Добавить новость
103news.com
Radiotavisupleba.ge
Январь
2026

Новости за 23.01.2026

ალიევმა $1.5-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა BlackRock-თან, რომელიც „გლოპზე“ „ოცნების“ შეთქმულების თეორიის ეპიცენტრშია

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში შეხვდა ლარი ფინკს, კერძო კაპიტალისა და აქტივების მმართველი გიგანტური კორპორაციის,  „ბლექროკის“ ხელმძღვანელს; აზერბაიჯანმა „ბლექროკთან“ საინვესტიციო ხელშეკრულებები გააფორმა.

აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის "ჩრდილოვან ფლოტს" დემონსტრაციების წინააღმდეგ რეპრესიების გამო

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ცხრა ტანკერს და მათთან დაკავშირებულ რვა კომპანიას. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვები შემოიღეს ირანში საპროტესტო დემონსტრაციების მიმართ გატარებული სასტიკი რეპრესიების გამო.

„ვერც ეს დაგვაშინებს“ - დემონსტრანტები ტროტუარზე პროტესტის მონაწილეთა დაპატიმრებაზე

Radiotavisupleba.ge 

ტროტუარზე პროტესტის მონაწილეთათვის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემდეგ, აქციების 420-ე დღეს, პარლამენტთან უწყვეტი აქციების მონაწილეთა ნაწილმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ „ბოლომდე, გამარჯვებამდე“ გააგრძელებენ პროტესტს.

„პალადინების“ იერიში: რუსეთში ევროპული ულტრამემარჯვენე ქსელი დაარსდა

Radiotavisupleba.ge 

„[იმიგრანტების] მასობრივი დეპორტაცია, ტრადიციებისა და კულტურის აღდგენა, ევროკავშირის გლობალიზმის დემონტაჟი“ - ეს არის მხოლოდ რამდენიმე ლოზუნგი იმ პროგრამიდან, რომელიც წარმოდგენილია, როგორც ახალი წლის გადაწყვეტილებების ერთობლიობა „თითოეული თეთრი ნაციონალისტისთვის“.

შსს ამბობს, რომ დემონსტრანტები ისჯებიან „არა ტროტუარზე დგომის“, არამედ „ტროტუარზე გადაადგილების ხელშეშლის“ გამო

Radiotavisupleba.ge 

ტროტუარზე პროტესტის მონაწილეთათვის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საუბარია არა „მხოლოდ ტროტუარზე დგომაზე“, არამედ „ტროტუარზე მოქალაქეთა გადაადგილებისთვის ხელშეშლაზე“.

„გონი დავკარგე“ - 51-ე სკოლასთან დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ცენტრში, 51-ე საჯარო სკოლასთან დაკავებულ 26 წლის კაცს სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა. მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიჩნია, რომ მისი დარბაზიდან გათავისუფლება საზოგადოებისთვის მომეტებული საფრთხის მატარებელი იქნებოდა.

მერცის თქმით, ბერლინისთვის მიუღებელია ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" ამჟამინდელი ფორმა

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა 23 იანვარს თქვა, რომ მზად იქნებოდა შეუერთდეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" ინიციატივას ღაზისთვის, მაგრამ ამჟამინდელი ფორმით მისთვის ეს საბჭო მიუღებელია. "ფორმა რომლითაც ეს მშვიდობის საბჭო ახლა ყალიბდება - გერმანიაში მის მმართველობის სტრუქტურებს ვერ მივიღებთ, კონსტიტუციური მიზეზებით", თქვა მერცმა რომში, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. "თუმცა, ცხადია მზად ვართ ვიმუშაოთ სხვა ფორმებზე - ახალ ფორმებზე... Читать дальше...

იულია ტიმოშენკოსთვის გადაიხადეს 760 ათასამდე დოლარის ოდენობის გირაო

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პარტია "ბატკივშჩინის" ლიდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოსთვის გირაო გადახდილია - იუწყება rbc უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოზე დაყრდნობით. გირაო, რომელიც სასამართლომ მანამდე განსაზღვრა, შეადგენს 33 მილიონ ჰრივნას (760 ათას დოლარზე ცოტა მეტს). რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტ "სქემების" მონაცემებით, გირაო შეიტანა ათმა პირმა, სხვადასხვა ოდენობის თანხემბით. მათ შორისაა "ბატკივშჩინის" წევრი დეპუტატი, კონსტანტინ ბონდარევი, რომელსაც პარტიის ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებელს უწოდებენ. Читать дальше...



„შაჰედებზე მონადირე“ - რა აფერხებს უკრაინისათვის ჩეხური ავიაგამანადგურებლების მიწოდებას?

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთში უკრაინის დახმარების საკითხმა ახალი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. პრეზიდენტ პეტრ პაველის ინიციატივამ, კიევისთვის L-159 თვითმფრინავების მიწოდებაზე, ხელისუფლებაში მწვავე დაპირისპირება გააჩინა მაშინ, როცა უკრაინისათვის ეს იაფი და ეფექტიანი ავიაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დრონებთან ბრძოლაში.

კიჩიგინას საქმე: ინსტაგრამზე საქართველოზე დაწერა - ახლა მას ამ პოსტისთვის ასამართლებენ

Radiotavisupleba.ge 

2023 წლის 8 აგვისტოს, ტელეარხ „დოჟდის“ ჟურნალისტმა ვალერია კიჩიგინამ ისტაგრამზე ერთი პატარა პოსტი დადო - ერთი წინადადება ფოტოს ფონზე: „15 წელია, რაც საქართველოს 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული“.

დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ მეზღვაურების სანქცირებულ ხომალდზე ყოფნა არ დაუდასტურებია - როცა მათი დაკავების შესახებ გახდა ცნობილი, თქვეს რომ ცნობებს ამოწმებდნენ;

დიდი ბრიტანეთის მაღალი რანგის დელეგაცია ჩინეთს ეწვევა

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი, რეიჩელ რივსი მომავალ კვირაში ჩინეთში ჩავა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად. როიტერსის მოსაზრებით, ეს მიუთითებს ლონდონის ძალისხმევაზე გააძლიეროს კავშირები მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე.

აბსოლუტურად შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის - ევროკომისიის პრესსპიკერი ტროტუარებზე პროტესტის გამო დაპატიმრებებზე

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიის პრესსპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერი ეხმაურება და აკრიტიკებს საქართველოში ტროტუარზე პროტესტისთვის დემონსტრანტების დაპატიმრებას

ბულგარეთს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

Radiotavisupleba.ge 

ილიანა იოტოვამ ბულგარეთის პირველი ქალი პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 22 იანვარს უფლებამოსილება შეუწყვიტა რუმენ რადევს. 19 იანვარს რუმენ რადევმა თავის რიგგარეშე მიმართვაში განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნის ცხრა წლის თავზე ტოვებს პრეზიდენტის თანამდებობას. ეს მოხდა მოახლოებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე და საზოგადოებაში გავრცელებული იმ ვარაუდების ფონზე, რომლის მიხედვითაც, რადევი ამ არჩევნებში მონაწილეობისთვის საკუთარ პოლიტიკურ პროექტს ამზადებს. Читать дальше...

ტროტუარზე პროტესტისთვის ნუკრი კაკულიას 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო ნურკი კაკულია სამართალდამრღვევად ცნო და 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნუკრი კაკულიას 17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. დღეს იმავე საქმეზე მოსამართლე დავით მაკარიძემ 4-4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას... Читать дальше...

ტროტუარზე პროტესტისთვის ნათია ჭავჭანიძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო ნათია ჭავჭანიძე სამართალდამრღვევად ცნო და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნათია ჭავჭანიძეს 17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. გადაწყვეტილების გამოცხადებისას, მოსამართლემ განაცხადა, რომ "აღნიშნული მუხლის, რომლითაც იგი [ნათია ჭავჭანიძე] სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი... Читать дальше...

დონალდ ტრამპმა გააუქმა "მშვიდობის საბჭოში" კანადის პრემიერ-მინისტრის მოწვევა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ აუქმებს კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთვის "მშვიდობის საბჭოში" გაგზავნილ მოწვევას. "ძვირფასო პრემიერ-მინისტრო კარნი, ნება მიბოძეთ, ეს წერილი იყოს დადასტურება იმისა, რომ მშვიდობის საბჭო აუქმებს თქვენს მოწვევას კანადის წევრობასთან დაკავშირებით ყველაზე პრესტიჟულ ლიდერთა საბჭოში, რომელიც კი ოდესმე შეკრებილა. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!" - დონალდ ჯ. ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. კანადის... Читать дальше...

ტროტუარზე პროტესტისთვის მიშა ზაქარეიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო მიშა ზაქარეიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების შემდეგ მიშა ზაქარეიშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში მყოფ მეგობრებს პირადი ნივთები გადასცა. მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დარბაზში გაისმა: “მონა ხარ!” “მორიგი სირცხვილი!” შინაგან საქმეთა სამინისტრო მიშა ზაქარეიშვილს 17 დეკემბერს პარლამენტთან... Читать дальше...

ტროტუარზე პროტესტისთვის ანი ახმეტელი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო ანი ახმეტელი სამართალდამრღვევად ცნო და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომის გამო შსს-ში სამართალწარმოების დაწყების შესახებ ანი ახმეტელმა 23 დეკემბერს შეიტყო. საქმეში დევს პოლიციის მაიორის, გიგა ბატკუაშვილის შედგენილი ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ ახმეტელს ედავებიან 17 დეკემბერს „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“, რაც გამოიხატა ტროტუარზე დგომით. Читать дальше...


Музыкальные новости




Rss.plus





ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასის საკითხი საკვანძოა და ის აბუ-დაბიში სამმხრივ შეხვედრაზე იქნება განხილული

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასის საკითხი საკვანძოა და მასზე აუცილებლად იმსჯელებენ 23 იანვარს აბუ დაბიში კიევის, მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლების შეხვედრაზე. ზელენსკის სიტყვებს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ციტირებს. „დონბასის საკითხი საკვანძოა და მასზე დღეს და ხვალ იმსჯელებენ აბუ-დაბიში. განხილული იქნება სამივე მხარის ხედვა“, - განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, კრემლში აშშ-ის... Читать дальше...

რატომ შიმშილობს 17 წლის დემეტრე ჩიქოვანის დედა? - გიგა ავალიანის საქმე

Radiotavisupleba.ge 

დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებული 17 წლის დემეტრე ჩიქოვანისთვის ბრალის დამძიმება ძალადობის შედეგად გარდაცვლილი გიგა ავალიანის ოჯახისთვის პროკურატურის „სწორ რელსებზე დაბრუნებაა“, დემეტრე ჩიქოვანის ოჯახისთვის კი - უსამართლობა, რის ფასადაც პროკურატურა სახელისა და იმიჯის გადარჩენას ცდილობს.

ტროტუარზე პროტესტისთვის ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ლუკა ნაგლიაშვილს 17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. ლუკამ გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ სასამართლოს სხდომათა დარბაზში მეგობრებს ხელით ანიშნა. “ნახვამდის”, - დაიძახა სხდომის მდივანმა და გაიხურა კარი. Читать дальше...

ჩეხებმა უკრაინისთვის 22 მლნ-ზე მეტი შეაგროვეს გენერატორების შესაძენად

Radiotavisupleba.ge 

ჩეხურმა ინიციატივამ Darek pro Putina („საჩუქარი პუტინისთვის“) დაახლოებით 22 მილიონი ჩეხური კრონა (100 კრონა - 4,8 $) შეაგროვა კიევისთვის გადასაცემი გენერატორების შესაძენად. უკრაინა რუსეთის მიერ ენერგეტიკის ობიექტებზე მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად სათბობისა და ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტს განიცდის. „ჩვენი საქველმოქმედო კამპანია ძალიან კარგად იკრებს ძალებს“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმს“ ინიციატივის დამფუძნებელმა და დირექტორმა მარტინ ონდრაჩეკმა. მისი თქმით, ორგანიზაცია SOS... Читать дальше...

სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა - საია

Radiotavisupleba.ge 

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარის, თამარ ონიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაიწყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა. ამის შესახებ ონიანმა განაცხადა ორგანიზაციის ოფისში დღეს, 23 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე. მისი სიტყვებით, სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეს შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე სტატუსი. „საია წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის... Читать дальше...

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ პენზაში იწვის "როსნეფტის" ნავთობბაზა

Radiotavisupleba.ge 

23 იანვრის ღამეს, დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა კომპანია “როსნეფტის” პენზის ნავთობის საცავში, - იტყობინება პენზის ოლქის გუბერნატორი ოლეგ მელნიჩენკო. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ოთხი დრონი ჩამოაგდეს. „ერთის ნამსხვრევები კი ნავთობბაზის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ამჟამად იქ საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, - დაწერა ოლქის გუბერნატორმა. უკრაინული Telegram-არხები Supernova+ და Exilenova+ იუწყებიან, რომ იწვის კომპანია "როსნეფტის" საკუთრებაში არსებული ნავთობის ბაზა „პენზანეფტეპროდუქტი”. Читать дальше...




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России