Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2022

Новости за 01.03.2022

პარლამენტის წინ აქციაზე ელენე ხოშტარიამ 3 მოთხოვნა გააჟღერა - ერთი მთავრობის გადადგომაა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, პარლამენტის წინ აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილები, ერთი მხრივ, მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას, მეორე მხრივ, აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. აქციაზე პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სამი მთავარი მოთხოვნა გააჟღერა: წავიდეს და თან წაიყოლოს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილმა; გადავიდეთ ქმედით ნაბიჯებზე უკრაინის დასახმარებლად: დავუხუროთ ცა რუსეთს და გავუსხნათ უკრაინას; მთავრობის გადადგომის შემდეგ, საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. Читать дальше...

ევროპარლამენტის რეზოლუცია: "უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს"

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტმა სამშაბათს გამართულ სხდომაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია. მასში ის მკაცრად გმობს „არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც ბელარუსიც მონაწილეობს. რეზოლუცია შეიცავს მოთხოვნას, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები და რუსეთის ფედერაციის ჯარებმა უპირობოდ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირში უკრაინის მიღებას. რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას... Читать дальше...

აჭარის მთავრობის სახლთან მთავრობის გადადგომას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია იმართება. მოქალაქეები მთავრობის წევრების გადადგომას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციაზე არიან "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერებიც. "ფორმები გაიხადეთ", "ქართველები ხართ? არ გრცხვენიათ?" - მიმართავდნენ პოლიციელებს მოქალაქეები. ისმის "ქართული ოცნებისა" და რუსეთის პრეზიდენტის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილებიც. აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების დროს 5-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია... Читать дальше...



აღარც ფეისბუკი, აღარც ტიკტოკი, აღარც იუტუბი - კრემლის მედია მთელ ევროპაში იბლოკება

Radiotavisupleba.ge 

ევროპელი მარეგულირებლების კვალდაკვალ, სოციალური ქსელებიც ბლოკავენ კრემლის მიერ კონტროლირებად მედიას - RT-ს და Sputnik-ს. ამ დროს, ყველა რუსულ მედიასაშუალებას ეკრძალება, უკრაინაში მიმდინარე ომს უწოდოს ომი.

ურზულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით

Radiotavisupleba.ge 

“ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ პერიოდში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი "ტვიტერზე". ურზულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის კადრებს "ტვიტერზე" ავრცელებს სალომე ზურაბიშვილიც. Читать дальше...

როგორ დაეხმარა საქართველო უკრაინას - საგარეო უწყება ჩამონათვალს აქვეყნებს

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას“ - ამ სათაურით საქართველოს საგარეო უწყება აქვეყნებს იმ ნაბიჯების ჩამონათვალს, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად ხელისუფლებამ გადადგა. პირველი ნაწილი მოიცავს საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში: მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის თაობაზე; თანასპონსორობა გაუწია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ;... Читать дальше...

გაერო 1,7 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფისკენ მოუწოდებს უკრაინისა და მეზობელი ქვეყნებისთვის

Radiotavisupleba.ge 

გაერო მოუწოდებს 1,7 მილიარდი აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფისკენ უკრაინისა და მეზობელი ქვეყნებისთვის. ამის შესახებ საუბარია გაეროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. "ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს გახდება ლტოლვილებთან დაკავშირებული ყველაზე სერიოზული კრიზისი ევროპაში ამ საუკუნეში. ჩვენ ვხედავთ მეზობელი ქვეყნების სოლიდარობას და სტუმარმასპინძლობას, მაგრამ ჩვენ მეტი მხარდაჭერა გვმართებს", - წერია დოკუმენტში. გაეროს შეფასებით, უახლოეს თვეებში მოსალოდნელია, რომ უკრაინაში 12 მილიონზე მეტ ადამიანს... Читать дальше...

შეტევა განხორციელდა კიევის სატელევიზიო ანძაზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს ცნობით, რუსი სამხედროები თავს დაესხნენ კიევის სატელევიზიო ანძას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ დარტყმა განხორციელდა ტელეანძაზე მაუწყებლის სააპარატოში. პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ჩაირთვება ზოგიერთი არხის სარეზერვო მაუწყებლობა.  რამდენიმე არხის ნახვა შესაძლებელია Youtube-ზე და Megogo სერვისზე. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ რუსეთის ჯარები აპირებენ იერიში მიიტანონ კიევში იმ ობიექტებზე... Читать дальше...



მთავრობის ადმინისტრაცია: გაუგებარია უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. ამის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციამ ხელმძღვანელის, ილია დარჩიაშვილის განცხადება გაავრცელა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პრემიერისა და მმართველის გუნდის მსგავსად გაიმეორა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ წყვეტს საქართველოს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში ჩარევის მცდელობას. დარჩიაშვილმა ვიდეომიმართვაში გაიხსენა, რომ უკრაინაში გაიგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი. Читать дальше...

რუსეთი მზად არის, დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი - ინტერვიუ ლევ შლოსბერგთან 

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 1 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვიდეომიმართვაში, რომელიც ჟენევაში, განიარაღების კონფერენციის მონაწილეებისთვის ჩაწერა, თქვა: „რუსეთისთვის მიუღებელია, რომ აშშ-ის ბირთვული იარაღი განლაგებულია ევროპაში. დროა დავაბრუნოთ ის სახლში“. ამ განცხადების შეფასება სთხოვა Current Time-მა (რუსულენოვან Current Time-ის ქსელს მართავს რადიო თავისუფლება ამერიკის ხმასთან თანამშრომლობით), რუს პოლიტიკოსს, საზოგადო მოღვაწესა და ჟურნალისტს, ლევ შლოსბერგს. - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა... Читать дальше...

ევროკავშირში საქართველოს გაწევრების საკითხზე კომიტეტმა რეზოლუციის პროექტი მოამზადა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგების წინაშე წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება. დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის. რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს... Читать дальше...

რუსეთი გეგმავს იერიში მიიტანოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ობიექტებზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ჯარები აპირებენ იერიში მიიტანონ კიევში იმ ობიექტებზე, საიდანაც „რუსეთის წინააღმდეგ ხორციელდება უკრაინის საინფორმაციო შეტევა". რუსული სააგენტო "ტასი" თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი მაღალი სიზუსტის იარაღს გამოიყენებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ტექნოლოგიური ობიექტების და კიევის მთავარი, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური სპეცოპერაციების 72-ე ცენტრის წინააღმდეგ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს სახლების დატოვებისკენ იმ მოსახლეობას... Читать дальше...

ბერა ივანიშვილი ინსტაგრამზე სოლიდარობას უცხადებს უკრაინას

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ინსტაგრამზე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. მან ინსტაგრამის პროფილის ფოტოდ უკრაინის დროშა დაიყენა და უკრაინელ ხალხს მიმართა: „მინდა, გამოვხატო სოლიდარობა ჩემი ძვირფასი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ეს 2008 წელს გავიარეთ და ვიცით, რომ ამაზე საშინელი და ტრაგიკული არაფერია. ვლოცულობ თქვენთვის."

უკრაინის საელჩო კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ გაიწვია ელჩი ზელენსკიმ საქართველოდან

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველი ანდრია კასიანოვი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ გაიწვია ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის. მან ამ საკითხზე მედიასთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან გაიმეორა პრეზიდენტის მიერ დასახელებული ორივე მიზეზი: უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეების არგაშვება; სანქციებისადმი გამოხატული პოზიციები. "არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომლებიც უნდა განიხილონ ამ კონსულტაციების დროს. ეს არის კომენტარი, რაც შემიძლია ამ საკითხზე გითხრათ"... Читать дальше...

გასცემს თუ არა ჰააგის სასამართლო პუტინის დაკავების ორდერს?

Radiotavisupleba.ge 

მეექვსე დღეა უკრაინა დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს ითვლის. მათ შორის, ბავშვებს, ქალებს. 28 თებერვალს, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს უკვე ემსხვერპლა სულ მცირე 352 მშვიდობიანი მოქალაქე.

მდინარაძე: სახელმწიფოს ნებართვით მოხალისეების გაგზავნა ომში ჩართვის განაცხადი იქნებოდა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის პასუხად განმარტა, რომ თუ საქართველოდან უკრაინაში მოხალისეები გაფრინდებოდნენ, ეს იქნებოდა ომში ჩართვა. „მოხალისეებთან დაკავშირებით ძალიან მარტივად გეტყვით, როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ ჩემი ნებართვით, მაგალითად, ეს კონკრეტული თვითმფრინავი გაიგზავნება მოხალისეებთან ე.ი. მებრძოლებთან ერთად ომში, მაშინ ის აკეთებს კონკრეტულ განაცხადს, ამას ჰქვია კონკრეტული განაცხადი და ერთვები ომში. თან მაშინ, როდესაც... Читать дальше...

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლარი დოლართან 22 თეთრით გაუფასურდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან თითქმის 22 თეთრზე მეტით გაუფასურდა. თუკი 24 თებერვალს დილას 1 დოლარი 3,003 ლარი ღირდა, ხვალ 3,2244 ლარი ეღირება. დოლარი 3-ლარიან ნიშნულს, ბოლო 20 თვის განმავლობაში პირველად, 4 თებერვალს ჩამოსცდა და რამდენიმე გამონაკლისის გარდა ეს ტრენდი არ დაურღვევია. ამავე პერიოდში თითქმის 20 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან. თუკი 24 თებერვალს დილას 1 ევრო 3,4063 ლარი ღირდა, ხვალ 3,6039 ლარი ეღირება. 24 თებერვალს რუსეთი... Читать дальше...

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი - ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეკლესიას ამ დრომდე არ უღიარებია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პროცესი 2018 წლიდან დაიწყო. რუსეთის ეკლესია, რომელიც უკრაინაში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიებსაც განაგებს, ავტოკეფალიის აღიარებას მედგარ წინააღმდეგობას უწევს;

ცხოვრება ბლოკადაში. რა დარჩება რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსებისგან?

Radiotavisupleba.ge 

როგორ გადაიქცევიან რუსული ბანკები შემნახველ სალაროებად? რა დარჩება რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივების დაბლოკვის შემდეგ? რისთვის არის საჭირო ნაღდი ფული, რით იმგზავრებენ და იფრენენ რუსეთის მოქალაქეები? რა მიმართულებით უნდა გაიქცნენ, როცა ქვეყნიდან წასვლას გადაწყვეტენ? 28 თებერვალი რუსული ვალუტის მორიგი „შავი“ დღე იყო. Forex საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის გახსნის შემდეგ, რუბლმა ვერტიკალური ვარდნა განიცადა. დოლარმა იოლად გადალახა 100 რუბლის ზღვარი და 117-ის მახლობლობაში გაჩერდა. ევროპული ვალუტა იმავე სიმსუბუქით ავიდა 130-ზე. Читать дальше...


Музыкальные новости
Джиган

Пополнение в семье: дочь Джигана и Оксаны Самойловой «стала мамой»





Rss.plus
Арцах

ГЕРОИЧЕСКОЕ УЧАСТИЕ АРМЯН В СВО. ЧАСТЬ ЧЕТВЕРТАЯ




Новый детский сад откроют в микрорайоне Климовск в Подольске в этом году

Юные музыканты из Долгопрудного выступят на выставке «Россия» на ВДНХ

Шесть новых услуг добавили в МФЦ Химок с начала года

Замминистра Ганцов рассказал о новых проектах китайских инвесторов в Подмосковье




ამასობაში ქართველობა მართლა წაგვართვეს

Radiotavisupleba.ge 

თურმე, მართლა შესაძლებელი ყოფილა ქართველობის წართმევა. ეს სამომავლო საფრთხე აღარაა - მოხდა უკვე. რას წარმოვიდგენდი ცხოვრებაში, რომ მსოფლიო რუსეთს დაუპირისპირდებოდა და ჩვენ ამ კონფლიქტში ჩვენ ძმებს და დებს, ჩვენ უახლოეს მეგობრებს, ჭირში და ლხინში გვერდით მდგომებს, ამ ომში ობიექტურად, აბსოლუტურად, ასი პროცენტით მართალ მხარეს ვუგანებდით და რუსების მხარეს დავიჭერდით? თან რატომ, იმიტომ რომ შეგვეშინდა? ეგ გვასწავლეს მშობლებმა? ეგ გვასწავლეს სკოლაში? ეგ წერია ჩვენს წიგნებში? ეგაა ქართველობა? თუ კიდევ ვინმე გულუბრყვილოს კიდევ ჰგონია... Читать дальше...

შეიძლება თუ არა, რუსეთი გაასამართლონ უკრაინაში ომის გამო?

Radiotavisupleba.ge 

უკრაინას წინ რთული გზა ელის, რადგან ის ცდილობს რუსეთს კანონიერად აგოს პასუხი მისი შემოჭრისთვის, ამბობს ენტონი დვორკინი, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს უფროსი თანამშრომელი და ექსპერტი ომის დანაშაულებებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში.

კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე: ენმ-ს ჩვენი ომში ჩათრევა უნდა

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ქვეყნის ომში "ჩათრევის" სურვილით ხსნის. ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი უკრანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ელჩის გაწვევის შესახებ. "საქართველოში კოორდინაციის ნაწილში ჩართული არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის შემჩნეული იყო ღალატში - ეს არის ნაცმოძრაობა. თქვენ ნახეთ, სანქციები იყო დასახელებული როგორც მთავარი მიზეზი ელჩის გაწვევის. სანქციები არ დააწესა: მოლდოვამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა... Читать дальше...

ფოტორეპორტაჟი: თბილისის შენობები უკრაინული დროშებით

Radiotavisupleba.ge 

თბილისის შენობებზე გადმოფენილია უკრაინის დროშები. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობა გამოდის უკრაინის მხარდასაჭერად. ყოველ დღე ათასობით ადამიანი იკრიბება თბილისში უკრაინელი ხალხისადმი თანაგრძნობისა და მხარდაჭერის გამოსახატავად. უკრაინა  მეექვსე დღეა, რუსეთის შეიარაღებულ თავდასხმას იგერიებს.

უკრაინული მხარის მტკიცებით, ომში რუსი ჯარისკაცების მსხვერპლი 5 700-ს აჭარბებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც, მისი ინფორმაციით, ასახავს რუსეთის დანაკარგებს 24 თებერვლიდან 1 მარტის 06:00 საათამდე. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი "ფეისბუკზე" წერს, რომ განადგურებულია რუსული არმიის 5710 ჯარისკაცი, 200 ტყვედ ჩავარდა. მისი მონაცემებით, განადგურებულია 29 თვითმფრინავი, 29 ვერტმფრენი, 198 ტანკი, 77 საარტილერიო სისტემა, 305 სამხედრო აღჭურვილობის მანქანა. ომში დაღუპულთა შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებს რუსული მხარე. Читать дальше...

გოცირიძე: ნებისმიერი იტყოდა, რომ ღარიბაშვილის განცხადება ლავროვს ან პუტინს ეკუთვნოდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უკრაინაზე ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს ლავროვის, პუტინის ან ლუკაშენკასი ეგონებოდა. "მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო ერთი ციტატით და მინდა კარგად მოვისმინოთ. აბა, თუ გამოიცნობთ ვინ თქვა ეს? "უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი იტყოდა, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის ან ლავროვს... Читать дальше...



Москва

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Рахманинов

Всенощное бдение Рахманинова исполнят в Исаакиевском соборе в День России




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве 14-летний мальчик ранил ножом 16-летнего юношу на футбольном поле

Мастер-классы по созданию крафтовых украшений проходят в центре Москвы

Уверенная победа россиян на турнире ONE FRIDAY FIGHTS 66


WTA

Андреевой предрекли борьбу за топ-10 рейтинга WTA в текущем сезоне



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

СОТРУДНИКИ СОБР «СТОЛИЦА» СТАЛИ ИНСТРУКТОРАМИ НА СБОРАХ ПО БЕСПАРАШЮТНОМУ ДЕСАНТИРОВАНИЮ СПЕЦНАЗОВЦЕВ РОСГВАРДИИ В ВОРОНЕЖСКОЙ ОБЛАСТИ



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России