Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2021

Новости за 24.03.2021

ნინო დოლიძე: საარჩევნო რეფორმაზე მუშაობის პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს

Radiotavisupleba.ge 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო რეფორმაზე მუშაობის პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს და მასში პოლიტიკური პარტიები უნდა ჩაერთონ. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ რაც არ უნდა კარგი საარჩევნო კოდექსი იქნას მიღებული, ამის გარეშე ნდობა მის  მიმართ დაბალი იქნება: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რეფორმა აუცილებლად უნდა იყოს ინკლუზიური ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობით და თუ ვთქვათ დღეს საპარლამენტო... Читать дальше...

თეა წულუკიანმა სამი მოადგილე წარადგინა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი სამი მოადგილე წარადგინა. მინისტრის პირველი მოადგილე გახდა კახა სიხარულიძე, რომელიც კარიერული დიპლომატია და სხვადასხვა დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილის, დეპარტამენტის ხელმძღვანელის და პრესსპიკერის თანამდებობებს და იყო საქართველოს ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაში. როგორც თეა წულუკიანმა თქვა, მასთან ერთად კახა სიხარულიძე იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე... Читать дальше...

დღეიდან ტაქსით 2 მგზავრზე მეტის გადაყვანა შეიძლება

Radiotavisupleba.ge 

ტაქსითი მგზავრობის დროს 2 კაცით გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა. დადგენილება მთავრობამ დღეს მიიღო და ეს ნაწილი დღეიდანვე ამოქმედდა. ახლა ტაქსით გადაადგილებასთან დაკავშირებით დადგენილებაში ასეთი ჩანაწერი არსებობს: "ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით". ტაქსითი 2 მგზავრზე მეტის გადაყვანაზე შეზღუდვა თითქმის 1 წელია მოქმედებს. წესის დარღვევისთვის ჯარიმა 2000 ლარი იყო.



სენატორმა შაჰინმა საქართველოს შესახებ გამართული მოსმენის შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ 23 მარტს გამართული მოსმენის შემდეგ, ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. დემოკრატი სენატორი საქართველოს მიმართ აშშ-ის ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. სენატორ შაჰინის თანახმად, აშკარაა, რომ საქართველოსადმი აშშ-ის ძლიერი ორპარტიული... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 8 პაციენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 23 293 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 450 შემთხვევა. ნახევარზე მეტი - 237 თბილისში. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 1.93%; ბოლო 7 დღის - 1.92%; ბოლო 14 დღის - 1.59 %. გასული დღე-ღამის განმავლობაში 254-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. Читать дальше...

PCR-ტესტირების ყალბი ცნობების დამზადება-გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ედება ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ორ დაინტერესებულ პირს, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ დაუმზადა და გადასცა კორონავირუსზე PCR კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები. საგამოძიებო სამსახურის თანახმად, ამოღებულია დიდი ოდენობით... Читать дальше...

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დღეს ელოდება Pfizer-ის ვაქცინას

Radiotavisupleba.ge 

საქართველომ დღეს უნდა მიიღოს ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის პირველი პარტია, 29 500 დოზა. ამ ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ია. საქართველოში 15 მარტიდან მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის AsrtaZeneca-ს ვაქცინით, რომლის 43200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. 15 მარტის შემდეგ აცრილთა რიცხვი 4000-ზე ოდნავ მეტია. ვაქცინაციის ისედაც დაბალი ტემპი კიდევ უფრო შეანელა აცრის შემდეგ, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიის გამო ახალციხელი ექთნის გარდაცვალებამ. Читать дальше...

WHO-ს მონაცემებით, მსოფლიოში მეოთხე კვირაა იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, მეოთხე კვირაა იზრდება დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლოში აღირიცხა 3.3 მილიონამდე ახალი შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 8%-ით მეტია. ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლენილია ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 60 400-ზე მეტი ადამიანი, რაც წინა კვირასთან შედარებით, 3%-ით მეტია. Читать дальше...



კრემლის თანახმად, პუტინმა სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთი გაიკეთა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვლადიმირ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა გაიკეთა, თუმცა კონკრეტულად რომელი, არ ამბობენ. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა სააგენტო „ტასს“ გვიან ღამით უთხრა, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და დღეს სრულფასოვანი სამუშაო დღე ექნება. პესკოვის თანახმად, კრემლი შეგნებულად არ ასახელებს კონკრეტულ ვაქცინას, რადგან „სამივე რუსული ვაქცინა აბსოლუტურად საიმედო და ეფექტურია“. რუსეთში რეგისტრირებულია ადგილობრივი წარმოების სამი ვაქცინა: Sputnik V, EpiVacCorona და CoviVac-ი. Читать дальше...

ჯეიმს რიში: კრიზისისთვის ყველა მხარეა პასუხისმგებელი, მისი დაძლევის მთავარი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე, მთავარი მომხსენებლების შემდეგ სიტყვით გამოვიდა კომიტეტში რესპუბლიკური პარტიის მთავარი წარმომადგენელი ჯეიმს რიში. სენატორმა რიშმა განაცხადა, რომ 2012 წლის მოგზაურობის დროს საქართველოში, ის ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რადგან მხარეებმა მაშინ მოახერხეს შეთანხმება და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარება. მაგრამ, მისი თქმით, უკანასკნელ წლებში საქართველოში, სამწუხაროდ, დემოკრატის უკუსვლა მოხდა. Читать дальше...

ჯორჯ კენტი: "ოცნებამ" შეინარჩუნა ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ არიან კი ქართველები იმ ღირებულებების ერთგულნი, რომლებიც ამ გზაზე წაიყვანს? 

Radiotavisupleba.ge 

23 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საკითხზე: "დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში". სხდომას ხელმძღვანელობდა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი. მოსმენაზე მომხსენებლად მიწვეული იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი. მოხსენებების შემდეგ კენტმა და მაკდონალდმა სენატორების შეკითხვებს უპასუხეს. ჯინ შაჰინი ჯორჯ კენტს შეეკითხა, რამდენად შეშფოთებული უნდა იყოს აშშ იმ ბრალდებების გამო... Читать дальше...

საქართველოს საკითხის განხილვისას სენატში ფინანსური და სამხედრო  დახმარების პირობითობაზე დაისვა კითხვა  

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების საკითხზე გამართული მოსმენის დროს, კომიტეტში რესპუბლიკური პარტიის მთავარმა წარმომადგენელმა, სენატორმა ჯეიმს რიშმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს კითხვა დაუსვა საქართველოს დახმარების პაკეტში პირობების დათქმის თაობაზე. „როგორც იცით, ევროკავშირმა ბოლო ხანს ჩადო პირობითობა მისი მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ ზოგიერთ დახმარებაზე. ჩვენც ხომ არ უნდა ვიფიქროთ ასეთ... Читать дальше...

კარა მაკდონალდი: „უარყოფითი მოვლენები და ტენდენციები საფიქრალს გვიჩენს“

Radiotavisupleba.ge 

დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე "დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში", რომელსაც ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი უძღვებოდა, მომხსენებლის სახით მიწვეული იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, კარა მაკდონალდი. თავის გამოსვლაში მაკდონალდმა აღნიშნა, რომ საქართველო „რეგიონის ლიდერია დემოკრატიის განვითარებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“. Читать дальше...

მოსმენა საქართველოს შესახებ აშშ-ის სენატში - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 მარტს

Radiotavisupleba.ge 

„ვითარება საქართველოში კრიტიკულია“ - შეფასებები სენატში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საკითხზე: "დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში". პოლიტიკური დაპირისპირება ქვეყანაში, პოლიტპატიმრების საკითხი, შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა, საგარეო გამოწვევები - ის ძირითადი აქცენტები იყო, რაზეც სენატორებმა ყურადღება გაამახვილეს. დისკუსიას ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი უძღვებოდა, რომელმაც თქვა, რომ ვითარება საქართველოში „კრიტიკულია“. Читать дальше...



Москва

Новый рекорд России: медитация Relax FM объединила 1699 человек


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о строительстве соцобъектов в кварталах реновации



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Александр Розенбаум

Премьера мюзикла по песням Александра Розенбаума намечена на осень 2025 года




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Навка: во время болезни Заворотнюк возили по Москве только в парандже

В Кузьминках обустраивают пространство для отдыха и занятий спортом

В сочинском парке «Ривьера» установили национальный рекорд по массовой медитации


Елена Рыбакина

Шокирующая информация появилась о здоровье Елены Рыбакиной



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России