Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2022

Новости за 01.03.2022

კიევიდან გავრცელებული ცნობებით, სამშობიარო სახლს ჭურვი მოხვდა

Radiotavisupleba.ge 

კიევის მახლობლად ჭურვი მოხვდა სამშობიარო სახლის შენობას. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს სამშობიარო სახლის მმართველი კომპანიის, „ადონის“-ის დირექტორზე, ვიტალი გირინზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, შენობიდან ხალხი ევაკუირებული იყო და ამჟამად უსაფრთხო ადგილზე არიან. გირინის თანახმად, შენობა სერიოზულადაა დაზიანებული. გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს ცნობით, სამშობიარო სახლი მდებარეობს კიევის მახლობლად, ჟიტომირის ტრასასთან, საიდანაც რუსი სამხედროები კიევის ბლოკირებას ცდილობენ. Читать дальше...

უკრაინის არმია ევროკავშირისგან მიიღებს საბრძოლო თვითმფრინავებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის არმია ევროკავშირის დახმარების ფარგლებში მიიღებს 70 საბრძოლო თვითმფრინავს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, მიგ-29 და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს მიიღებენ ბულგარეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთისგან. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავები ბაზირებული იქნებიან პოლონეთის აეროდრომებზე. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შეიარაღებით დახმარების გადაწყვეტილება ევროკავშირმა გასულ კვირაში მიიღო. სააგენტო "როიტერს“-ის ინფორმაციით... Читать дальше...



რუსეთს ბოიკოტი გამოუცხადეს ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ და "დისნეიმ"

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ. მან ურთიერთობები შეაჩერა საქმიან პარტნიორებთან რუსეთში. შეჩერებულია რუსულენოვანი სოციალური ქსელების და საიტის მუშაობაც. ჰოკეის ეროვნული ლიგა წყვეტს ნებისმიერი მომავალი ტურნირის ჩატრების ადგილად რუსეთის განხილვასაც. "უკრაინაში შეჭრის და ტრაგიკული ჰუმანიტარული კრიზისის" გამო, რუსეთში ახალი ფილმების ჩვენებაზე უარი თქვა ამერიკულმა კომპანია „უოლტ დისნეი“-მ. მისი განცხადებით, პარტნიორებთან ერთად მუშაობენ უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით... Читать дальше...

კიევისკენ დაახლოებით 64 კმ სიგრძის სამხედრო კოლონა მიემართება - CNN

Radiotavisupleba.ge 

CNN-ი იუწყება, რომ თეთრი სახლი ყურადღებით აკვირდება რუსეთის სამხედრო კოლონას, რომელმაც ამერიკული კომპანია Maxar-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი სატელიტური სურათების მიხედვით, მიაღწია კიევის შემოგარენს. როგორც ჩანს, მისი სიგრძე 64 კმ-ს აღემატება. რამდენიმე ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან არა მხოლოდ კოლონის სიდიდით, არამედ ბოლო დღეებში ძალადობის და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ზრდით. ოფიციალური პირები, რომლებიც გაკვირვებული იყვნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მისთვის გაწეული სასტიკი წინააღმდეგობით... Читать дальше...

უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ვერც ერთ ადგილას ვერ შეძლო წარმატების მიღწევა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის გენერალური შტაბი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დარტყმების მიუხედავად, რუსეთის არმიას არც ერთ ადგილას არ მიუღწევია წარმატებისთვის. "იმის მიუხედავად, რომ მტერი კარგავს შემტევ პოტენციალს, ის აგრძელებს თავდასხმებს სამხედრო და სამოქალაქო სამიზნეებზე, ისევე, როგორც სადაზვერვო ფრენებს ... მათ შორის ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებით" - წერს გენერალური შტაბი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევის გარშემო ვითარება დაძაბული რჩება და რუსეთის ძალები კვლავ ცდილობენ შეტევის განახლებას დედაქალაქის მიმართულებით. Читать дальше...

ხარკოვიდან იუწყებიან სულ მცირე ცხრა ადამიანის დაღუპვაზე დაბომბვის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

მსხვერპლის შესახებ ვრცელდება ცნობები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან, რომელსაც რუსეთის ძალები ჭურვებით ბომბავენ. ქალაქის მერი, იჰორ ტერეხოვი ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ დაღუპულია ცხრა და დაჭრილია 37 ადამიანი.  იგორ ტერეხოვის თქმით, ოთხი ადამიანი მაშინ დაიღუპა, როცა ბომბებისგან თავშესაფრიდან წყლის საპოვნელად გამოვიდა. მისივე თქმით, ხუთი წევრისგან შემდგარი ოჯახი - ორი ზრდასრული და სამი ბავშვი - ცოცხლად დაიწვა, როცა ჭურვი მათ მანქანას მოხვდა.  რუსეთის ძალები ამ 1,5 მილიონი მოსახლის... Читать дальше...

ზელენსკი ხარკოვის დაბომბვაზე: ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რეაქტიული არტილერიით ქალაქ ხარკოვის სასტიკი დაბომბვა ერთმნიშვნელოვნად არის ომის დანაშაული. „მშვიდობიანი ქალაქი. მშვიდობიანი საცხოვრებელი რაიონები. არცერთი სამხედრო ობიექტი. ათობით თვითმხილველის ჩვენება ადასტურებს, რომ ეს არ არის ცალკეული უმისამართო ზალპი, არამედ - ადამიანების მიზანმიმართული განადგურება. რუსებმა იციან საით ისვრიან. ამ დანაშაულისთვის აუცილებლად იქნება ტრიბუნალი. არავინ დედამიწაზე არ გაპატიებთ თქვენ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის დახოცვას“, - განაცხადა ზელენსკიმ. Читать дальше...



ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებას ჯერ შედეგი არ აქვს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვთან მოლაპარაკების პირველ რაუნდზე კიევმა სასურველი შედეგი ვერ მოიპოვა, მეორე რაუნდის შესახებ კი უკრაინის ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს დელეგაციის დაბრუნების და მოლაპარაკების პროცესის გაანალიზების შემდეგ - იუწყება სააგენტო ТАСС-ი ზელენსკის ოფისზე დაყრდნობით.  "ჯერჯერობით არ გვაქვს შედეგი, რომლის მიღებაც გვსურს" - თქვა ზელენსკიმ ბელარუსის საზღვართან გამართულ მოლაპარაკებებზე და დასძინა: "რუსეთმა თავისი პოზიციები გამოხატა, ჩვენ საპასუხო პუნქტები გამოვთქვით, ომის დასასრულებლად. Читать дальше...

რუსეთი საკალათბურთო ელიტასაც ჩამოაშორეს

Radiotavisupleba.ge 

კალათბურთში ევროპის საკლუბო ტურნირები რუსების გარეშე გაგრძელდება. საკალათბურთო ევროლიგის ხელმძღვანელობამ გაურკვეველი ვადით შეაჩერა აგრესორი ქვეყნის კლუბების მონაწილეობა მიმდინარე ევროტურნირებზე. თუ შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია უახლოეს მომავალში არ გაუმჯობესდა, დიდი ალბათობით რუსებს მიმდინარე შეჯიბრებებზე ნაჩვენებ შედეგებს საერთოდ გააუუქმებენ და გათამაშების ცხრილსაც ჩაასწორებენ. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს - ევროლიგას ჩამოაშორეს მოსკოვის „ცსკა“, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ და ყაზანის „უნიკსი“... Читать дальше...

აშშ, ჯაშუშობის ბრალდებით, გაეროდან აძევებს 12 რუს დიპლომატს

Radiotavisupleba.ge 

გაეროში რუსეთის დიპლომატიური მისიის 12 წევრს აშშ-მა 7 მარტამდე წასვლის ბრძანება მისცა და მათ ბრალი დასდო ჯაშუშობაში ჩართულ "დაზვერვის მუშაკებად" ყოფნაში.  გაეროში აშშ-ის მისიის პრესმდივნის განცხადებით, დიპლომატებმა, რომლებსაც წასვლა უბრძანეს, "ბოროტად გამოიყენეს აშშ-ში ცხოვრების პრივილეგია, ჯაშუშურ ქმედებებში ჩართვით, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს".  მისიის თქმით, გაძევების პროცესი "რამდენიმე თვეა მზადდება" და შესაბამისობაშია აშშ-ის, როგორც მასპინძელი ქვეყნის და გაეროს შეთანხმებასთან. Читать дальше...

ზელენსკი: დღეს რუსულმა ძალებმა რეაქტიული არტილერიიდან სასტიკად ისროლეს ხარკოვში, ეს აშკარად ომის დანაშაული იყო – არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის მკვლელობას

News.ge 

მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის მკვლელობას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გვიან ღამით გამოსვლისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ხუთი დღის განმავლობაში უკრაინაში რუსული ძალების მიერ 56 სარაკეტო დარტყმა და 113 საკრუიზო რაკეტის გასროლა განხორციელდა. ამის შესახებ CNN იტყობინება. მისი თქმით, “დღეს რუსულმა ძალებმა რეაქტიული არტილერიიდან სასტიკად ისროლეს ხარკოვში. ეს აშკარად ომის დანაშაული ...

დავით ზალკალიანი სოხუმსა და ცხინვალს: ჩვენი მხრიდან არავის საფრთხე არ ემუქრება

News.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების მზადყოფნაში მოყვანას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არავის საფრთხე არ ემუქრება. „მინდა ძალიან კარგად იცოდნენ, ჩვენი მხრიდან არავის საფრთხე არ ემუქრება. თუკი ეს ხმა მიეწოდება ოკუპირებული ხაზის იქით მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, ...

ელენე ხოშტარია: ამ დღეებში ვანახეთ, რომ ღარიბაშვილები არ ვართ. ეხლა უნდა ვანახოთ, რომ ამ ქვეყანის ევროპული მომავლისთვის შეგვიძლოა მოქმედება

News.ge 

“კრიტიკულ ზღვარზე მივედით. მთავრობა ღიად გვეუბნება, რომ არაა დასავლეთთან, არაა უკრაინასთან. ექიმებს არ უშვებენ დასახმარებლად უკრაინაში, ექიმებს, რომლებიც ძალიან ჭირდებათ ეხლა იქ. მეტი რა უნდა ქნან? ამის პარალელურად ევროპამ გაფართოვებაზე დაიწყო ლაპარაკი. სიტუაცია შავ-თეთრია, ბევრი ფიქრიც კი არ უნდა. ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს! ჩვენ ამ დღეებში ვანახეთ, რომ ღარიბაშვილები არ ვართ. ეხლა უნდა ვანახოთ, რომ ...

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაიწყებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამოძიებას

Radiotavisupleba.ge 

სისხლის სამარათლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი აცხადებს, რომ იწყებს გამოძიებას "უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა", მას შემდეგ, რაც იქ რუსეთი პროვოცირების გარეშე შეიჭრა. "დღეს მინდა გამოვაცხადო, რომ მივიღე გადაწყვეტილება დაიწყოს გამოძიება უკრაინაში შექმნილი ვითარებისა, რაც შეიძლება სწრაფად" - წერს ICC-ის პროკურორი, კარიმ ხანი 28 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.  ხანის თქმით, გამოძიება შეეხება შესაძლო ომის დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილ იქნა როგორც რუსეთის მიერ უკრაინაში გასულ კვირაში შეჭრამდე, ისე მას შემდეგ. Читать дальше...

გაერო-ს სპეციალურ სესიაზე კახა იმნაძემ მოუწოდა რუსეთს – გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, უკან წაიღოს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. აღიარება და იგივე გაიმეოროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით

News.ge 

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე 28 თებერვალს სიტყვით გამოვიდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სპეციალურ სესიაზე, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა უკრაინაში შექმნილი ვითარება. გაერო-ში საქართველოს მისიის ინფორმაციით, საგანგებო სპეციალური სესია მოწვეულ იქნა 27 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული პროცედურული რეზოლუციის (2623 (2022)) საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია 1997 წლის შემდეგ ...

ვლადიმერ პუტინს სპორტულ წოდებებს და ჯილდოებს ართმევენ

Radiotavisupleba.ge 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აწ უკვე ყოფილ საპატიო პრეზიდენტსა და ელჩს - ვლადიმერ პუტინს, მსოფლიო ძიუდოს მმართველი ორგანიზაციის შემდეგ, პირადი სანქცია ტაეკვანდოს საერთაშორისო ფედერაციამაც დაუწესა. რუსეთის პრეზიდენტს 2013 წელს დიდი პატივით გადაცემული მეცხრე დანის შავი ქამარი ჩამოართვეს. ტაეკვანდოს ფედერაციამ რა თქმა უნდა მარტო პუტინის სანქცია არ იკმარა და რუსი სპორტსმენებიც დასაჯა. ამ ეტაპზე ისინი საერთოდ არ მოუკვეთიათ საერთაშორისო შეჯიბრებებიდან. მხოლოდ რუსეთის სახელით და დროშით გამოსვლა და თავიანთი ქვეყნის ჰიმნის მოსმენა აუკრძალეს. Читать дальше...

უცხოელი მოხალისეებისთვის ზელენსკიმ უვიზო რეჟიმი შემოიღო

Radiotavisupleba.ge 

1 მარტს ძალაში შევიდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება, რომლის თანახმად, უვიზო რეჟიმი წესდება იმ უცხოელებისთვის, რომლებიც უკრაინის ინტერნაციონალურ ლეგიონს შეუერთდებიან. უვიზო რეჟიმი იმოქმედებს დროებით, საომარი მდგომარეობის დასრულებამდე. 27 თებერვალს ზელენსკიმ მიმართა იმ მოხალისეებს, რომლებსაც სურთ იბრძოლონ უკრაინის დასაცავად. მან უკრაინის არმიაში ახალი ქვედანაყოფის, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა, რომელშიც გაწევრიანება შეეძლებათ იმ უცხოელებს... Читать дальше...

CNN: ნორვეგია უკრაინას 226 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებასა და სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის

News.ge 

ნორვეგია უკრაინას 226 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებასა და სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის. ამის შესახებ CNN იტყობინება. ნორვეგიის მთავრობამ მხარდაჭერის ზომების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ეს “განსაკუთრებული დახმარება უკრაინის მიმართ გამიზნულია ჰუმანიტარული აქტორების ძალისხმევის გასაძლიერებლად, ყველაზე დაუცველი ჯგუფების, მათ შორის ბავშვების დასახმარებლად.” ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ შტორემ დაგმო რუსეთის “სამხედრო თავდასხმები უკრაინაში”, რომელმაც, მისი თქმით... Читать дальше...

BBC: ევროკავშირმა რუსეთის ყველაზე გავლენიანი ადამიანებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო ნაკადი წამოიწყო

News.ge 

ევროკავშირმა რუსეთის ყველაზე გავლენიანი ადამიანებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო ნაკადი წამოიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათი ცნობით, ევროკავშირმა იმ 26 პირის სია გამოაქვეყნა, რომელთაც სანქციები შეეხებათ. აღნიშნულ სიაში მოხვდა: – კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი; – მოსკოვის “შერემეტიევოს” საერთაშორისო აეროპორტის გამგეობის თავმჯდომარე, ალექსანდრე პონომარენკო; – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “როსნეფტის” ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, იგორ ...

ზალკალიანი სოხუმსა და ცხინვალს: ჩვენი მხრიდან არავის საფრთხე არ ემუქრება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების მზადყოფნაში მოყვანას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არავის საფრთხე არ ემუქრება. „მინდა ძალიან კარგად იცოდნენ, ჩვენი მხრიდან არავის საფრთხე არ ემუქრება. თუკი ეს ხმა მიეწოდება ოკუპირებული ხაზის იქით მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, მინდა მათ ვუთხრა, რომ საქართველოს აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება... Читать дальше...

უარს ვაცხადებთ, ვითანამშრომლოთ არტისტებთან, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის რეჟიმს – მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი რუს არტისტებთან კონტრაქტებს აუქმებს

News.ge 

მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერო თეატრი ნიუ ორკში, მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი რუს არტისტებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს: „მიუხედავად კულტურის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კავშირისა, ჩვენ უარს ვაცხადებთ, ვითანამშრომლოთ არტისტებთან, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის რეჟიმს“ – განუცხადა „ნიუ იორკ თაიმსს” თეატრის გენერალურმა დირექტორმა, პიტერ გელბმა. ამ დრომდე უცნობია, რომელ არტისტებს ეხებათ კონტრაქტის სამუდამოდ გაუქმება, სავარაუდოდ, საუბარია საოპერო მომღერალ ანა ნეტრებკოზეც, ...

რუსეთი ფეხბურთის შემდეგ ყინულის ჰოკეიდანაც მოკვეთეს

Radiotavisupleba.ge 

სპორტის საერთაშორისო ფედერაციების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციაც (IIHF) შეუერთდა. ფედერაციის საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, კატეგორიულად დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება და აგრესორი ქვეყნის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, ასევე კლუბები გაურკვეველი ვადით მოკვეთეს საერთაშორისო შეჯიბრებებიდან. შესაბამისად, უკვე დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ მაისში, მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთის ნაკრების გარეშე ჩატარდება. ანალოგიური სანქციები დაუწესდა ბელარუსსაც, რომელიც რუსეთს საომარ მოქმედებებში ხელს უწყობს. Читать дальше...



Москва

Суд проведет слушание дела о взятках генералов Петербурга 20 июня в Москве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Благодаря модернизации театры Москвы создают уникальные декорации



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Элвис Пресли

Наследников Элвиса Пресли пытался кинуть нигерийский мошенник




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве 14-летний мальчик ранил ножом 16-летнего юношу на футбольном поле

Что можно отметить в этот день

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»


Ролан Гаррос

Ига Свентек в четвертый раз выиграла Открытый чемпионат Франции по теннису



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Режиссер Астрахан: вторая жена погибла из-за пожара, только сына смог спасти



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России