ბაქო მზადაა პეკინის დაარსებულ ახალ ჯგუფს შეუერთდეს - ჯეიჰუნ ბაირამოვი პეკინში
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა და ჩინელ კოლეგას, ვანგ ის შეხვდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა და ჩინელ კოლეგას, ვანგ ის შეხვდა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმების შედეგად, ერევანში აცხადებენ, რომ თხევად გაზს (LNG), - რაც რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით შედიოდა, - ამიერიდან აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენებითაც ჩაიტანენ სომხეთში.
წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ამტკიცებს, რომ 2 წლის წინ უკანონო დავალება მიიღო - ფარცხალაძის 35 ცეცხლსასროლი იარაღის მის ვაჟზე გადაფორმების მოთხოვნით, რომელთაგან ხუთი დაკარგული იყო. ამბობს, რომ უარი თქვა, თუმცა დავალება სხვამ შეასრულა.
სტრასბურგის სასამართლომ თითქმის 10-წლიანი განხილვის შემდეგ, 2026 წლის 27 იანვარს გამოტანილი გადაწყვეტილებით დაადგინა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილის (წარსულში ისმაილოვას) უფლებების დარღვევა.
აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკვანძო ელემენტია რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე. რუბიოს თქმით, გარანტიებთან დაკავშირებით მიღწეულია „ზოგადი თანხმობა“ იმ იმის თაობაზე, რომ ისინი გულისხმობს „ევროპული ჯარების მცირე კონტინგენტის, ძირითადად ფრანგულის და ბრიტანულის, განლაგებას, ასევე აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერას“. თუმცა, სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ აშშ-ის მონაწილეობაა უსაფრთხოების ნამდვილი გარანტია... Читать дальше...
საქართველო დატოვა ორმა რუსმა აქტივისტმა, ვლადიმირ დუბოვსკიმ და მისმა შეყვარებულმა, ალინა საველიევამ, - რომლებიც 2025 წლის ნოემბერში საქართველოში „საზღვრის უკანონოდ კვეთის“ ბრალდებით დააკავეს.
ლაგოდეხში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი კაცი დააკავეს - შსს-ის ცნობით, ოთხ პოლიციელს „სხვადასხვა სახის დაზიანება“ აღენიშნება.
გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის უწყების თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს Deutsche Bank-ის შტაბ-ბინებში ფრანკფურტსა და ბერლინში, იუწყება Der Spiegel. გამოცემის წყაროების ცნობით, საქმე რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს უკავშირდება. ის 2022 წლის გაზაფხულიდან არის ევროკავშირის სანქციების სიაში. ფრანკფურტის პროკურატურამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიება „მიმდინარეობს Deutsche Bank-ის ჯერ კიდევ უცნობი პირებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ“. გამომძიებლები ვარაუდობენ... Читать дальше...
„ქართული ოცნება“ მორიგ შემზღუდავ ცვლილებებს აანონსებს, რომლის მიზანიც, მისი განმარტებით, აქამდე მიღებული კანონების „გვერდის ავლის გზების“ ამოქოლვაა - ქვეყნის „რევოლუციისგან დასაცავად“.
რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ახალი შეხვედრა 1 თებერვალს არის დაგეგმილი აბუ-დაბიში, განაცხადა ოთხშაბათს ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, პესკოვმა მოლაპარაკებებს „მგრძნობიარე და ძალიან რთული“ უწოდა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები კვირას გაგრძელდება. 23 და 24 იანვარს, ომის დაწყების შემდეგ პირველად, აბუ-დაბიში აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გაიმართა სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. Читать дальше...
ამერიკული გამოცემა The Hill-ი იუწყება, რომ ტეხასური ნავთობკომპანია „ფრონტერას“ თანადამფუძნებელი სტივ ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესმენებთან კერძო კომუნიკაციისას „ქართული ოცნების“ სასარგებლო „ლობირებას“ აგრძელებს.
ევროკავშირის ელჩებმა მოიწონეს სომხეთისთვის 20 მილიონი ევროს არალეტალური სამხედრო დახმარების პაკეტი. პაკეტი, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, შეიცავს საშუალებებს, რომლებიც პირველ რიგში განკუთვნილია სომხეთის შეიარაღებული ძალების სამედიცინო აღჭურვილობისთვის. თავდაპირველად ის შარშან გაზაფხულზე წარადგინეს, მაგრამ უნგრეთმა დაბლოკა მისი დამტკიცება. ბუდაპეშტი აცხადებდა, რომ აზერბაიჯანს, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს უნგრეთის მთავრობას პარტია „ფიდესის“ ხელმძღვანელობით, ასევე უნდა შესთავაზონ მსგავსი რამ. Читать дальше...
იაპონიაში ჩასვლიდან სულ რაღაც ოთხი წლის თავზე უკრაინელი დანილო იავჰუსიშინი შესაძლოა გახდეს სპორტის ისტორიაში პირველი ევროპელი სუმოისტი, რომელსაც სუმოს უმაღლესი, იოკოძუნას (დიდი ჩემპიონის) ტიტული მიენიჭება.
ჩინეთში გამოძიება დაიწყო ჭან იუსიას - ქვეყნის სამხედრო ისტებლიშმენტის ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენლის - წინააღმდეგ. გენერალი წლების განმავლობაში იკავებდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის უმაღლესი სამხედრო ორგანოს, ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს - რომელიც ბრალდებას აღიარებს - საპატიმრო გირაო შეუფარდეს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით.
შარშან შეერთებული შტატების მოსახლეობა 1,8 მილიონით გაიზარდა და 342 მილიონს მიაღწია. აღწერის ფედერალური ბიუროს მონაცემებით, ეს ქვეყნის ისტორიაში ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტემპია. შენელების ძირითადი მიზეზები იყო საზღვარგარეთიდან მიგრანტების შემოდინების შემცირება და შობადობის შემცირება. სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემები ასახავს მოსახლეობის ზრდას 2024 წლის 30 ივნისიდან 2025 წლის 1 ივლისამდე პერიოდში. ამ პერიოდში მოსახლეობის ზრდის აბსოლუტური უმრავლესობა - 1,3 მილიონი ადამიანი - იმიგრაციაზე მოდიოდა. Читать дальше...
ვაშინგტონში დაფუძნებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მონაცემებით, რუსეთისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებს შორის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად დაღუპული, დაჭრილი ან დაკარგულია 1,8 მილიონი ადამიანი.
სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ ლიდერი, ჟურნალისტებთან ისაუბრა, ვისთან აპირებს დებატებს ხელისუფლებაში მყოფი პარტია, რომელსაც ის წარმოადგენს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამ დრომდეც არ არსებობს კითხვა, რომელიც ოპოზიციას მათ მიმართ ჰქონდა და არ უპასუხეს.
„ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს საქართველოსთვის პრობლემა გახდეს“, - ასე ეხმაურება ივანე ჩხაიძე, WHO-ს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, „ნიპას“ [Nipah] ვირუსის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, რის გამოც აზიაში რამდენიმე ქვეყანამ აეროპორტებში მგზავრების შემოწმება დაიწყო.
თბილისის სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა მიხაილ ტიმოფეევს, ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის თანამოაზრეს, მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლს ის ძებნილების სიიდან უკვე ამოღებული ჰყავს. ტიმოფეევს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი აქვს და მაღალია იმის რისკი, რომ რუსეთს გადასცენ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის მიერ გამოძევებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორში მცხოვრებ თავის ხანდაზმულ მშობლებზე ზეწოლის შესახებ აცხადებს. აქტივისტის თქმით, მათ სახლში უცნობი პირები მივიდნენ, გაჩხრიკეს და ტელეფონები ჩამოართვეს. მეარაყიშვილმა დახმარებისთვის მიმართა სერგეი კირიენკოს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილესა და "ცხინვალის კურატორს კრემლში". „შეწყვიტეთ ეს განუკითხაობა. რაც ჩემს მშობლებსა და ოჯახს შეიძლება დაემართოს, გთხოვთ, ალან ედუარდოვიჩ გაგლოევს დააბრალოთ. Читать дальше...
თბილისში კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. საელჩოს თანახმად, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას. არსებული ინფორმაციით, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები შეხვედრებს გამართავენ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მათი მიზანი რეგიონში... Читать дальше...
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა კანონიერი ქურდის ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ყოფილი სპეცრაზმელის, გელა უძილაურის განაჩენი - უვადო პატიმრობა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სამხედრო კორესპონდენტმა მარიან კუშნირმა კიევის ოლქში გადაარჩინა 4 წლის გოგო, რომელიც რუსული დრონებით შეტევის შედეგად განადგურებულ ბინაში იმყოფებოდა. გოგონას დედა და მასთან ერთად მცხოვრები კაცი დაიღუპნენ. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ჟურნალისტის მიერ გადარჩენილი ბავშვი მამამ და უფროსმა ძმამ წაიყვანეს და ამჟამად უსაფრთხოდაა. გასულ ღამით, უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგი შეტევისას კიევის ოლქის ბელოგოროდის რაიონში დრონი ერთ-ერთ სახლს მოხვდა. Читать дальше...
კურსკის ოლქის მცხოვრები 43 წლის სვეტლანა ტოლკაჩოვა სამშობლოს ღალატის ბრალდებით (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლი) დააკავეს თბილისში მოხალისესთან მიმოწერისთვის.
Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).
103news.com — живые новости в прямом эфире!
В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.
Музыкальные новости