Добавить новость
103news.com
Radiotavisupleba.ge
Январь
2026

Новости за 18.01.2026

უკრაინის დელეგაციის მოლაპარაკება აშშ-თან დავოსში გაგრძელდება

Radiotavisupleba.ge 

Reuters-ის ცნობით, უკრაინის წარმომადგენელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა 18 იანვარს, რომ რუსეთთან თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულების მიზნით აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები დავოსში, შვეიცარიის კურორტზე, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაგრძელდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის თაობაზე თქვა, რომ რომ აშშ-ში უკრაინის წარმომადგენლები ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობენ. აშშ-ში „ჩვენმა დელეგაციამ დღეს ანგარიში წარმოადგინა. რუსტემ უმეროვმა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა. Читать дальше...

Bloomberg: ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ წევრობისთვის მილიარდ დოლარს ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ე.წ. „მშვიდობის საბჭოში“ მუდმივი ადგილის მოპოვების მსურველ ქვეყნებს სთხოვს შესატანს - მინიმუმ 1 მილიარდ დოლარს, იტყობინება Bloomberg-ი, რომელიც გაეცნო ჯგუფის წესდების პროექტს. სახელმწიფოები, რომლებიც შესატანს გადაიხდიან წესდების ძალაში შესვლიდან პირველი წლის განმავლობაში, მიიღებენ მუდმივ წევრობას; სხვები კი - არაუმეტეს სამი წლის ვადით. დოკუმენტის თანახმად, ტრამპი „მშვიდობის საბჭოს“ პირველი თავმჯდომარე გახდება და გადაწყვეტს, თუ ვის მოიწვევს ორგანიზაციაში. Читать дальше...

სირიის მთავრობამ ქურთების მეთაურობით მოქმედ ძალებთან შეთანხმებას მიაღწია

Radiotavisupleba.ge 

სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ კვირას გამოაცხადა შეთანხმება ქურთების მეთაურობით მოქმედი ძალების მეთაურთან.

ტაჯიკეთი აცხადებს, რომ ავღანეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ოთხი პირი „გაანეიტრალეს"

Radiotavisupleba.ge 

ტაჯიკეთის ოფიციალურმა პირებმა 18 იანვარს განაცხადეს, რომ „გაანეიტრალეს“ ოთხი „ტერორისტი“, რომლებიც მეზობელი ავღანეთიდან გადმოვიდნენ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში სისხლიანი ინციდენტები გახშირდა, იტყობინება სახელმწიფო მედია. ცენტრალურ აზიაში მდებარე ტაჯიკეთს ავღანეთთან მთიანი საზღვარი ყოფს და დაძაბული ურთიერთობა აქვს თალიბანის ხელისუფლებასთან. ტაჯიკეთის უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ Khovar-ს მოჰყავს, „ოთხი ტერორისტი გაანეიტრალეს მას შემდეგ... Читать дальше...

მაკრონი: საფრანგეთი შეშფოთებულია სირიის მთავრობის ჯარის ქურთების მხარდაჭერით მოქმედი ძალების წინააღმდეგ შეტევის გამო

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 18 იანვარს ესაუბრა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას, რათა გამოეხატა შეშფოთება მთავრობის ჯარის მიმდინარე შეტევის გამო იმ ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ქურთები მეთაურობენ და რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს. Reuters-ის ცნობით, მაკრონმა, რომლის ქვეყანაც მონაწილეობას იღებს დამასკსა და ქურთებს შორის შუამავლობის მცდელობებში, 17 იანვარს განაცხადა, რომ შეტევა უნდა შეწყდეს და რომ არც საფრანგეთი და არც ევროკავშირი არ დაუჭერს მხარს ასეთი მიდგომის გაგრძელებას. Читать дальше...

გიორგი სანიკიძე: „ირანელი დემონსტრანტები რეჟიმს გარედან დახმარების გარეშე ვერ შეცვლიან“

Radiotavisupleba.ge 

სუსტია თუ არა რეჟიმი ირანში? შესაძლებელია ჩამოიშალოს? როგორ აისახება ეს საქართველოზე? - ილიას ინსტიტუტის პროფესორი გიორგი სანიკიძე საუბრობს თეირანში ხელისუფლების ტრანსფორმაციასა და ამერიკის როლზე რეგიონულ რისკებთან მიმართებაში.

ევროპის რვა ქვეყანამ ერთობლივ განცხადებაში მხარი დაუჭირა გრენლანდიასა და დანიას

Radiotavisupleba.ge 

18 იანვარს ერთობლივ განცხადებაში ევროპის რვა ქვეყანამ განაცხადა, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ დანიის სამეფოს და გრენლანდიის ხალხს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ არქტიკის ამ კუნძულის ანექსიის მუქარის შემდეგ.



ვეფხია კასრაძე სუს-ს შვილის გატაცების დაგეგმაში ადანაშაულებს, სუს-ი პროკურატურას მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

2024 ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი შვილის გატაცებას გეგმავდა. ტვ „პირველთან“ სატელეფონო საუბრისას მან თქვა, რომ სუს-ი მის 11 წლის შვილს სამი თვის განმავლობაში ურეკავდა და „სახლიდან გატყუების მცდელობაც ჰქონდა“. „ვფიქრობდი, რომ ლილუაშვილის სუსი აკეთებდა ამას, მაგრამ ახლაც რეკავენ. დარეკავენ ღამის ორ საათზე, რაღაცებს საუბრობენ, მერე უთიშავენ“. ვეფხია კასრაძის ამ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა - სუს-ის განცხადებით... Читать дальше...

ზელენსკი: ღამის განმავლობაში უკრაინის ექვს რეგიონზე მოხდა თავდასხმა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 18 იანვრის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინაზე 201 დრონით თავდასხმა განახორციელა. მათი სამიზნე ექვსი რეგიონი იყო: სუმის, ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის და ოდესის ოლქები. პრეზიდენტის თანახმად, რომელსაც „უკრაინსკაია პრავდა“ იმოწმებს, ათობით ზრდასრული და ერთი ბავშვი დაშავდა, ორი ადამიანი დაიღუპა. ზელენსკის თქმით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა1300 დრონის, დაახლოებით 1050 მართვადი საჰაერო ბომბისა და სხვადასხვა ტიპის 29 რაკეტის საშუალებით. Читать дальше...

„საქმის მასალებს  ვირუსულად გავავრცელებ“, - დაკავებული არასრულწლოვნის დედა შიმშილობას აგრძელებს

Radiotavisupleba.ge 

მეორე დღეა, საქართველოს პროკურატურის შენობასთან შიმშილობას აგრძელებს მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე. ის აცხადებს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს, ვიდრე მის შვილს ბრალს არ მოუხსნიან. ჯერჯერობით მას პროკურატურიდან არავინ გამოხმაურებია. ტვ "პირველთან" საუბარში მან განაცხადა, რომ გაასაჯაროებს საქმის მასალებს, რომელიც მისი შვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს და რომ პროკურორი გიორგი გვარაკიძე ამ ბრალს უკან წაიღებს: „მე აქ მოვკვდები. Читать дальше...

ამერიკელი სენატორები აკრიტიკებენ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის გამო ტარიფებით მუქარას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის გამო კამათში ევროპის ქვეყნებისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების მუქარას ამერიკელი პოლიტიკოსების - არა მხოლოდ დემოკრატების, არამედ რესპუბლიკელების კრიტიკაც მოჰყვა.

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საგანგებო შეხვედრას გამართავენ ტრამპის ულტიმატუმის საკითხზე

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩები დღეს, 18 იანვარს საგანგებო შეხვედრას გამართავენ და დონალდ ტრამპის მიერ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ სავაჭრო ტარიფების დაწესების გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ. ცოტა ხნით ადრე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნეს გრენლანდიაში. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ტარიფები ძალაში მანამდე დარჩება, სანამ გრენლანდია აშშ-ის იურისდიქციაში არ გადავა და სანამ შეერთებულ... Читать дальше...

„იმოქმედეთ“ – მოძრაობა ,,300 ქალი" ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის გამო ქალთა ციხის უფროსს მიმართავს 

Radiotavisupleba.ge 

საპროტესტო მოძრაობა ,,300 ქალი" პატიმარ ანასტასია ზინოვკინას და პატიმარ ნანა სანდერის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ქალთა მეხუთე პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ნესტან ვერულაშვილს აკისრებს და მას მოქმედებისკენ მოუწოდებს. 18 იანვარს მოძრაობის წევრები ქალთა პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბნენ და ნესტან ვერულაშვილს განცხადებით მიმართეს. მას მისი ერთ-ერთი საჯარო ინტერვიუდან რამდენიმე ციტატაც შეახსენეს, სადაც ის ამბობს, რომ რაც შეუძლია აკეთებს „ჩემი მსჯავრდადებული ქალებისთვის“ და რომ ის ციხეში კი არ მუშაობს... Читать дальше...

აშშ განიხილავს „მშვიდობის საბჭოს“ საქმიანობის გაფართოებას

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს იდეა გაფართოვდეს „მშვიდობის საბჭოს“ მანდატი, რომელიც შექმნილია ღაზის სექტორისთვის, და მის მოქმედება გავრცელდეს უკრაინასა და ვენესუელაზე - ინფორმაციას ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times აქვეყნებს. გაზეთის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „მშვიდობის საბჭოს“ „გაეროს პოტენციურ შემცვლელად... ერთგვარ პარალელურ, არაოფიციალურ ორგანოდ მიიჩნევს ღაზის სექტორის გარეთ არსებული სხვა კონფლიქტების მოსაგვარებლად“. არაბმა დიპლომატმა FT-ს განუცხადა... Читать дальше...

"ტარიფებით მუქარა მიუღებელია" - მაკრონი ტრამპის ტარიფებზე

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ფინეთისათვის 10%-იან ტარიფების დაწესების თაობაზე და განაცხადა, რომ მათზე „არანაირი დაშინება და მუქარა არ იმოქმედებს არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში და არც სხვაგან მსოფლიოში“. „ტარიფების თაობაზე მუქარა მიუღებელია და უადგილო ამ კონტექსტში. ევროპა ამაზე ერთიან და კოორდინირებულ პასუხს გასცემს, თუ ეს დადასტურდება. Читать дальше...

კიევის ოლქში ღამით მომხდარი თავდასხმის გამო 56 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 

Radiotavisupleba.ge 

კიევის ოლქის ბუჩის რაიონში, ღამით განხორციელებული რუსული თავდასხმის გამო, 56 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იტყობინება ენერგოკომპანია ДТЭК-ი. „აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ყინვა სიტუაციას ართულებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 9 იანვარს ქალაქის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემდეგ, კიევში, 50 სახლი კვლავ გათბობის გარეშეა დარჩენილი. თავდასხმის შედეგად, სულ 6000 სახლი დარჩა გათბობის გარეშე. 17 იანვრის ღამით უკრაინას 115 რუსულმა დრონმა შეუტია, რომელთაგან 96 განეიტრალდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით... Читать дальше...

ფაშისტური დაჯგუფების წევრებს პატიმრობა შეეფარდათ

Radiotavisupleba.ge 

რადიკალური ფაშისტური (ნეონაცისტური) დაჯგუფების წევრებს, ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 16 ადამიანს, მათ შორის 10 არასრუწლოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა, რადგან დაკავებულების ნაწილი არასრუწლოვანია. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა და მასში მონაწილეობა) - გათვალისწინებულია... Читать дальше...

საქართველოში თოვს - ცენტრალურ მაგისტრალებზე ისევ შეზღუდვებია

Radiotavisupleba.ge 

ინტენსიური თოვის გამო, საქართველოს გზებზე შეზღუდვებია დაწესებული - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მანქანებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. დიდთოვლობის გამო, ქუთაისი -წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზეც მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით გაივლით, დანარჩენი სახის... Читать дальше...




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России