Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 20.02.2023

მთავრობას მოვუწოდეთ, წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, ევროპასთან დაახლოება - შაჰინი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ საქართველოს მთავ„რობას მოუწოდა, წინ წაწიოს ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები. „შეხვედრებზე მთავრობას ჩვენ მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, რომ მხარდაჭერა გააგრძელონ ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და ევროპასთან დაახლოებაში“, - განაცხადა შაჰინმა სენატორ დიკ დურბინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.... Читать дальше...

„არა რუსულ კანონს!“ (ვიდეო)

News.ge 

„არა რუსულ კანონს!“ – პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვა ჟურნალისტებმა გააპროტესტეს!



უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი ჰგავს რუსულ კანონს - შაჰინი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში შემუშავებული კანონი არ არის აშშ-ში მოქმედი კანონის მსგავსი, ის ჰგავს რუსულ კანონს, ამბობს საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი. „ეს კანონი არის მაგალითი, რატომაც ვსაუბრობთ საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე“, - განაცხადა შაჰინმა სენატორ დიკ დურბინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა,... Читать дальше...

პატიმრობაში მყოფი აქტივისტი, პივოვაროვი უგზო-უკვლოდ გაქრობის შემდეგ გადაყვანილია რუსეთის კოლონიაში

Radiotavisupleba.ge 

რუსი აქტივისტის, ანდრეი პივოვაროვის ახლობლები ამბობენ, რომ ის გადაყვანილია სეგეჟაში მდებარე ცნობილი სადამსჯელო კოლონიის, IK-7-ის საკანში. პივოვაროვის ნათესავები და უფლებადამცველები მოითხოვდნენ ინფორმაციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ და აცხადებდნენ, რომ ის "იძულებით იყო დაკარგული".  პივოვაროვი, რომელიც უწინ ხელმძღვანელობდა ამჟამად გაუქმებულ, დემოკრატიის მომხრე ჯგუფს, ღია რუსეთის მოძრაობას, 2021 წლის მაისში დააკავეს. ის ჩამოიყვანეს სანკტ-პეტერბურგიდან ვარშავაში მიმავალი თვითმფრინავიდან და 2022 წლის ივლისში ოთხი წლით მიუსაჯეს პატიმრობა... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - "ხალხის ძალის" კანონპროექტი ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") ქვეყანას რუსეთთან აახლოებს და მხარს ვერ დაუჭერს. პრეზიდენტის პოზიციას მისი ადმინისტრაცია წერილობით ავრცელებს. "სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება... Читать дальше...

რას ამბობს პუტინის პროპაგანდისტი ინფორმაციაზე, რომ მისი ვაჟი გათხოვდა – “ახლა მას დევნიან, როგორც ჩემს მეორე შვილს”

News.ge 

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რუსი პრო­პა­გან­დის­ტის ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ო­ვის უმ­ცრო­სი შვი­ლის ფო­ტო­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბიჭი ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს ლონ­დონ­ში, იგი­ვე „დამ­პალ და­სავ­ლეთ­ში“, რო­გორც მისი მამა მო­იხ­სე­ნებს. 21 წლის ბიჭი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ქა­ლის სა­მოს­ში, მა­ნი­კუ­რით და მა­კი­ა­ჟით პო­ზი­რებს. ამა­სო­ბა­ში მა­მა­მი­სი აქ­ტი­უ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ლგბტ თემს და წვე­ვამ­დე­ლე­ბის ფრონტზე გაგ­ზავ­ნის მომ­ხრეა. ასე­ვე, ერთ-ერთი... Читать дальше...

ხოშტარია აეროპორტში მივიდა და მწერალ ფილიპ დზიადკოს შემოშვება მოითხოვა

Radiotavisupleba.ge 

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მივიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და მოითხოვა მწერალ ფილიპ დზიადკოს ქვეყანაში შემოშვება.აეროპორტში მობილიზებული არიან პოლიციელები. იქ  ხოშტარიას გარდა, არიან პოეტი კოტე ყუბანეიშვილი და აქტივისტები. „სირცხვილია, რომ არ უშვებენ ანტიპუტინისტ ადამიანს. ეს პოლიცია ასრულებს რაღაც დავალებას. მთელი ღამე გაატარა ამ რაღაც პატარა სივრცეში, სამი დღე უნდა გაატაროს კიდევ აქ... ლარსზეც იყო ასეთი შემთხვევა. ასე უდიერად ეპყრობიან. მოვითხოვე გასაუბრება მასთან და მაინტერესებს... Читать дальше...



მიხეილ სააკაშვილი: ბაიდენს ძალიან კარგად ვიცნობ და ხომ ვთქვი, ჩავა-თქო

News.ge 

არასოდეს დამავიწყდება „კოპალას“ აივანზე რომ ვსადილობდით, თავზე რუსი ბომბდამშენი დაფრინავდა და [ბაიდენს] წარბი არ შეუხრია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კიევში ჩასვლას ეხმაურება. სააკაშვილი ამბობს, რომ ბაიდენს კარგად იცნობს და იცოდა, რომ კიევში ჩავიდოდა. „რუსები ბირთვულ მანევრებს აწყობენ, რათა ბაიდენი არ ჩავიდეს ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს ჯინ შაჰინსა და რიჩარდ დურბინს შეხვდა

News.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს ჯინ შაჰინსა და რიჩარდ დურბინს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი. „აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატორებს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სენატორებს ჯინ შაჰინსა და რიჩარდ დურბინს შეხვდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ცნობას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, როგორ აძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა და მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე. ადმინისტრაციის ცნობით... Читать дальше...

ჰოლანდიის დაზვერვა: რუსეთი, შესაძლოა, დივერსიულ აქტებს ამზადებდეს ჩრდილოეთის ზღვაში

Radiotavisupleba.ge 

ჰოლანდიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები დივერსიულ აქტებს ამზადებენ ჰოლანდიის ტერიტორიულ წყლებში -  იუწყება სააგენტო როიტერსი. დივერსიული აქტები შესაძლოა მიმართული იყოს ჩრდილოეთის ზღვაში ჰოლანდიის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ჰოლანდიის დაზვერვის ხელმძღვანელის, იან სვილენსის თქმით, ქარის ელექტროსადგურების ენერგეტიკული პარკის არეალში შემჩნეულ იქნა რუსეთის ხომალდი, რომელიც შეიმუშავებდა ქარის სადგურთა რუკას. ჰოლანდიის სანაპირო დაცვის გემებმა რუსეთის ხომალდი ჩრდილოეთის ზღვიდან გაიყვანეს. Читать дальше...

"ენჯეოები" და მედიასაშუალებები, ვინც მხარს უჭერდა პოლიტიკოსების შეზღუდვას, ღირსები არიან - ხვიჩია "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია "გირჩიდან", იაგო ხვიაჩია ამბობს, რომ არ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, "ხალხის ძალის" კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას. მან 20 თებერვლის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე ისაუბრა. "რაც ახლა ხდება "ენჯეოშნიკებთან" და მედიასთან მიმართებაში, ეს უკვე მოხდა პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. ჩვენი ფინანსები ზუსტად ისე კონტროლდება და იმ არგუმენტაციით ხდება პოლიტიკის გაკონტროლება, როგორც ახლა "ენჯეოშნიკების" შემთხვევაში. Читать дальше...

როგორ აღმოაჩინა სვიმონ დადიანი და მისი ნახატები საქართველომ

Radiotavisupleba.ge 

სვიმონ დადიანი - ამერიკელი მხატვარი საფრანგეთში გადახვეწილი ქართული ემიგრაციიდან. მან ათობით ტილო დაუტოვა სამშობლოს, რომელიც ბოლოს 5 წლისამ ნახა. მისი ნახატები საქართველოში პირველად მხოლოდ რამდენიმე წლის წინ ჩამოიტანეს. სვიმონ დადიანის არსებობის შესახებ ბევრმა მას შემდეგ გაიგო, რაც პრეზიდენტის სასახლეში გამოფენილი მისი რამდენიმე ნახატი კულტურის სამინისტროს გენინსპექციამ ჩამოხსნა და სარესტავრაციოდ წაიღო. „ერთ დღეს ჩემი დის შვილს გუნებაში ველაპარაკებოდი და ოცნებაში წავედი: ჩემი ნატვრაა, რომ ყოველი... Читать дальше...

მედია: ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას განახორციელებენ

News.ge 

თბილისში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვა დასრულდა. 3 ლოტად გამოცხადებულ ტენდერში 2-მა კომპანიამ გაიმარჯვა და ამ დროისთვის კომპანიებთან ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. კომპანიების მიერ შეთავაზებული თანხის მიხედვით, მერიას გამზირის რეაბილიტაცია 28 414 000 ლარი დაუჯდება, ნაცვლად შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისას დასახელებული 30 453 589 ლარისა. თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი იანვრის ბოლოს, 3 ლოტად ...

ანაკლიის პორტის ასაშენებლად მთავრობა ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობა ეძებს ინვესტორს, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდ პორტს ააშენებს ანაკლიაში. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე თვეში გამოვლინდება საუკეთესო ინვესტორი, რომელსაც პორტის მფლობელი კომპანიის 49-პროცენტიანი წილი ექნება. "ეს იქნება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებში, ერთობლივი კომპანია უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების მოზიდვას, ასევე, ბოლომდე მიიყვანს პორტის სამშენებლო სამუშაოებს და დაიწყებს ოპერირებას", - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში. Читать дальше...

შალვა პაპუაშვილი უკრაინის მიწვევაზე: ვაშაძემ გვახარა ინფორმაცია და მისი ავი სიხარული ხაზგასასმელია

News.ge 

გიორგი ვაშაძემ გვახარა ეს ინფორმაცია, მისი ავი სიხარული ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ხაზგასასმელია – ჩვენს უცნაურ და რთულ მდგომარეობას ყველა ითვალისწინებს და იზიარებს, თქვენი პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი [გიორგი ვაშაძე] კი ასეთ საკითხებზე რომ პედალირებს, აჩვენებს, რამდენად არ უყვარს არც ერთი და არც მეორე ქვეყანა. სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულებით მოძრაობს ზოგიერთი პოლიტიკოსი , – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა ...

ზელენსკი: თუ ჩინეთი რუსეთის მოკავშირე გახდება, მსოფლიო ომი იქნება

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ჩინეთი რუსეთის მხარდაჭერას გადაწყვეტს, მსოფლიო ომი მოხდება. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი ამ ომში რუსეთის ფედერაციას მხარს არ უჭერდეს. ფაქტობრივად, ვისურვებდი, რომ ის ჩვენს მხარეს იყოს. თუმცა, ამ დროისთვის, მე არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ Die Welt-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ჩინეთს შეუძლია პრაგმატული შეფასება გააკეთოს იმის შესახებ, ...


Музыкальные новости
Игорь Бутман

ЖКП: музыкант Игорь Бутман описал Пугачеву тремя буквами





Rss.plus
Культура

В Пушкинский день театр кукол «Ульгэр» выступил в райцентре Ресрублики Бурятия: Россия и Культура, Дети




Лобби с фонтаном и предметами искусства появится в «Дом Дау»

Мошенники придумали новую схему кражи аккаунтов пользователей Telegram

Суд в Москве запретил распространение некоторых объявлений «только для славян»

Жителей Подмосковья предупредили о заморозках в ночь с 13 на 14 мая




დავით უსუფაშვილი პაპუაშვილს: ბატონო შალვა, წლები მუშაობდი უცხოურ ორგანიზაციაში, უცხო ძალის ინტერესებში აქცევდი ხალხს, ვისთანაც ფინანსურ ურთიერთობაში იყავი? – “ავერბოვკებდი?”

News.ge 

ბატონო შალვა, წლების განმავლობაში მუშაობდი უცხოურ ორგანიზაციაში და უცხო ძალის ინტერესებში აქცევდი ხალხს, ვისთანაც ფინანსურ ურთიერთობაში იყავი?! უცხო ძალის კონტროლით აკეთებდი შენ ამას?! უცხო ძალის დაქვემდებარებაში იყავი, როდესაც აქ რაღაც კანონპროექტებზე მუშაობდი და ვინც შენ გემუშავებოდა იმას “ავერბოვკებდი“, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებზე ემუშავა?! – ეს ხომ სისულელეა ხალხო! – ასე მიმართა “ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ბიუროს ...

ნავალნი გამოდის 1991 წლის საზღვრების აღდგენის და კიევისთვის კომპენსაციის გადახდის მოწოდებებით

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ვებსაიტზე და სოციალურ ქსელებში მისი სახელით გამოქვეყნდა 15 პუნქტისგან შემდგარი ტექსტი, რომელიც მიემართება უკრაინაში რუსეთის ჯარის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავს. ტექსტში ნათქვამია, რომ ეს არის ნავალნის პოლიტიკური პლატფორმის მოკლე აღწერა.  ტექსტში ნავალნი პირველად გამოდის ღია მოწოდებით ანექსირებული ყირიმი დაუბრუნდეს უკრაინას, მოითხოვს კიევისთვის კომპენსაციის გადახდას და რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებას. Читать дальше...

რას ვეფერებით?!. ნახევრად გაკეთებული საქმე არაფრად ვარგა - დეპუტატი ინჯია "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან" ფრიდონ ინჯია ფიქრობს, რომ გასამკაცრებელია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის - "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტი. მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ "რბილი კანონით" "სახელმწიფო ინტერესები" ბოლომდე ვერ იქნება მიყვანილი. "გვევლინება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელსაც სხვა სახელმწიფოები აფინანსებს იმიტომ, რომ იმათ ინტერესებში შედის ის საკითხები, რომელსაც ისინი ახმოვანებენ. რამდენად... Читать дальше...

თბილისსა და ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

თბილისსა და ბათუმში„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.  აქციების მონაწილეების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაა. აქციაზე სიტყვით გამომსვლელმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ქვეყანას, სადაც პრეზიდენტს კლავენ, ევროპული პერსპექტივა ვერ ექნება.  თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდა ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაც, რომელმაც თქვა, რომ ის სასიამოვნოდ გააკვირვა აქციაზე მოსული ადამიანების რაოდენობამ. Читать дальше...

იაპონია უკრაინას 5,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს, უმასპინძლებს G7-ის ვირტუალურ შეხვედრას, რომელზეც ზელენსკისაც მიიწვევენ

Radiotavisupleba.ge 

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 5,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს დახმარების სახით და ომის დაწყების წლისთავის აღნიშვნის მიზნით უმასპინძლებს დიდი შვიდეულის (G7) ვირტუალურ შეხვედრას, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც იქნება მიწვეული.  კიშიდა ამ განცხადებებით გამოვიდა ტოკიოში, იაპონიის ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებულ გლობალურ ფორუმზე. მისი თქმით, უკრაინას კვლავ მძიმე ზიანი ადგება რუსეთის შეჭრისგან, და უკრაინელ ხალხს დახმარება ესაჭიროება საიმისოდ... Читать дальше...

სენატორები თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, საქართველოში ვიზიტით მყოფი სენატორები, ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საელჩო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. „შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა. უდავოდ, ძლიერ დემოკრატიას მოაქვს კეთილდღეობა და უსაფრთხოება. მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატიას წარმატების იმედი არ აქვს. შეერთებული შტატები... Читать дальше...



Москва

«Русский космос поздравляют дети мира и России»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил о планах создания отечественной платформы электромобиля



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

Волочкова опровергла обвинения в алкоголизме




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Бавария» победила «Вольфсбург» в 500-м матче Нойера в Бундеслиге

Турнир по бильярдному спорту «Кубок Мэра Москвы» продлится до 18 мая в столице

Независимый фантастический триллер из девяностых


WTA

Анастасия Потапова вышла во второй круг турнира WTA-1000 в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Карен Хачанов

Теннисист Хачанов вышел в третий круг "Мастерса" в Риме



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России