Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2021

Новости за 12.03.2021

კელი დეგნანი მიესალმა ვახო სანაიას სამსახურში დაბრუნებას მასზე თავდასხმის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „ფორმულას" ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. ის მიესალმა ჟურნალისტ ვახო სანაიას სამსახურში დაბრუნებას მასზე თავდასხმის შემდეგ. „ვფიქრობ, რომ დღეს, სწორედ ახლა, ვხედავთ, თუ რამხელა გამბედაობაა საჭირო იმისთვის, რომ იყო ჟურნალისტი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე, მათ შორის აქაც. ვახო და სხვები, ვისაც თავს დაესხნენ ან დაემუქრნენ - ასეთი რამ უბრალოდ დაუშვებელი და სახიფათოა. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიათავისუფლების ძალიან მტკიცე მხარდაჭერას", - განაცხადა კელი დეგნანმა. Читать дальше...

გახშირებული ეჭვების გამო ბულგარეთმა დროებით შეაჩერა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთმა დროებით შეაჩერა COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ამ პრეპარატის თაობაზე ეჭვების გახშირების გამო. ბულგარეთის მთავრობამ 12 მარტს განაცხადა, რომ ვაქცინის გამოყენება შეჩერებულია, სანამ ევროპის მედიკამენტების სააგენტოსგან არ მიიღებს წერილს მისი უსაფრთხოების თაობაზე ყოველგვარი ეჭვის გასაფანტად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 12 მარტს განაცხადა, რომ სწავლობს ინფორმაციას სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე, რაც ევროკავშირში გაუჩნდა რამდენიმე ადამიანს... Читать дальше...

თინა ბოკუჩავა მამუკა მდინარაძეს IRI-ის ანგარიშის "სელექციურ კითხვაში" ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა მმართველი პარტიის ლიდერს მამუკა მდინარაძეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ანგარიშის "სელექციურად წაკითხვაში" ადანაშაულებს. ბოკუჩავამ მედიისთვის ამ საკითხზე ბრიფინგ,ი გამართა. "ბატონმა მდინარაძემ კონტექსტიდან ამოგლეჯილად სცადა დაემახინჯებინა ის დასკვნითი ანგარიში, რომელიც გამოაქვეყნა IRI-მ. ამ დამახინჯებული სურათით ისინი ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში", - თქვა ბოკუჩავამ და რამდენიმე მაგალითი მოიყვანა. ბოკუჩავას თქმით: "როდესაც მდინარაძე საუბრობდა წინასაარჩევნო გარემოზე... Читать дальше...



ძეგლთა დაცვის სააგენტო დუშეთის ეპარქიას ახატნის ეკლესიის დაცვას სთხოვს  

Radiotavisupleba.ge 

სოფელ ახატნის ეკლესიის საცხოვრებლად გამოყენების გამო ძეგლთა დაცვის სააგენტო წილკნისა და დუშეთის ეპარქიას მიმართავს და სთხოვს, ეკლესიიდან საყოფაცხოვრებო ნივთები (ღუმელი, ლოგინი…) გამოიტანონ, ასევე მიიღონ ზომები, რომ კულტურული ძეგლის ტერიტორია მომავალშიც დაცული იყოს. რამდენიმე დღის წინ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ახატნის მცირე ეკლესიას საცხოვრებლად იყენებენ. ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ფაქტის შესწავლის მიზნით ახატნის ეკლესიაში იმყოფებოდნენ. Читать дальше...

სააკაშვილი: კანონი, რომლითაც დაცულია „ტვ პირველი“, ჩემი ინიციატივით შევიდა პარლამენტში

Radiotavisupleba.ge 

„ტვ პირველის“ საკითხზე გამოტანილ განჩინებას გამოეხმაურა „მთავარი არხის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან გაიხსენა კანონი, რომელიც 2004 წელს არის მიღებული და აღნიშნა, რომ მასზე „ევროპული საქართველოს“ ამჟამინდელ ლიდერთან, გიგა ბოკერიასთან ერთად იმუშავა. „კანონი, რომლითაც დაცულია „ტვ პირველი“, ჩემი ინიციატივით შევიდა პარლამენტში. ინფორმაციის თავისუფლების კანონი [„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი]. ჩვენ ავიღეთ ყველაზე მაგარი ამერიკული მაგალითები. სხვათა შორის, მაშინ ვიმუშავე გიგა ბოკერიასთან ერთად. Читать дальше...

თალაკვაძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასოდეს არ მომხდარა ადამიანებზე ზეწოლა ჩანაწერებით

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების დროს დაგეგმილად დაიწყო უარყოფითი საინფორმაციო კამპანია ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. მისი თქმით, ამის უკან დგას ადამიანთა ის ჯგუფი, ვინც საზოგადოებაში ავრცელებს ზიზღს და ამავე კონტექსტში ახსენა მიხეილ სააკაშვილის გუნდი. "ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასოდეს არ მომხდარა ადამიანებზე ზეწოლა ან მათი კომპრომეტაცია ჩანაწერებით. ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. იმ შემთხვევებში... Читать дальше...

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს

Radiotavisupleba.ge 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დიალოგის დეტალების შესახებ ვერ ილაპარაკებს. როგორც კობახიძე ამბობს, ამ თემაზე პარტნიორებთან შეთანხმდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში შედგება შეთანხმება. „საზოგადოება პასუხს ელოდება უკვე დიდი ხანია და რამდენიმე დღესაც ალბათ დაგვაცდიან. ამის შემდეგ უკვე საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას... Читать дальше...

რა ნაბიჯებიც იქნება საჭირო იმას გავაკეთებ, არის საჭირო პროტესტი? მზად ვარ ამის ავანგარდში ვიყო

News.ge 

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ თუ “ქართული ოცნება” თამაშობს და არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებს, ოპოზიცია მკაფიო განცხადებას გააკეთებს. გიორგი ვაშაძის თქმით, მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაიწელება. “მე ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, თუ დავინახე, რომ “ქართული ოცნება” გვეთამაშება და არანაირ შეთანხმებას არ აპირებს, ასეთ შემთხვევაში, მკაფიო განცხადებას გავაკეთებთ.  ვერ გაიწელება ეს მოლაპარაკება უსასრულოდ, ...



ქართული კერძო სადაზღვევო კომპანია მარტის ბოლოდან COVID-ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

კერძო სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგი, საქართველოში, მარტის ბოლოდან COVID-ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა კომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა თინათინ სტამბოლიშვილმა. საინფორმაციო წერილი მარტის ბოლოდან ვაქცინაციის დაწყების შესახებ, სადაზღვევო კომპანიის კორპორაციულ კლიენტებს ელექტრონულ ფოსტაზე 11 მარტს მიუვიდათ. წერილის თანახმად, სადაზღვევო კომპანია მათთან დაზღვეულ ორგანიზაციებს სთხოვს, მოიძიონ ინფორმაცია ორგანიზაციებში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ... Читать дальше...

ალექსეი ნავალნი ეტაპით წაიყვანეს კოლჩუგინოს საგამოძიებო იზოლატორიდან

Radiotavisupleba.ge 

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ვლადიმირის მხარის ქალაქ კოლჩუგინოს საგამოძიებო იზოლატორიდან ეტაპით წაიყვანეს. ამის შესახებ პოლიტიკოსის ადვოკატები იტყობინებიან. ადვოკატების თქმით, 12 მარტს ისინი სხვადასხვა საბაბით არ დაუშვეს ნავალნისთან. საგამოძიებო იზოლატორის თანამშრომლებმა უარი თქვეს განემარტათ, სად გადაჰყავთ ნავალნი. მანამდე „ვედომოსტიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი, რომელსაც სასამართლომ „ივ როშეს“ საქმეში პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა, სასჯელს მოიხდის... Читать дальше...

იმისთვის, რომ განიმუხტოს დაპირისპირება, მნიშვნელოვანია პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული რურუა და მელია გათავისუფლდნენ

News.ge 

იმისთვის, რომ დღეს, ამ სიტუაციაში განიმუხტოს დაპირისპირება, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული რურუა და მელია გათავისუფლდნენ, მაგრამ ეს არ დაგვაზღვევს ჩვენ სამომავლოდ იმისგან, რომ დაირღვეს კონკრეტული ადამიანების უფლებები და სისტემამ სწორდ იმუშაოს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. Читать дальше...

ჩეჩნეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ახმად ზაკაევის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთში ტერორიზმის საჯარო გამართლებისა და პროპაგანდის ბრალდებით აღძრეს სისხლის სამართლის საქმე სეპარატისტული იჩკერიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერის, ახმად ზაკაევის მიმართ, რომელიც 19 წლის განმავლობაში ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში. ახალი საქმის აღძვრის საბაბი გახდა ზაკაევის განცხადება, რომელშიც მან დაიცვა საველე მეთაურ ასლან ბიუტუკაევის სავარაუდო მეომრები, რომლებიც მიმდინარე წლის იანვარში მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იტყობინება. ჟურნალისტთა თქმით, საქმე ეხება ზაკაევის ვიდეომიმართვას... Читать дальше...

მინისტრებმა "ნამახვანჰესზე" გამართული შეხვედრა კითხვებზე პასუხგაუცემლად დატოვეს

Radiotavisupleba.ge 

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქუთაისში "ნამხვანჰესის" შესახებ გამართული შეხვედრა ისე დატოვეს, რომ ამ ხეობის მცველებს, რომლებიც აქციებს 130 დღეზე მეტი ხანია მართავენ, კითხვებზე არ უპასუხეს. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ისინი კიდევ ერთხელ მოატყუა. შეხვედრაზე, რომელიც დაანონსებული იყო, ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე სიახლე გააცნო აქციის მონაწილებს. მათ შორის ითქვა, რომ ჰესის მშენებელი კომპანია "ენკას" ეროვნებით თურქი დირექტორი ქართველით შეიცვლებოდა... Читать дальше...

Лавров пошутил на встрече с Чавушоглу в Дохе - видео

ИА «Новости-Грузия» 

"Где мой сувенир из Кыргызстана?" – такими словами глава МИД России Сергей Лавров встретил своего турецкого коллегу Мевлюта Чавушоглу в столице Катара. Смотрите в видео, как прошла встреча дипломатов

თურნავას თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებარე კომპანიას ქართველი დირექტორი ეყოლება

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენი მოთხოვნით დაინიშნება ქართველი დირექტორი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში რიონის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრისას. საუბარია კომპანიაზე, რომელიც „ნამახვანჰესს“ აშენებს. ნათია თურნავა ამბობს, რომ ახალი დირექტორი ადგილზე გაუძღვება სამშენებლო სამუშაოებს და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.  „ასევე შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, მათ შორის ნებისმიერი თქვენთაგანი შეძლებს მასში მონაწილეობას. Читать дальше...


Музыкальные новости
The Beatles

Музыка ABBA и The Beatles прозвучат в исполнении симфонического оркестра





Rss.plus
Владимир Путин

Путин возвращает оставленный Россией без боя плацдарм во Вьетнаме. Советский опыт поможет РФ вернуться в регион Юго-Восточной Азии.




Представлен самый грузоподъемный дрон в России

Тазики и ведра. Жители нового ЖК в Химках почти два года жили без воды

По городам и БРИКСам // Россия и Глобальный Юг будут дружить муниципалитетами

В разрезе добыли аресты // Ликвидатору шахт и подрядчику инкриминируют мошенничество с бюджетными деньгами




რიონის ხეობის მცველი: ხელისუფლებამ ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვაყენა შეურაცხყოფა

Radiotavisupleba.ge 

რიონის ხეობის მცველი, მაკა სულაძე, რომელიც "ნამახვანჰესის" აშენების წინააღმდეგია, ამბობს, რომ ხელისუფლებამ მათ შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენა. მისი თქმით, ამის დასტური იყო დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა და გარემოს დაცვის მინისტრმა მოლაპარაკებებისთვის არ გამოიყენეს. "ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვაყენეს შეურაცხყოფა. ბევრს ეჭვი გაუჩნდათ, რომ დავთანხმდით დიალოგზე, თითქოს ხელისუფლებასთან წამოვედით გარიგებაზე, მაგრამ ეს ასე არ არის - ჩვენ, ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ გვჩვევია სიტყვის გატეხა. Читать дальше...

„ვედომოსტის“ თანახმად, ნავალნი პოკროვშია, ნომერ მეორე კოლონიაში

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელსაც სასამართლომ „ივ როშეს“ საქმეში პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა, სასჯელს მოიხდის ვლადიმირის ოლქის პოკროვის შრომა-გასწორების ნომერ მეორე კოლონიაში ამის თაობაზე წერს „ვედომოსტი“, რომელიც ეყრდნობა სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურსა და ქალაქის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებს. სასჯელაღსრულების სამსახურის წყარო ამბობს, რომ ეს კოლონია ნავალნის პირად საქმეში მითითებულია, როგორც საბოლოო პუნქტი, მაგრამ ეს გაადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს. Читать дальше...

ნათია თურნავა აცხადებს, რომ დაარსდება რიონის ხეობის ფონდი

Radiotavisupleba.ge 

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში რიონის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პარალელურად შეიქმნება რიონის განვითარების ფონდი, რომელშიც თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო. „მთლიანობაში 5 მილიონი ლარის ოდენობის ფონდი იქნება. ის ჰესის მშენებლობის პერიოდში ხეობის მოსახლეობის ყველა საჭირბოროტო პროექტს დააფინანსებს. ფონდის მართვაში მოსახლეობა, სათემო ორგანიზაციები ჩაერთვებიან. ეს ფონდი დაფარავს არა მხოლოდ იმ სოფლებს, რომლებიც პროექტის არეალშია... Читать дальше...

გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი

News.ge 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ტელეკომპანია „პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ყველა ჩართულ მხარეს მოუწოდებს, პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ სიტუაციას. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია „პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი ... Читать дальше...

არავინ არსად შევარდნას არ აპირებს

News.ge 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმით, რომ კონკრეტულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სწრაფად და დროულად დასრულდეს, უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს “ტვ პირველთან” დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განუცხადა. “პირველი, რაც მინდა ვთქვა, ისაა, რომ კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორუფლებიანი. რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხს, პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებულნი, რომ გამოძიება ...



Москва

В разрезе добыли аресты // Ликвидатору шахт и подрядчику инкриминируют мошенничество с бюджетными деньгами


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о строительстве соцобъектов в кварталах реновации



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Филипп Киркоров

Компромат на Киркорова: стало известно, за что Успенская угрожает Джугелии




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Собянин представил летнюю программу мероприятий в «Лужниках»

Навка: во время болезни Заворотнюк возили по Москве только в парандже

В Кузьминках обустраивают пространство для отдыха и занятий спортом


WTA

Путинцева в Бирмингеме завоевала третий титул WTA в карьере



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Представлен самый грузоподъемный дрон в России



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России