბისი ბანკის“ 2007-2008 წლების ერთ-ერთი ტრანზაქციის გამო მიმდინარე გამოძიების შესახებ. პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდოდ, „ფულის გათეთრების“ ფაქტზე. საქმეში ფიგურირებენ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მოადგილე ბადრი ჯაფარიძე. ბრიფინგი 14 საათზე დაიწყება.

სოციალ-დემოკრატებს "ქართულ ოცნებასთან" მხოლოდ ტექნიკური გაყრა დარჩათ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის ფრაქციის, „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობიდან სოციალ-დემოკრატების გასვლის საკითხი გადაწყვეტილია და დარჩენილია ტექნიკური გაყრა. გია ჟორჟოლიანის შეფასებით, უმრავლესობაში სოციალ-დემოკრატების ყოფნის რესურსი პრაქტიკულად ამოიწურა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლა არ არის რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება და ოფიციალურად მომავალ კვირაში გაფორმდება. ჟორჟოლიანის განცხადებით... Читать дальше...

სავარაუდოდ, CO-თი გარდაცვლილი 21 წლის გოგონასა და 22 წლის ბიჭის ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

Marshalpress.ge (მარშალ) 

kნოლევის ქუჩაზე სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვით გარდაცვლილი, ორი ახალგაზრდა, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ამ წუთებში ადგილზე, მათი ნათესავები და მეგობრები იმყოფებიან. ერთ-ერთი გარდაცვლილის ბებია და დედა საბერძნეთში იმყოფებიან. ისინი ნათესავს დაუკავშირდნენ და ინფორმაციის გადასამოწმებლად ადგილზე მისვლა სთხოვეს. „არაფერი არ ვიცი, ტელევიზორიდან გავიგეთ და ბებიამ დაგვირეკა. ჩემი ნათესავები არიან,“-განაცხადა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელმა. 1998 წელს დაბადებული დიმიტრი […]

პირველი მარტიდან ტაქსის მძღოლები ვაუჩერებს მიიღებენ

Radiotavisupleba.ge 

ხვალიდან, პირველი მარტიდან, დედაქალაქში მოძრავი ტაქსებისთვის მძღოლებს ორი სახის ვაუჩერები გადაეცემათ - ერთი ვაუჩერი სატრანსპორტო საშუალების გადაღებისთვის, ხოლო მეორე, ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდისთვის. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მარტიდან იწყება ტაქსების რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც მანქანების ვიზუალურ სტანდარტიზაციას გულისხმობს: „ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ეკუთვნით ამ ვაუჩერის მიღება, უკვე მიუვიდათ შეტყობინებები და ეს პროცესი გრძელდება. Читать дальше...

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დასრულდა დედაქალაქის მერიისა და "სიტი ინსტიტუტის" ერთობლივი მუშაობა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე. შესწორებულ დოკუმენტს დედაქალაქის მერია განხილვისა და დამტკიცებისათვის დღესვე გადაუგზავნის თბილისის საკრებულოს. „ძალიან შრომატევადი სამუშაო გაიწია "სიტი ინსტიტუტთან" ერთად, ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტები. ძალიან დაგვეხმარნენ ადგილობრივი საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები მაქვს მხედველობაში. და ერთიანი ძალისხმევით შევძელით ის... Читать дальше...

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ საკონსტიტიციო სასამართლოს მოსამართლის, ევა გოცირიძის აცილება ითხოვა სარჩელზე, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურული ფორმატის არაკონსტიტუციურობას. მოსარჩელის პოზიციაა, რომ ევა გოცირიძე თავად იყო იუსტიციის საბჭოს წევრი 2013-2017 წლებში, როცა საბჭომ მხარი დაუჭირა დახურულ გასაუბრებებს. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან... Читать дальше...

თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს წინ შიმშილობა დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

შიმშილობის დაწყებამდე ახობაძე შეხვდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძეს. სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ ახობაძემ დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს პოზიცია უცვლელია და ისინი მზად არიან კომპენსაცია გასცენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უარს იტყვის აღდგენაზე.


Музыкальные новости
Сергей Арутюнов

Звездная встреча: Дольф Лундгрен и Сергей АРУТЮНОВ зажгли вместе в Казахстане. И при чём тут фрикадельки из IKEA?...





Rss.plus
Сергей Брановицкий

Создание и продвижение КАНАЛА, ГРУППЫ или ЧАТА в WhatsApp, Telegram, Там Там и других мессенджерах.




Свыше 140 земельных участков выставили на торги в Подмосковье за неделю

Врач Королева: прогулки помогут пожилым укрепить свою нервную систему

Культурные маршруты в Екатеринбурге от Константина Панова на 11 - 12 июня

В преддверии 100-летнего юбилея дивизии имени Ф.Э. Дзержинского в музее соединения выставлены редкие реликвии




საბავშვო ბაღებისთვის ცხენის ხორცის მიმწოდებელი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია ერთ-ერთი კერძო კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც სამტრედიის ბაგა-ბაღებში საკვებად შეიტანა ცხენის ხორცი. მას ბრალად ედება მომხმარებლის მოტყუება და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება... Читать дальше...

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ვერ შეთანხმდნენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე - ამის შესახებ "როიტერსი" იუწყება თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით. ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკების დღევანდელი რაუნდი წინასწარ დაგეგმილი ხუთი საათის ნაცვლად დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

ბორჯღალოსნები ინგლისის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ნაკრების თავკაცის მილტონ ჰეიგის განცხადებით, მის შეგირდებს უმაღლესი რანგის ნაკრებებთან თამაშისა და თუნდაც ვარჯიშის გამოცდილება ჰაერივით სჭირდებათ და სამწუხაროა, რომ მიზეზთა გამო, ამას იშვიათად ახერხებენ.

თბილისში კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სავარაუდოდ CO-ს დაგროვებას

Radiotavisupleba.ge 

თბილისში ორი ადამიანი გარდაიცვალა სავარაუდოდ, მხუთავი გაზის, CO-ს დაგროვების შედეგად. უბედური შემთხვევა გვიან ღამით მოხდა ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, რომლებსაც სახლი ნაქირავები ჰქონდათ. „ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი გამათბობელი ("ნიკალა"), ხოლო სახლის ეზოში დარღვევითაა დამონტაჟებული სამი, ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. Читать дальше...

ვიეტნამში გრძელდება დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკება

Radiotavisupleba.ge 

მეორე დღეა ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში მიმდინარეობს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა. სასტუმრო „მეტროპოლში“ მოლაპარაკების განახლებამდე, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული განიარაღების საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მთავარია არა ტემპი, არამედ შეთანხმების სწორი შინაარსი. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მადლიერია და აფასებს იმას, რომ ჩრდილოეთ კორეაში აღარ ტარდება რაკეტების გამოცდა. ტრამპის განცხადებითვე, საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში... Читать дальше...

ბორის ნემცოვის მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა

Radiotavisupleba.ge 

ათეულობით ადამიანი შეიკრიბა გვიან ღამით მოსკოვში, კრემლის მახლობლად მდებარე მოსკვორეცკის ხიდზე, სადაც 2015 წლის 27 თებერვალს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ცნობილი რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, მკვლელობის დროს, 23 საათსა და 31 წუთზე აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ბორის ნემცოვის ხსოვნას. დღის განმავლობაში ხიდზე ყვავილები მიიტანეს აშშ-ის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, შვედეთის, ლიეტუვის და სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა. Читать дальше...



Москва

Захарова: армянам - нота, апшеронцам – «да»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о волонтерском движении Москвы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Виктор Тепляков

Депутат ЗСК Виктор Тепляков провёл комиссионный осмотр гимназии №15 в Сочи




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Турнир по рукопашному бою в Солнечногорске собрал 250 спортсменов

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол

Московские школьники завоевали медали на Азиатской физической олимпиаде


Ролан Гаррос

Свёнтек сравнялась с Шараповой по победам на турнирах Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России