Добавить новость
103news.com
Radiotavisupleba.ge
Январь
2026

Новости за 16.01.2026

მილიარდერი ოპოზიციონერი სამველ კარაპეტიანი ციხეში დააბრუნეს

Radiotavisupleba.ge 

„ტაშირ ჯგუფის“ დამფუძნებელი, რუსეთთან კავშირების მქონე მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, - რომელიც საახალწლოდ „წინასწარი პატიმრობიდან“ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს, - ციხეში დააბრუნეს.

დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ირანის ხელმძღვანელობას "დაგეგმილი ჩამოხრჩობის" გაუქმებისთვის

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 იანვარს ირანის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ თეირანმა გააუქმა სასტიკი რეპრესიების დროს დაკავებული ასობით დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა. ირანს საჯაროდ არ გამოუცხადებია სიკვდილით დასჯის გეგმები და არც მათი გაუქმების შესახებ განუცხადებია, წერს სააგენტო Reuters-ი. 16 იანვარს, როგორც ირანელები იტყობინებიან, ირანის მთავრობის სისხლიანმა რეპრესიებმა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ზოგადად ჩაახშო საპროტესტო აქციები. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა... Читать дальше...

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა კარაკასში ვენესუელის ახალ მმართველთან შეხვედრა გამართა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ( CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი 15 იანვარს კარაკასში, „პრეზიდენტ ტრამპის მითითებით“, ვენესუელის დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესს შეხვდა. ორსაათიანი შეხვედრის მიზანი იყო ნდობისა და კომუნიკაციის დამყარება. რეტკლიფმა და როდრიგესმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები და ის, რომ „ვენესუელა აღარ შეიძლება იყოს უსაფრთხო თავშესაფარი ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. შეხვედრა შედგა იმ დღეს... Читать дальше...

ბაქოში პროსამთავრობო ჯგუფი ინდოეთს აკრიტიკებს „სიქების სისტემური ჩაგვრის გამო“

Radiotavisupleba.ge 

„ბაქოს საინიციატივო ჯგუფმა“, - აზერბაიჯანის მთავრობასთან დაკავშირებულმა ორგანიზაციამ, რომელიც დაარსების დღიდან „ფრანგული ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ“ იბრძოდა, - ამჯერად ინდოეთი ამოიღო სამიზნეში „სიქების უმცირესობის სისტემური ჩაგვრის გამო“.

Kavkaz.Realii: ადამ კადიროვი ავტოკატასტროფის შემდეგ საავადმყოფოშია გადაყვანილი

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟი, ადამ კადიროვი, ავტოავარიის შემდეგ გროზნოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის საიტი, Kavkaz.Realities იტყობინება ორ წყაროსა და ოპოზიციურ საზოგადოებრივ ჯგუფზე დაყრდნობით. Kavkaz.Realii-ის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ გადაკეტილია იმ საავადმყოფომდე მისასვლელი გზები, სადაც უმცროსი კადიროვია გადაყვანილი. ჩეჩნეთის ოპოზიციური მოძრაობა NIYSO-ს ცნობით, ადამ კადიროვის ავტოკოლონა „მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც მოულოდნელად დაბრკოლებას წააწყდა“. Читать дальше...

ერთი პირი დააკავეს ფოთელი მასწავლებლის „პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს“ საქმეზე - ადვოკატი

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი დააკავეს ფოთის N15 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების გათავისუფლებული პედაგოგის, იგორ კეკელიას, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების საქმეზე.

ათასობით მოკლული და სისხლში ჩახშობილი პროტესტი ირანში

Radiotavisupleba.ge 

ათასობით მოკლული, დაჭრილი და დაკავებული - სისხლში ჩახშობილი საპროტესტო აქციების შემდეგ, ირანში მონაცემები თანდათან იკრიბება და ზუსტდება. ინტერნეტი კვლავ გათიშულია, კავშირი - უკიდურესად გაძნელებული.

„ყველა ასე ხომ ვერ იყვირებს?“ - სისტემის სისუსტე და ხარვეზები გიგა ავალიანის საქმეში

Radiotavisupleba.ge 

თუკი ცემის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის წევრების მოთხოვნები და პრეტენზიები როგორმე შეიძლება დასათაურდეს, ეს შეიძლება იყოს არაპროფესიონალიზმი და გულგრილობა, გამოძიების საწყის ეტაპზე თუ საავადმყოფოში.



აშშ-ის კონგრესის წევრები გრენლანდიის მხარდასაჭერად დანიას ეწვივნენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია 16 იანვარს კოპენჰაგენში ჩავიდა, რათა მხარდაჭერა გამოეხატა დანიისა და გრენლანდიის მიმართ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არქტიკაში მდებარე კუნძულის, დანიის ავტონომიური ტერიტორიის, მიტაცებით დაიმუქრა. ეს ორდღიანი ვიზიტი ემთხვევა ევროპის სხვა ქვეყნების მხარდაჭერის გამოხატვის აქტს გრენლანდიაში სამხედრო სადაზვერვო მისიის გაგზავნის სახით. ამის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 იანვარს განაცხადა, რომ შესაძლოა ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს,... Читать дальше...

„ბავშვი მოატყუა, რომ თანატოლი იყო“ – Tiktok-ზე დაწყებული სექსუალური ძალადობა და პატიმრობა 9 წლით

Radiotavisupleba.ge 

9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლემ 30 წლამდე კაცს, რომელიც 11 წლის ბავშვზე Tiktok-ის საშუალებით ძალადობდა და მას ინტიმური და სექსუალური შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა.

იულია ტიმოშენკო 760 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო 33 მილიონი გრივნას (760 ათასი აშშ დოლარი) გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურორი 50 მილიონ გრივნას (1 მილიონი აშშ დოლარი) ითხოვდა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის (ACAC) განცხადებით, პოლიტიკოსმა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ უნდა განაცხადოს, თავი შეიკავოს პარლამენტის ზოგიერთ წევრებთან კომუნიკაციისგან, ჩააბაროს პასპორტი და გამოძახების შემთხვევაში სასამართლოში, გამომძიებლებსა და პროკურორებს გამოცხადდეს. Читать дальше...

რუსეთის ვლადიმირის ოლქში დახურეს კოლონია, სადაც ნავალნი იხდიდა სასჯელს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში, ვლადიმირის ოლქის ქალაქ პოკროვში მდებარე სასჯელაღსრულების მე-2 კოლონია დაიხურა. რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ იქ თითქმის წელიწად ნახევარი დაჰყო. კოლონიის დახურვის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „ჩესნოკმა“ გაავრცელა. ამ კოლონიაში მსჯავრდადებულების გაგზავნა 1996 წელს დაიწყო და მასში ათასამდე პატიმარი იყო ხოლმე მოთავსებული. ნავალნი პოკროვის კოლონიაში 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივნისამდე იმყოფებოდა. მან მას „მეგობრული საკონცენტრაციო ბანაკი“ უწოდა. „მე ჯერ არ მინახავს ძალადობა... Читать дальше...

აშშ-მა თბილისს გადასცა $234 150-ის ღირებულების სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 234 150 აშშ დოლარის ღირებულების სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცა.

29 ოქტომბერს გზის გადაკეტვისთვის დღეს დააკავეს ნინო ბარძიმიშვილი

Radiotavisupleba.ge 

ნინო ბარძიმიშვილი ერთხელ უკვე იყო დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - 19 ნოემბერს, მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დაკავების შემდეგ მას მოსამართლე დავით მაკარაძემ ორდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება ომის დასრულების გეგმის განსახილველად - ზელენსკი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება რუსეთთან ომის დასრულების შესახებ აშშ-ის მიერ შემუშავებულ გეგმაზე შემდგომი მოლაპარაკებებისთვის. უკრაინა მოკავშირეებისგან განმარტებებს ითხოვს იმის შესახებ, მიიღებს თუ არა სამომავლოდ უსაფრთხოების გარანტიებს გეგმის ფარგლებში, რაც, მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის ხელახალი შეჭრის თავიდან ასაცილებლად. „უკრაინის დელეგაცია ახლა აშშ-ში მიემგზავრება. ვიმედოვნებთ, რომ მეტი სიცხადე იქნება როგორც ამერიკულ მხარესთან ერთად უკვე ეფექტურად მომზადებული დოკუმენტების... Читать дальше...

ირანის მედიის ცნობით, ბოლო დროის საპროტესტო აქციებზე 3000 ადამიანი დააკავეს. HRANA-ს მონაცემებით - 18 470

Radiotavisupleba.ge 

ირანში ბოლო დროს გამართულ საპროტესტო აქციებზე დაახლოებით 3000 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ 16 იანვარს იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტო „თასნიმი“, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ნათქვამზე დაყრდნობით. ბოლო თითქმის სამი კვირის განმავალობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები მთავრობამ ჩაახშო. გავრცელებული ცნობებით, ქალაქებში სიმშვიდეა. „თასნიმის“ (რომელიც ირანის უსაფრთხოების ძალებთან დაახლოებულ ორგანიზაციად ითვლება) ცნობით, 3000 დაკავებულს შორის არიან „შეიარაღებული პირები და მეამბოხეები“ და „ტერორისტული ორგანიზაციების წევრები“. Читать дальше...

ირანის საელჩოსთან დაკავებული ნუცა მახარაძის სასამართლო 27 იანვრისთვის გადაიდო

Radiotavisupleba.ge 

"გული წამივიდა ორჯერ და კრუნჩხვა მქონდა, ემოციურ ფონზე [პანიკური შეტევები] მაქვს, მაგრამ ასეთი აქამდე არ მქონია. იზოლატორში ვიყავი ორი დღე დაუბანელი და უსამართლოდ დაკავებული და ალბათ ამან იმოქმედა", - თქვა ნუცა მახარაძემ სასამართლო პროცესზე.

ჩინეთმა და კანადამ ტარიფების შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კერნიმ პეკინში გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ ტარიფების შემცირების შესახებ მიღებული შეთანხმება გამოაცხადეს. ეს გადატვირთვის სიგნალად მიიჩნევა ორი ქვეყნის ურთიერთობაში. კერნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთი, სავარაუდოდ, 1 მარტისთვის კანადურ რაფსის ზეთზე გადასახადებს 85%-დან 15%-მდე შეამცირებს, ხოლო ოტავა დათანხმდა ჩინური ელექტრომობილების ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნებისთვის დაწესებული განაკვეთით, 6,1%-ით, დაბეგვრას. ელექტრომობილებზე... Читать дальше...

„სამართალი იზეიმებს... უფალი შეგვეწიოს“ - ჯანგველაძის საქმეზე დაკავებული გიორგი მიქაძე

Radiotavisupleba.ge 

დაკავებიდან 9 თვის შემდეგ, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა ბიზნესმენმა გიორგი მიქაძემ დუმილი დაარღვია. ის თავს უდანაშაულოდ ცნობს და იმედი აქვს, „სამართალი იზეიმებს“.


Музыкальные новости




Rss.plus





"კლუნების ფონდის" შეფასებით, დაირღვა მზია ამაღლობელის უფლება სამართლიან სასამართლოზე

Radiotavisupleba.ge 

„კლუნების ფონდი სამართლიანობისათვის“ გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე ანგარიშში წერს, რომ "ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლომ და გამამტყუნებელმა განაჩენმა დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე და წარმოადგენდა პროცესუალური ნორმების ბოროტად გამოყენებას". როგორც ფონდში შემავალი „სასამართლო პროცესის მონიტორინგის ინიციატივის" (TrialWatch), რომელიც საქმის მონიტორინგს ახორციელებდა, ანგარიშშია ნათქვამი... Читать дальше...

დააკავეს ნეონაცისტური ჯგუფის 16 წევრი, მათ შორის 10 არასრულწლოვანი - შსს

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ რადიკალური ფაშისტური (ნეონაცისტური) დაჯგუფების წევრობის ბრალდებით ქვეყნის მასშტაბით 16 ადამიანი დააკავა. მათ შორის 10 არასრულწლოვანია. ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა ბრიფინგზე.

ლუკაშენკამ ბელარუსის შეიარაღებული ძალების მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დღეს, 16 იანვარს, არმიის მასშტაბური ინსპექტირების განკარგულება გასცა, წერს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური. ლუკაშენკას სიტყვებით, შემოწმება მიმდინარეობს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას, რომელშიც ბელარუსი ფორმალურად არ მონაწილეობს) გამოცდილების გათვალისწინებით და ჯარში მისი დანერგვის მიზნით. შემოწმებისა და სწავლების ფარგლებში დამუშავდება საჯარისო ნაწილების დაცვის და ომის წარმოების თანამედროვე საშუალებებისადმი... Читать дальше...

ლაშა დარსალია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პარსელი შეხვდა. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების შესახებ.

ბრიტანეთი ვერ ხედავს პუტინის მზაობას, მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას

Radiotavisupleba.ge 

Politico-ს ცნობით, განსხვავებულია დიდი ბრიტანეთის პოზიცია საფრანგეთისა და იტალიის მოსაზრებისგან იმის თაობაზე, უნდა განაახლოს თუ არა ევროპამ პირდაპირი მოლაპარაკებების მცდელობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან უკრაინის საკითხზე. გამოცემასთან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა უარყო საფრანგეთისა და იტალიის ლიდერების წინადადებები პუტინთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ, უკრაინაში ომის დასრულების ძალისხმევის ფარგლებში. "ვფიქრობ, გვჭირდება მტკიცებულება იმისა... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე არ მიიწვიეს - მთავრობის ადმინისტრაცია

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც რადიო თავისუფლებამ მთავრობის ადმინისტრაციაში გაარკვია, მას მიწვევა არ მიუღია.




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России