Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

Новости за 14.11.2022

CIA-ის დირექტორი, ბერნსი, თურქეთში შეხვდება რუს კოლეგას

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს(CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი 14 ნოემბერს თურქეთში, ანკარაში, ხვდება რუსეთის დაზვერვის შეფს, სერგეი ნარიშკინს, რათა ხაზი გაუსვას იმ შედეგებს, რომლებიც მოჰყვებოდა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე რუსეთის შესაძლო გადაწყვეტილებას. ამ ცნობას სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით. პირი, რომლის ვინაობაც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ ბერნსი და ნარიშკინი არ ისაუბრებენ უკრაინაში ომის გადაწყვეტის გზებზე. Читать дальше...

ევროპაში ვეღარ შევხვდებით - რა ელოდება არაფორმალურ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან?

Radiotavisupleba.ge 

შეანელებს თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების აკრძალვა შენგენის ზონაში ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ არაფორმალურ დიალოგს, რომელიც ათწლეულებია ძირითადად ევროპაში იმართებოდა?

“ჩვენ წინ მივიწევთ!“, - ზელენსკის მთავარი გზავნილი ხერსონიდან

Radiotavisupleba.ge 

14 ნოემბერს უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონის მარჯვენა ნაპირზე მოულოდნელად ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა მზად არის მშვიდობისათვის, თუ ის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დამყარდება. მანამდე კი უკრაინის არმია გააგრძელებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას. ჟურნალისტების კითხვაზე, საით წავა ამის შემდეგ უკრაინული არმია, ზელენსკიმ უპასუხა, რომ "არა მოსკოვზე... ჩვენ წინ მივიწევთ. ჩვენ არ გვაინტერესებს სხვა ქვეყნის ტერიტორიები. Читать дальше...



რუსეთის მოქალაქე დააკავეს "ფაბრიკაში" ქალზე ძალადობის ბრალდებით

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 12 ნოემბერს "ფაბრიკის" ტერიტორიაზე მომხდარი ქალზე ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა. ინციდენტის შესახებ ფეისბუქზე წერს მოქალაქე ანა ჯაფარიძე. იგი დეტალურად აღწერს ძალადობის სცენას და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. მისი ინფორმაციით, გამოძიება იმავე საღამოს დაიწყო. "...მოდის საკმაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში სლავური გარეგნობის ბიჭი ერთ-ერთ გოგონასთან. უნდა რომ წაეცეკვოს, გოგონა უარს ეუბნება... Читать дальше...

თსუ-ში გამოცდის დროს ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, უნივერსიტეტის ცნობით, არავინ დაშავებულა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცეში, ბიბლიოთეკის შენობაში, გამოცდის დროს ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. რადიო თავისუფლებას უნივერსიტეტში განუცხადეს, რომ არავინ დაშავებულა, საგამოცდო პროცესი კი არ ჩაშლილა. "გამოცდის მიმდინარეობისას, როცა ხმაური გაიგეს, სტუდენტები გამოიყვანეს, არცერთს თავზე არ დასცემია. ჭერი შეამოწმეს სპეციალისტებმა და როგორც კი დაადგინეს, რომ უსაფრთხო იყო, გამოცდა გაგრძელდა", - განაცხადეს თსუ-ს პრესსამსახურში. საგამოცდო ცენტრში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია... Читать дальше...

ნინო ქადაგიძე: …შვილო, ერთი აბი მომეცით გთხოვთ, დღეს წნევის წამალი არ მაქვსო და ის კი ეტყვის, ინებეთ, ბებო, თქვენთვის ვიღაც ადამიანმა გადაიხადა

News.ge 

“აფთიაქში შევედი წამლისთვის, ნუ სხვა რისთვის უნდა შეხვიდე , პრინციპში, აფთიაქში და გადავაწოდე წამლების ჩამონათვალის გრაგნილი: ზარბაბი და დიბასტავრა, ბაფთები და ფარდაგები…. თან ვფიქრობ, იმედია ბარათზე რა თანხაც “ძევს” მეყოფა. გვერდით ამომიდგა ბებია თეთრი ნაწნავებით და ფერადი შლაპით. ახლაც რამენაირად უნდა მომცთ წამალიო, ორი აბი წნევისო თორემ მოვკვდბიო. ფარმაცევტი გოგონა შეიშმუშნა, კიო, ნუ კარგითო. – ...

პუტინმა კადიროვის მეუღლეს, მედნი კადიროვას „გმირი დედის“ წოდება მიანიჭა

News.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მეუღლეს, მედნი კადიროვას „გმირი დედის“ წოდება მიანიჭა. „ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებისა და შვილების აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისთვის მედნი კადიროვა მუსაევნას მიანიჭეთ „დედა გმირის“ წოდება “, – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში. ტიტული „დედა გმირი“ ენიჭება რუს ქალებს, რომლებმაც გააჩინეს და აღზარდეს ათი ან მეტი შვილი. ასეთ დედებს ასევე ეძლევათ ერთჯერადი ...

ნაყოფია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე მხარს მელიას დაუჭერს

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია აცხადებს, რომ თუ პარტიაში არჩევნები ჩატარდება, მხარს ნიკა მელიას დაუჭერს. კლინიკა "ვივამედში" მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ნაყოფიამ თქვა, რომ ნიკა მელიას პარტიაში თავი არ ამოუწურავს და მისმა თანაპარტიელებმა იჩქარეს. "მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში. რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რომ რა დროს ესაა... ვიხილეთ ცალკე ჩატარებული ბრიფინგი, რომლის შესახებაც მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ... Читать дальше...



ჯო ბაიდენი: აბსოლუტურად მჯერა, რომ ახალი ცივი ომი არ იქნება

News.ge 

ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რომელიც ჩინეთთან ცივი ომის შესაძლებლობას ეხებოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ იქნება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. „აბსოლუტურად მჯერა, რომ ახალი ცივი ომი არ იქნება. არ მგონია, რომ ჩინეთის მხრიდან ტაივანში შეჭრის გარდაუვალი მცდელობა იყოს“, – აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენმა ასევე თქვა, რომ შეერთებული ...

ნიკა მელია: პროცესი, რომელიც წამოიწყეს კოლეგებმა, არის მათი ლეგიტიმური უფლება, უბრალოდ ფორმა მიუღებელია

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ პარტიის ამომრჩეველთა უმრავლესობა იდეით არის გაჟღენთილი და არჩევანს ღირსებასა და ფულს შორის, ყოველთვის ღირსებაზე აკეთებდნენ. ამის შესახებ მან „რუსთავი 2-ს“ განუცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ პარტია „ნაციონალური  მოძრაობის“ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა არის იდეით გაჟღენთილი, არიან პრინციპებისადმი ერთგულნი და არჩევანს – ღირსებასა და ფულს შორის, ისინი ყოველთვის აკეთებდნენ ღირსების, მათ ...

“სად ქმნიან საიდუმლოდ ჩინეთი და რუსეთი ანტიდასავლურ კოალიციას”

News.ge 

“ჩინეთი და რუსეთი ცენტრალურ ამერიკაში ყოფნას აფართოებენ”, – ნათქვამია გერმანული გაზეთის “დი ველტის” (Die Welt) სტატიაში სათაურით “ნიკარაგუა – სწორედ აქ ქმნიან საიდუმლოდ ჩინეთი და რუსეთი ანტიდასავლურ კოალიციას” (ავტორი – ტობიას კოიფერი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: ჩინური ვაქცინის წყალობით ეს პატარა სახელმწიფო უეცრად მსოფლიო პოლიტიკის ცენტრში აღმოჩნდა. “ჩვენს ქვეყნებს შორის იდეოლოგიური ნათესაობა არსებობს”, – ამბობს ნიკარაგუის ...

გია ხუხაშვილი: …ზოგიერთი ყავას უდუღებდა სააკაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს, ზოგი კიდევ მშვენივრად იყო ინტეგრირებული იმჟამინდელ სისტემაში

News.ge 

8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი, რომელიც ოდნავ შერბილებულია. კერძოდ, მასში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად აღარ არის მოხსენიებული და არც სანქციებზეა ლაპარაკი, მაგრამ ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის... Читать дальше...

კადიროვის ცოლი გახდა პირველი მფლობელი აღდგენილი ტიტულისა "გმირი დედა"

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "გმირი დედის" წოდება მიანიჭა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ცოლს. მედნი კადიროვა გახდა რუსეთის პირველი ქალი, რომელსაც ეს ტიტული ერგო. წოდება განსაზღვრულია ქალებისთვის, რომლებიც ათ და მეტ შვილს გააჩენენ და გაზრდიან. საპატიო წოდების მეორე ლაურეატი გახდა ოლგა დიახტერენკო, იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქიდან. ტიტულის მინიჭებისას დედები იღებენ ერთჯერად თანხას 1 მილიონი რუბლის (დაახლოებით $ 16 500) ოდენობით, ისევე, როგორც სიგელს და "გმირი დედის" ორდენს. "გმირი დედის" წოდება... Читать дальше...

გოგი წულაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო სექსუალურ ძალადობაში - ის თავშესაფარს სთხოვს საფრანგეთს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ნოემბერს პოლიტიკოსი გოგი წულაია უდანაშაულოდ ცნო სექსუალური ძალადობის ნაწილში და დამნაშავედ მიიჩნია იმგვარ ძალადობაში, რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამ დანაშაულისთვის სასამართლომ წულაიას 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე ის 4 თვის განმავლობაში იყო წინასწარ პატიმრობაში, მხოლოდ ორთვიანი პატიმრობა ელის. გოგი წულაია სასამართლო პროცესებში 2022 წლის ზაფხულის შემდეგ დისტანციურად მონაწილეობდა - ის ბოლო 4 თვეა საფრანგეთში ცხოვრობს და როგორც მისმა ადვოკატმა... Читать дальше...

შინაპატიმრობაში გადაიყვანეს ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის დაპატიმრებული ციმბირელი ჟურნალისტი მარია პონომარენკო

Radiotavisupleba.ge 

შინაპატიმრობაში გადაიყვანეს ციმბირელი ჟურნალისტი მარია პონომარენკო, რომელიც აპრილში დააკავეს და ბრალად წარუდგინეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია სოციალური მედიით გავრცელებული "ყალბი" ცნობების გზით, უთხრა ჟურნალისტის ადვოკატმა რადიო თავისუფლებას 13 ნოემბერს. პონომარენკოს, რომელიც ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა, 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ვერსიით, პონომარენკომ ტელეგრამით გამოაქვეყნა პოსტი რუსეთის ძალების მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობის დაბომბვის შესახებ, იმ დროს... Читать дальше...

გერმანია: ევროკავშირის სანქციების სამიზნე იქნება ირანის რევოლუციის გუშაგთა "შიდა წრე"

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ახალი სანქციები მიზანში ამოიღებს "ძალაუფლების შიდა წრეს" ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში, განაცხადა გერმანიამ 14 ნოემბერს. ბლოკი შეხვედრას მართავს, რათა შეიმუშაოს ზომები თეირანის მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების პასუხად. აქციები, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური გამოწვევაა ისლამური რესპუბლიკისთვის, 1979 წლის რევოლუციის შემდეგ. Читать дальше...

ირაკლი მჭედლიშვილი და შორენა ლორთქიფანიძე - "ბირთვული საფრთხე არ ცნობს საზღვრებს"

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრები ირაკლი მჭედლიშვილი და შორენა ლორთქიფანიძე ლაპარაკობენ უკრაინაში ომის ფონზე გაზრდილ ბირთვულ და რადიაციულ საფრთხეებსა და ამ სფეროში რეგიონულ (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) და გლობალურ თანამშრომლობაზე.

ირანში აქციის მონაწილეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

Radiotavisupleba.ge 

ირანის რევოლუციურმა სასამართლომ პირველი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა საპროტესტო აქციების მონაწილეს. მას თეირანში სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებაში ადანაშაულებდნენ. ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო “მიზანი“ ირანის რევოლუციურ სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს. სასამართლომ შენობის დაწვას მუხარიბის - ტერორიზმის - კვალიფიკაცია მისცა. ისლამური კანონმდებლობით, მუხარიბი „კაცობრიობის მტრად“ მიიჩნევა და ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას. ბრალდებულს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასაც ედავებოდნენ. Читать дальше...

უკრაინის უმაღლესი რადა G20-ის წევრებს სთხოვს, რუსეთი გარიცხონ ჯგუფიდან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატები აპირებენ „დიდი ოცეულის“ (G20) წევრებს მიმართონ თხოვნით, რომ რუსეთი გარიცხონ ჯგუფიდან. შესაბამისი მიმართვის პროექტი რადის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. კანონპროექტის ავტორია დეპუტატთა ჯგუფი, მათ შორის, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი. „... ითვალისწინებს რა ‘დიდი ოცეულის’ დიდ როლს მსოფლიო ეკონომიკის სტაბილური, გაწონასწორებული და ინკლუზიური ზრდისა და განვითარებისთვის ყველა ხალხის საკეთილდღეოდ, ასევე ითვალისწინებს რა, რომ მსოფლიოს სახელმწიფოთა კეთილდღეობა... Читать дальше...


Музыкальные новости
Шапка

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)





Rss.plus
Желдорреммаш

На Улан-Удэнском ЛВРЗ запустили новый профориентационный проект




Источник 360.ru: в Москве водитель кроссовера сбил коляску с ребенком и скрылся

«Огненная» ничья в Екатеринбурге. Матч ФК «Оренбург» - ФК «Урал» закончился со счетом 3:3

Фитотерапевт Корсун рассказала о пользе одуванчиков

Джикия вышел на игру с «Рубином» вместе с сыном Соболева




კალაძე ფარულავას: დედაქალაქის მერიის რომელი პროექტი ყოფილა საფრთხისშემცველი?!

Radiotavisupleba.ge 

"მერიის რომელი პროექტი ყოფილა საფრთხისშემცველი?!" - მიმართა კითხვით თბილისის მერმა კახა კალაძემ "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრს მაშინ, როცა ის მერს ავარიული კორპუსის მცხოვრებთა შიშებზე უყვებოდა. ლაშა ფარულავა კახა კალაძეს ავლაბრის მოედანზე მშენებლობის დაწყების შემთხვევაში მოსალოდნელ რისკებზე ესაუბრა. მან მერს უთხრა, რომ ამას სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს. "იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ამ ქალაქის და ხალხის წინაშე, მერწმუნე, კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას... Читать дальше...

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: ზამთარი ომის პირობებს შეცვლის როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ჯარებისთვის

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ზამთარი ომის პირობებს შეცვლის როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ჯარებისთვის. დღის სინათლის ნაკლებობა, ტემპერატურის დაცემა და ამინდის გაუარესება სამხედროებს პრობლემებს შეუქმნის, წერენ სამხედრო დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშის ავტორები. მათი აზრით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს რუსეთის გენერალური შტაბი, ნაწილობრივ ზამთრის დადგომით იქნება ნაკარნახევი. არმიის არასაკმარისად ეკიპირებული ქვედანაყოფები, რომლებსაც არ მოეპოვებათ თბილი ტანსაცმლის მარაგი... Читать дальше...

დღეს იწურება გრიპის უფასო ვაქცინაციის ვადა

Radiotavisupleba.ge 

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის ვადა დღეს, 14 ნოემბერს, იწურება. აცრის გაკეთება ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. უფასო ვაქცინაციის სპეციალური აქცია 7 ნოემბერს დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების 4-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია "ჯანმოს" მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. Читать дальше...

შოლცმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პუტინი არ დაესწრება G20-ის სამიტს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტს არ დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ამის შესახებ Der Spiegel-ი იტყობინება. გასულ კვირაში გამოაცხადეს, რომ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე 20 ქვეყნის სამიტზე, რომელსაც ინდონეზიის კუნძული ბალი მასპინძლობს 15-16 ნოემბერს, რუსეთს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. „კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი პუტინი რომ ჩამოსულიყო G20-ის სამიტზე. მართალია, მაშინ მას პირადად მოუწევდა ყველა შეკითხვისა და მთელი კრიტიკის წინაშე აღმოჩენა... Читать дальше...

ლავროვი უარყოფს, რომ ინდონეზიაში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიაში მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ. დღეს, 14 ნოემბერს ლავროვმა რუსულ სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ სასტუმროში იმყოფება და „დიდი ოცეულის“ ხვალინდელი სამიტის მასალებს კითხულობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლელ ჟურნალისტებს "მეტი პატიოსნება" ურჩია. ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ჩასვლის შემდეგ, გულის პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, სააგენტო Associated Press-მა... Читать дальше...

თიბისიმ ქუთაისში ბიზნესების მხარდაჭერისთვის ტრენინგების სერია დაიწყო

News.ge 

ქუთაისში, თიბისის ფილიალში (მისამართი: გრიშაშვილის #26 ) მდებარე ტრენინგ ცენტრი ტრენინგების სერიას უმასპინძლებს, რომელიც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე ჩატარდება. პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელი პარასკევს, 11 ნოემბერს შედგა საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ მნიშვნელოვან სიახლეებს მიეძღვნა. ტრენინგს, რომელიც საერთაშორისო ქსელური აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა ჩაატარა, მცირე და საშუალო ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. Читать дальше...



Москва

Открытие восьмого сезона программы «Военные оркестры в парках» в Подмосковье


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

Хейтеры набросились на Волочкову после отпуска на Мальдивах




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Динамо» подняло планку // Московский клуб вплотную приблизился к победе в РПЛ

Новыми соперниками тульского АКМ станут команды из Магнитогорска, Москвы и Нижнего Новгорода

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове


Ига Свёнтек

Свёнтек выиграла десятый «тысячник» в карьере



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Киев

Зеленский заявил о «самом большом преимуществе» России в конфликте



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России