Добавить новость
103news.com
Radiotavisupleba.ge
Январь
2026

Новости за 12.01.2026

კრემლის პროპაგანდისტ სოლოვიოვის გამონათქვამის გამო სომხეთში რუსეთის ელჩს ნოტა გადასცეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ელჩი სომხეთში, სერგეი კოპირკინი, ორშაბათს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას გადასცეს ნოტა, რომელშიც გამოთქმული იყო „ღრმა აღშფოთება სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემაში გაკეთებული განცხადებების გამო“. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით. როგორც სამინისტრომ განაცხადა, „ხაზი გაესვა იმას, რომ ეს არის სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის მიუღებელი ხელყოფა“ და „სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების... Читать дальше...

Bloomberg: 2025 წელს უკრაინაში რუსეთის დარტყმებს ემსხვერპლა 2400 მშვიდობიანი მოქალაქე - 2024-ზე 30%-ით მეტი

Radiotavisupleba.ge 

2025 წელს რუსეთის დარტყმების შედეგად დაახლოებით 2400 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 12000 დაშავდა, რაც წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია, იუწყება Bloomberg ევროპის მთავრობების ანგარიშზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის მარტში გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, როდესაც ისინი შეთანხმდნენ, დაეწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები, 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მაისში რუსეთისა და უკრაინის... Читать дальше...

დედაქალაქში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართა. დღეს, 12 იანვარს ზუსტად ერთი წელი გავიდა მისი დაკავებიდან.

“თებერვალში უარესი იქნება” - ზამთრის გუდაური, სამოთხე თუ ჯოჯოხეთი?

Radiotavisupleba.ge 

ნაგვის მთები და მანქანების უსასრულო საცობი თოვლში - ეს არის კადრი, რომლითაც გუდაურის 2026 წლის სეზონი გაიხსნა და რომელმაც სოციალური ქსელები მოიცვა. თუმცა ეს ზამთრის კურორტის პრობლემების ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია.

ტრამპი: ზელენსკის „არა აქვს კარტები“, მაგრამ მოეპოვება „ერთი რამ“ - თავად დონალდ ტრამპი

Radiotavisupleba.ge 

The New York Times-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „არა აქვს კარტები“, ანუ რუსეთთან დაპირისპირებაში სუსტ პოზიციაშია. თუმცა, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკის მაინც მოეპოვება „ერთი რამ“ და ეს თავად დონალდ ტრამპია. „მას კარტები არა აქვს. მას კარტები არ ჰქონდა პირველივე დღიდან“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „დონალდ ტრამპის გარეშე ეს სრული კატასტროფა იქნებოდა და ეს მან იცის, ევროპელმა ლიდერებმაც იციან და ყველამ იცის“. Читать дальше...

სავალდებულოა, გამოიყენოთ მიწისქვეშა გადასასვლელები - შსს მზია ამაღლობელის მხარდამჭერებს

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრო სავალდებულო მითითებას ავრცელებს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი მარშის მონაწილეებისთვის. უწყების მოთხოვნაა, მსვლელობა ჩატარდეს მხოლოდ ტროტუარებზე, გზებზე გადასასვლელად კი გამოიყენონ მიწისქვეშა გადასასვლელები.

რიუტე: "ორეშნიკით" იერიშის მიზანია, ნატოს უარი ათქმევინოს უკრაინის დახმარებაზე

Radiotavisupleba.ge 

12 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს რუსეთის სამხედროების მიერ ლვოვის ოლქის წინააღმდეგ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენებას გასულ კვირაში. სხდომა კიევის მოთხოვნით მოიწვიეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ „ორეშნიკის“ გამოყენება, რომელსაც ბირთვული ქობინების ტარება შეუძლია, ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ შეაფასა. ორშაბათს, ხორვატიაში ვიზიტის დროს, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ „ორეშნიკის“ დარტყმა, ისევე, როგორც უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები... Читать дальше...

მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა. ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.



ირანმა საქართველოში ელჩად დანიშნა დიპლომატი, რომელიც თალიბანმა ავღანეთიდან გააძევა

Radiotavisupleba.ge 

ირანში მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციებს, რომლის დროსაც, უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, ასობით ადამიანი დახოცეს, დაემთხვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის გამოგზავნა. წინა ელჩს დეკემბრის ბოლოს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა.

NYT: ვენესუელის სამხედროებმა ვერ შეძლეს რუსეთისგან მიღებული საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება

Radiotavisupleba.ge 

ვენესუელის სამხედრო ძალებმა ვერ შეძლეს რუსეთისგან მიღებული საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება, რამაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაუცველი გახადა აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დროს, რომელიც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მისი ოჯახის გატაცებით დასრულდა, იტყობინება The New York Times აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და ექსპერტებზე დაყრდნობით, ასევე ფოტოების, ვიდეოებისა და თანამგზავრული სურათების საკუთარი ანალიზის საფუძველზე. გაზეთი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ რუსეთიდან მიიღო S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ასევე საჰაერო თავდაცვის კომპლექსი „ბუკი“. Читать дальше...

კვიპროსში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი საკუთარ კაბინეტში იპოვეს მკვდარი

Radiotavisupleba.ge 

კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი საკუთარ კაბინეტში იპოვეს მკვდარი, იტყობინება ANT1. ტელეარხის ცნობით, პოლიციას გვამის აღმოჩენიდან რამდენიმე საათში აცნობეს.

ირაკლი დგებუაძე შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსად დანიშნეს

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი დგებუაძე, - პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ფიგურირებდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში და რომელსაც ამაღლობელმა სილა გააწნა, - შსს-ში კვლავ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს.

ღარიბაშვილი უკვე ციხეშია - 5-წლიანი პატიმრობა და ₾1 მილიონი ჯარიმა საპროცესო შეთანხმებით

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილს, - რომელსაც 24 ოქტომბერს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდება წარუდგინეს, - დღეს, 12 იანვარს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

ტრამპი გრენლანდიის თავდაცვაზე: მარხილში შებმული ორი ძაღლია

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ გრენლანდიას შეერთებული შტატები "არ წაიღებს", ამის გაკეთებას შეძლებენ რუსეთი ან ჩინეთი, ვინაიდან, როგორც ტრამპმა თქვა, კუნძულს ფაქტობრივად არ გააჩნია თავდაცვა. "თავისი არსით მათი თავდაცვა მარხილში შებმული ორი ძაღლია, იცით ამის შესახებ? იცით რა არის მათი თავდაცვა? - მარხილში შებმული ორი ძაღლი", - უთხრა ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ჟურნალისტებს. ტრამპის თქმით, გრენლანდიას ურჩევნია გარიგების დადება, რათა არ დაუშვას მოსკოვისა და პეკინის გავლენის გაძლიერება. Читать дальше...

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მზად არიან ომისთვის და დიალოგისთვისაც

Radiotavisupleba.ge 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები „ძალადობრივი და სისხლისმღვრელი გახდა, რათა საბაბი მისცემოდა“ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქვეყანაში სამხედრო ჩარევისთვის. სააგენტო "ალ ჯაზირას" თანახმად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა თეირანში მყოფ უცხოელ დიპლომატებთან, რომლებთანაც ასევე აღნიშნა, რომ ძალადობამ შაბათ-კვირას პიკს მიაღწია, თუმცა „სიტუაცია ახლა სრული კონტროლის ქვეშაა“. არაყჩი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის... Читать дальше...

ტრამპის განცხადებით, ირანის ხელმძღვანელობას მოლაპარაკება სურს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ხელმძღვანელობამ ვაშინგტონს მოლაპარაკება შესთავაზა, თეირანის მიერ მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტების სასტიკი ჩახშობის საპასუხოდ სამხედრო მოქმედებების შესახებ მისი მუქარის ფონზე. "ირანის ლიდერებმა დარეკეს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე 11 იანვარს. მან დაამატა, რომ „იგეგმება შეხვედრა ... მათ მოლაპარაკება სურთ“. თუმცა „შესაძლოა შეხვედრამდე მოქმედება მოგვიწიოს“, - თქვა ტრამპმა ისე, რომ დეტალები არ დაუკონკრეტებია. თეირანს... Читать дальше...

უკრაინის ქალაქებზე დრონებით შეტევა გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

კიევში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მუშაობს. დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობაში. ქალაქის ადმინისტრაცია მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს. ღამით ოდესაზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურული ობიექტი. ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერჰი ლისაკმა განაცხადა. მისი სიტყვებით, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემა გამართულად მუშაობს. გასულ კვირაში, თავდასხმის შემდეგ კიევში ათასობით საცხოვრებელი კორპუსი დარჩა გათბობის გარეშე. Читать дальше...

ტრამპი აპირებს ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე ილონ მასკს დაელაპარაკოს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს დაელაპარაკოს ილონ მასკს ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს კვირას უპასუხა შესაბამის კითხვაზე. „ის ამ საქმეში ძალიან კარგია, მას ძალიან კარგი კომპანია ჰყავს“, - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს კითხვაზე, ითანამშრომლებდა თუ არა მილიარდერი ბიზნესმენის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან, ირანში Starlink-ის სახელწოდების სატელიტური ინტერნეტსერვისის შეთავაზებაზე. მასკს და მის კომპანიას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. Читать дальше...

გუტერეში ირანის მთავრობას "გაუმართლებელი" და "შეუსაბამო" ძალის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში "შეძრულია" ირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით. როგორც გაეროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მის განცხადებაშია ნათქვამი, ყველა ირანელს უნდა შეეძლოს მშვიდობიანად და შიშის გარეშე გამოხატოს უკმაყოფილება. გუტერეში ირანის ხელისუფლებას გადაჭრით მოუწოდებს, შეწყვიტოს ძალის "გაუმართლებელი" და "შეუსაბამო" გამოყენება. გუტერეში ირანის ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, "გადადგან ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში ინფორმაციასთან წვდომას უზრუნველყოფს... Читать дальше...

ტრამპი განიხილავს ირანში დემონსტრანტთა საწინააღმდეგო რეპრესიების საპასუხო ზომებს

Radiotavisupleba.ge 

გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გააცნეს რეაგირების ვარიანტები დემონსტრანტთა საწინააღმდეგო ძალადობაზე ირანში - იმ ფონზე, როცა ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები მე-15-ე დღეა გრძელდება, იზრდება მთავრობის მხრიდან ზეწოლის სისასტიკე და მსხვერპლის რაოდენობა. ბოლო კვირაში ტრამპმა გააძლიერა ზეწოლა ირანის მმართველების მიმართ, და ახლა აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს ირანში დემონსტრანტთა მხარდასაჭერ რამდენიმე ვარიანტს - წერენ გამოცემები Axios-ი და The New York Times-ი, ანონიმურად დატოვებულ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. Читать дальше...

ჟურნალისტებმა რუსთავის ციხესთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გამართეს

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტებმა რუსთავის ციხესთან მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გამართეს. დღეს მისი დაკავებიდან 1 წელი გავიდა.




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России