Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 08.02.2023

პაატა კვიჟინაძე: 2 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლებამოსილება უმთავრდება და შეიძლება ერთი წელი ვერ ავირჩიოთ – ამიტომ ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს!

News.ge 

2 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლებამოსილება უმთავრდება და შეიძლება ერთი წელი ვერ ავირჩიოთ – ამიტომ ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს! – ასე ხსნის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ეროვნული ბანკის შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. როგორც კვიჟინაძემ კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვის დროს აღნიშნა, ეროვნული ბანკი შეიძლება ...

Bloomberg: მიწისძვრის მიუხედავად, ერდოღანს არჩევნების ჩატარება მაისში სურს

News.ge 

მიუხედავად დამანგრეველი და სასიკვდილო მიწისძვრისა, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს საყოველთაო არჩევნების ჩატარება მაისში სურს“, – ამის შესახებ „ევროპეისკა პრავდა“ Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემა წერს, ერდოღანმა, რომელსაც ორი ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საარჩევნო პროცესი ელის, 7 თებერვალს 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ერდოღანს ეს საშუალებას მისცემს განახორციელოს სწრაფი უსაფრთხოებისა და ფინანსური ზომები კატასტროფის შედეგად დაზარალებულ რაიონებში. ...

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9 600-მდე გაიზარდა

News.ge 

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 9 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულია 37 000 ადამიანი. მედიის ცნობით, მხოლოდ სირიაში 2 530 ადამიანი დაიღუპა, საიდანაც 1 280 პირი მეამბოხეების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე გარდაიცვალა, ხოლო 1 250 ადამიანი სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ნაწილებში.



მცირე ოხუნჯობა პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიება - კობახიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის 7 თებერვლის განცხადებას უპასუხებს პრეზიდენტის მიმართ მუქარაზე. "ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს... ზოგადად, სერიოზულად თუ შევხედავთ, როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ რაღაცას აქვეყნებს, თავიდან "ფეიკი" მეგონა, მართლა წარმოუდგენელი იყო... მერე აღმოჩნდა, რომ მოუნდა ასე ხუმრობა და იხუმრა", - თქვა კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტების კითხვის პასუხად. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის... Читать дальше...

ზელენსკი ბრიტანეთს ეწვევა, ლონდონი გამოდის ახალი სამხედრო დახმარების დაპირებით

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 8 თებერვალს ლონდონს ეწვევა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შესახვედრად, იუწყება სუნაკის ოფისი. განცხადების თანახმად, ზელენსკი მოინახულებს უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ბრიტანეთში წვრთნას გადიან და მიმართავს პარლამენტს. ამავდროულად, სუნაკი გამოაცხადებს უკრაინის არმიის წვრთნის გაფართოებულ პროგრამას, რომელიც მოიცავს საბრძოლო თვითმფრინავების პილოტების და საზღვაო ქვეითების წვრთნას. მფრინავთა წვრთნა უზრუნველყოფს იმას, რომ ისინი სამომავლოდ შეძლებენ ნატოს... Читать дальше...

თურქეთში 7000-ს გადააჭარბა მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ 8 თებერვალს, შუადღისთვის განახლებული მონაცემებით, ორი დღის წინ მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 7 108 და დაშავდა 40 910 ადამიანი. სტიქიური უბედურების ზონაში მესამე დღეა გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია 79 110 თურქი და უცხოელი მაშველი. ნანგრევებში გადარჩენილთა პოვნის შესაძლებლობა სულ უფრო იკლებს. მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით... Читать дальше...

რუსეთი მუსიკოს როჯერ უოტერსს სთხოვს, გაეროში ილაპარაკოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა ინგლისელ მუსიკოსს, ლეგენდარული როკჯგუფის, Pink Floyd-ის, თანადამაარსებელ როჯერ უოტერსს სთხოვა, 8 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ილაპარაკოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე. უოტერსი უკრაინის მხარდამჭერებმა გააკრიტიკეს, როცა სექტემბერში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც გაილაშქრა დასავლეთის მხრიდან კიევისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ. "ვნახოთ, რას იტყვის. მას აქვს პოზიცია, რომელსაც ხვალ მოისმენთ", - თქვა გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ. გაეროს უშიშროების საბჭოში ათობით სხდომა გაიმართა მას შემდეგ... Читать дальше...

გაერო: უკრაინა დატოვა 8 მილიონამდე ადამიანმა

Radiotavisupleba.ge 

გაეროს გადაუდებელი დახმარების უწყების ხელმძღვანელის, მარტინ გრიფიტსის თქმით, ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში  უკრაინა დატოვა 8 მილიონამდე ადამიანმა, კიდევ 5.3 მილიონ პირს კი ქვეყნის შიგნით მოუწია იძულებით გადაადგილება. გრიფიტსმა ეს მონაცემები გაეროს უშიშროების საბჭოს 6 თებერვალს მიაწოდა ნიუ-იორკში. ამავე მონაცემებით, 17.6 მილიონი ადამიანი - ანუ უკრაინის მოსახლეობის თითქმის 40 პროცენტი - ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.



გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მიიღებს Leopard 1-ის ტიპის 100-მდე ტანკს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა კიევში, სადაც გამოაცხადა, რომ უკრაინა ევროპის რამდენიმე ქვეყნისგან მიიღებს Leopard 1-ის ტიპის 100-ზე მეტ საბრძოლო ტანკს. ტანკებს გაგზავნიან გერმანია, ჰოლანდია და დანია, ნათქვამია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში. პისტორიუსის თქმით, 20-დან 25-მდე ტანკი უკრაინაში ზაფხულში ჩავა, დაახლოებით 80 - წლის ბოლოს, 100-ზე მეტი კი - 2024 წელს, აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის, ოფისი. კიევში ვიზიტისას პისტორიუსი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს... Читать дальше...

რუსეთის მოქალაქეობაზე უარის მთქმელთა რიცხვი ბოლო 3 წელში ყველაზე მაღალია

Radiotavisupleba.ge 

2022 წელს, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა 4306-მა ადამიანმა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ გამოცემა РБК წერს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით. 2020 წელს რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა 3877-მა ადამიანმა, ხოლო 2021 წელს - 4055-მა. ამასთან, 2019 წელს რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა კიდევ უფრო მეტმა, ვიდრე 2022 წელს - 4356-მა. იმ 4306-დან, ვინც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი 2022 წელს თქვა, უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებია მხოლოდ 40. Читать дальше...

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება - მერია

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში მარტიდან დამატებით 300 ბავშვს და მოზარდს ჩართავს. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, 8 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საჭირო სეანსები, ჯამში, 1850 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება. "პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ინდივიდუალური გეგმის მიხედვით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი თერაპიული სეანსები. ამ მიზნით ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 4 800 ლარია გათვალისწინებული", - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით... Читать дальше...

კალაძე: გვაქვს მუნიციპალური მიწები და რატომ არ შეგვიძლია, იქ ავაშენოთ და შევთავაზოთ ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს?!

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტს შეუძლია ავარიული სახლი ჩაანაცვლოს არა იმავე ტერიტორიაზე, რაზეც დგას, არამედ სხვა, მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე, მათი სახლი კი გადაეცეს მუნიციპალიტეტს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. "გვაქვს მუნიციპალური მიწები და რატომ არ შეგვიძლია, იქ ავაშენოთ ახალი საცხოვრებელი ფართები და შევთავაზოთ ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს?!“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მან, ასევე განმარტა რომ ამ დრომდე არსებობდა გარკვეული წესი... Читать дальше...

ელჩის ცნობით, თურქეთში მიწისძვრის შემდეგ საქართველოს ორი მოქალაქე ითვლება დაკარგულად

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, 8 თებერვლის დილის მონაცემებით, ნაპოვნია საქართველოს 4 მოქალაქე იმ 6-დან, ვინც დაკარგულად მიიჩნეოდა. ისინი დაცულ სივრცეში იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ. „სამწუხაროდ, ჩვენი ორი მოქალაქე, რომლებიც მოყოლილი არიან ნანგრევებში, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. გრძელდება სამძებრო სამუშაოები, რომელიც ჯერჯერობით არ არის დასრულებული“, - ამბობს გიორგი ჯანჯღავა. ელჩის განცხადებით, დღევანდელი დილის მონაცემებით, მიწისძვრის შემდეგ საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქეა ნაპოვნი... Читать дальше...

ჯიხაშკარში ესებუას დაკავების ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

ვრცელდება ცნობები, რომ ბადრი ესებუა დააკავეს ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი ომიანე ჯიქიას სახლში. ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ დღეს, 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. განცხადებაში, რომელშიც მხოლოდ ინიციალებია მითითებული, ნათქვამია, რომ ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს: "სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა... Читать дальше...

თურქეთში 6000-ს და სირიაში 2500-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ დღეს, 8 თებერვალს დილით განახლებული მონაცემებით, ორი დღის წინ მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 6 234 ადამიანი. დაშავებულია - 37 011. სტიქიური უბედურების ზონაში მესამე დღეა გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია 79 110 თურქი და უცხოელი მაშველი. ნანგრევებში გადარჩენილთა პოვნის შესაძლებლობა სულ უფრო იკლებს. დღეიდან ძალაშია პრეზიდენტ ერდოანის ბრძანება სტიქიური უბედურების ზონაში მოქცეულ 10 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. Читать дальше...

„ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართავს

News.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ აქციას დღეს, თბილისში იუსტიციის სამინისტროსთან გამართავს. როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა, აქცია 17:00 საათზე დაიწყება. 9 თებერვლიდან აქციები რეგიონებში გაიმართება. „ეს აქციები იწყება ახლა და ყველამ იცოდეს, არ დასრულდება, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არ იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ...

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 22 დასახლებულ პუნქტთან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 8 სარაკეტო დარტყმა, მათგან 5 ქალაქ ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, 21 საავიაციო დარტყმა და 39 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ნიკოლაევის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე და ამ მიზნით, ძირითადი ძალისხმევა მიმართული აქვს შეტევებზე ლიმანის... Читать дальше...

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 8 294-ს მიაღწია

News.ge 

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 8 294 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას 5 894 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი – 2 400. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

რატი ბრეგაძე: ესებუას დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ …

News.ge 

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავებას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ეხმაურება. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მინისტრი წერს, ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია „კრიმინალური რომანტიკოსებისთვის“. „ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ესებუას დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც“, – წერს ბრეგაძე. Читать дальше...


Музыкальные новости
Концерт

Концерт "Две музы"





Rss.plus
Бато Багдаев

Театр и дети, Культура и Россия: интервью артиста госцирка Бурятии Саяна Дондокова




В Москве жители дома две недели слышат мяуканье запертой в квартире кошки

Наш Бессмертный полк: рассказывает Нина Илларионова

Ежедневный прогноз пожарной опасности опубликовали в Подмосковье

Слушания по изменениям в устав муниципалитета прошли в Балашихе




ბადრი ესებუა ქუთაისში მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს

News.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრო “საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირის ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდში, ბადრი ესებუას დაკავების ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის... Читать дальше...

ადვოკატი: ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს, ახლა ქუთაისში გადაჰყავთ

Radiotavisupleba.ge 

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების დეტალები არ იცის და იცის მხოლოდ ის, რომ იგი სოფელ ჯიხაშკარში აიყვანეს, ამჟამად კი ქუთაისის N2 დაწესებულებაში გადაჰყავთ. "როდის და რა ვითარებაში დააკავეს, ჩემთვის უცნობია. შემდეგ ველაპარაკე პროკურორს. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, მასთან ლაპარაკში გავარკვიე, რომ ისიც არ იყო საქმის კურსში. შემდეგ როგორც გავარკვიე, დაუკავებიათ სოფელ ჯიხაშკარში და ამჟამად სამხარეო პოლიციის... Читать дальше...

ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ დაადასტურა

Radiotavisupleba.ge 

შსს-მ დაადასტურა, რომ დაკავებულია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა. ოფიციალურ განცხადებაში, რომელშიც მხოლოდ ინიციალებია მითითებული, ნათქვამია, რომ ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს: "სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების... Читать дальше...

საქართველო თურქეთში აგზავნის მაშველების დამატებით ჯგუფს

Radiotavisupleba.ge 

საქართველო თურქეთში, სტიქიური უბედურების ზონაში აგზავნის კიდევ 40 მეხანძრე-მაშველს. ისინი შეუერთდებიან 60 ქართველ მაშველს, რომლებიც თურქეთში 6 თებერვალს გაემგზავრნენ და მიწისძვრით დაზიანებულ ქალაქ ადიამანში მუშაობენ. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მონაწილეობდნენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში და ნანგრევებიდან ამოიყვანეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. დამანგრეველი მიწისძვრის გამო, თურქეთში მაშველები გაგზავნა მსოფლიოს ათეულობით ქვეყანამ. Читать дальше...

თურქეთსა და სირიაში 8000-ს მიუახლოვდა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში 6 000-ს უახლოვდება დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. წუხანდელი მონაცემებით, მიწისძვრამ იმსხვერპლა 5 894 ადამიანის სიცოცხლე. დაშავებულია 34 810. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, დანგრეულია 5 775 შენობა. დღეიდან ძალაშია პრეზიდენტ ერდოანის ბრძანება სტიქიური უბედურების ზონაში მოქცეულ 10 პროვინციაში, 3 თვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც... Читать дальше...

ბადრი ესებუა სავარაუდოდ, დაკავებულია

Radiotavisupleba.ge 

სავარაუდოდ, დაკავებულია "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელსაც სამართალდამცავები 2020 წლის ოქტომბრიდან ეძებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ესებუა ზუგდიდში დააკავეს. შსს-ში რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურეს. ზუგდიდში ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ჯერჯერობით არაფერი იციან მისმა ოჯახმა და ადვოკატმა. შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის... Читать дальше...



Москва

В театре «Модерн» состоялась премьера моноспектакля «Исповедь счастливой женщины. Эдит Пиаф»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин поздравил Мишустина с назначением на пост председателя правительства РФ



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Пётр Чайковский

В день рождения Петра Чайковского на выставке-форуме «Россия» выступил квартет из Удмуртии




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Танцоры из Асбеста выступят в Москве

В столице на фестивале «Московская весна» на Коптевском бульваре проходят спортивные конкурсы

Баскетбольный «Зенит» с разницей в 14 очков проиграл в Москве ЦСКА и уступает в полуфинальной серии Единой Лиги ВТБ со счётом 1–2


Рафаэль Надаль

Рафаэль Надаль первым в истории тенниса выиграл 200 матчей на грунтовых «Мастерсах»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

"Газета.Ru" представляет самые яркие кадры прошедшей недели



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России